ზურა სალუქვაძე (ბიოგრაფია)

1398069_10152010935412521_192532274_o საქართველოში თითქმის ყველა იცნობს ზურა სალუქვაძეს…მოსწონთ მისი ლექცები,მოსწონთ თუ როგორ კითხულობს.მისი ლექსები ხშირად გამხდარა ორი ადამიანის ერთად ყოფნის მიზეზი,მის ლექსებს ხშირად კითხულობენ სადღეგრძელოდ,უძღვნიან საყვარელ ადამიანებს… ჩემთვის მისი ლექსები არის დღის პოზიტიური დასაწყისი, როდესაც “ვიგრუზები” ლექსებზე ერთი თვალის გადავლება და ორგანიზმი პოზიტივით მევსება… ❤ საოცრად უშუალო,მეგობრული და სანდომიანი აი ასეთია სინამდვილეში ზურა სალუქვაძე.

ქვემოთ მოცემულია მცირე ინფორმაცია მის შესახებ,ვიფიქრე ახალგაზრდებს დააინტერესდებოდათ…თუ რაიმე კითხვები გექნებათ კომენტარების სახით დაამატეთ და მე მას აუცილებლად ვკითხავ…:)

სახელი გვარი: ზურა სალუქვაძე

დაბადება:1982 წლის  21 ივლისი თბილისი 21.07.1982

ოჯახი: ორი ძმა ერთი და და დედა,ოჯახთან აქვს იდეალური ურთიერთობა,მეგობრობენ…

ბავშვობა:ჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონდა,როგორც ყველა სანთლის შუქზე სწავლობდა,ახსოვს პურის რიგები . 😀 😀 😀

განათლება:დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საინჟინრო სპეციალობით,ამჟამად სწავლობს აშშ-ს კოლეჯში აპირებს მენეჯმენტს გაყვეს სამომავლოდ.

სკოლის პერიოდი: “ძალიან მაგარია სკოლის პერიოდი,თავიდან არ გინდა ამგრამ, რომ ამთავრებ მერე აცნობიერებ რა ძალიან მაგარ ადგილას იყავი”.სკოლაში ძალიან მაგრი ტიპი იყო,ბევრს ჩხუბობდა სხვის გამო,თვითონ კი არასოდეს ყოფილა ჩხუბის მიზეზი.

ვინ სურდა რომ ყოფილიყო: სურდა ყოფილიყო მსახიობი ან მომღერალი.

უყვარს:ბუნება,ხელოვნება

თავისუფალი დრო: უსმენს მუსიკას ან წერს…გააჩნია როგორ ხასიათზეა.

ლექსები: წერა სტუდენტობის დროს დაიწყო.

პირველი კრიტიკა:მწვავედ განიცადა პირველი კრიტიკა,რადგან ეუბნებოდნენ თითქოს,ნიკო გომელაურს ბაძავდა და თავისი არაფერი იყო მის ლექსებში.მისი შთაგონების წყარო,ცხოვრების სიღრმეებია.

ჩანაწერებში საუბრობს თვითმკვლელობაზე: ამით მას სურდა ეთქვა რომ თავი არავინ არ უნდა მოიკლას,თვითმკვლელობა დიდი ვაჟკაცობაცაა და დიდი სისუსტეც,

ამერიკა: ის ამერიკაში წავიდა,როგორც გაცვლითი პროგრამის მონაწილე და დარჩა იქ,ამჯამადაც იქ მოღვაწეობს,ხშირად მართავს პოეზიის საღამოებს.ძალიან უჭირს და უძნელდება საქართველოსგან შორს ყოფნა,მთელი შვიდი წლის განმავლობაში მან ვერ მოახერხა 100%-ით ეცხოვრა ამერიკაში,ფიქრით,სულით აქ საქართველოში იყო,თვითონაც ძალიან ხირად სტუმრობდა…საქართველოში დაბრუნებას აპირებს.

საყვარელი:

 წიგნი: რემარკი რადგან(კაცის გრძნობებს აღწერს ძალიან მაგრად)უყვარს ვაჟა-ფშაველა,(ყველაზე ზევითაა რაც კი დაწერილა ბიბლიის და ახალი აღთქმის შემდეგ)

ფილმი: The Lives Of Others;   Match point;    Cloud atlas;    Malena;   Trainspotting;   Pursuit of happiness

ლექსი: ამ ბოლოს წაიკითხა და ძალიან მოეწონა სიმონ ჩიქოვანის:

სვანეთში მივდივარ, მთებში და…

მიყვარხარ……………………………

ვინ იცის, რარიგად…

ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე,

ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.

გამორბის მდინარე ბღავილით,

ნაპირებს ცრემლი მოვწმინდე.

ფერდობზე წერწეტა ყვავილი

მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე.

იმ ხევში მკივანა შურთხია.

მომწყინდა ბილიკზე წანწალი.

მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და

გულს მაინც ედება ხანძარი.

სვანეთში, მთებშიაც დამმშვილდე,

მიყვარხარ, ვინ იცის რარიგად…

ეგების ლატფარზე დავმშვიდდე,

ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.

მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი.

მივდივარ, გზა მხვდება ახალი.

სვანეთში ბევრია მწვერვალი…….და შენ ხარ ყველაზე მაღალი… …

მოსწონს ჩარკვიანის ლექსები ამბობს რომ დიდი აზრი აქვს

ფრაზები: Nathing is impossible,    Way Not,   it’s ok,   fack you,   იმ ღამეს გაუმარჯოს,რომელიც გათენდება

მწერალი: უყვარს დუმბაძე(დუმბაძე და დიდი ! ნიშანი)

პოეტი:პოეტებში გამოარჩევს ტიციან ტაბიძეს,ლადო ასათიანს …თანამედროვეებიდან მოსწონს:ელიავა,არაბული,დაიაური,შენგელია

მეგობრობაში:ამბობს რომ მეგობრობაში ძალიან მაგარია,მეგობრები მისთვის ცალკე სამყაროა,ცალკე ოჯახი,მეგობრებისთვის ყველაფერს გააკეთებს(ნუ ბანალურია მაგრამ),მეგობრობა ყველაზე დიდი არჩევანია მისთვის,რომელ გზაზეც დადის და წარმოადგენს.

სიყვარულში:“აუ სასტიკად რომანტიკოსი და რთული,არ ვიცი მაგრამ მგონია რომ საინტერესოც“

დადებითი თვისება: ოპტიმისტი სასტიკად,ბავშვური,მზრუნველი,თავისუფალი და თავისთავად კომუნიკაბელური

უარყოფითი თვისება: ზარმაცი(ხანდახან ლექსებიც ავიწყდება) და ჯიუტი.კიდევ არის ბევრი ოღონდ არ აგონდებოდა.

სამომავლო გეგმები: საქართველოს უკავშირდება,ყველაფერს საქართველოსთვის აკეთებს,თვლის რომ გადამეტებული პარიოტიზმი არ ვარგა,თვლის რომ ამერიკაში გაიზარდა და უფრო ჩამოყალიბებული ქართველი გახდა.

ოცნება: „ჩემი ქვეყანა იყოს ძაან მაგრად“ „ჩემი მთელი მოლეკულები შედგება საქართველოსადმი სიყვარულისგან“   და სურს პირადი ბედნიერება.

ზოგადი: თავის საღამოებს ხშირად აძლევს ქველმოქმედების სახეს,მისი პირველი სარამო რომელიც ბათუმში ჩატარდა ფასიანი იყო და შემოსული თანხა გადაურიცხა მზრუნველობამოკლებულ ბავსვთა სახლს და მოხუცთა თავშესაფრებს.2013 წლის პოეზიიზ საღამოზე კი თანხა აგროვდა რომელიც გადაერიცხა ბერი ანდრიას ფონდს.თუ ფულით არ შეუძლია დახმარება,ის მიდის ბავშვთა სახლებსი და პანსიონებსი,ართავს პოეზიის საღამოებს და ამით აგრძნობინებს რომ ყველანი ერტნი ვართ და გვერდში უნდა დავუდგეთ ერთმანეთს,ეს ადამიანები არიან საქართველოს სრულუფლებიანი წევრები“ჩვენ ერთნი ვართ,არ უნდა დაგვავიწყდნენ ისინი“

გეგმების განხორციელებაში მას ეხმარებიან მისი მეგობრები,ხალხი გამომდინარე იქიდან რომ საზოგადოება აძლევს  ენერგიას,სტიმულს და ძალას…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s