დღეს 31 იანვას ხაშურის N-3 სკოლაში სამოქალაქო კლუბის ლიდერ და აქტიურ მოსწავლეებს ჰქონდათ შეხვედრა ახალ არასამთავრობო ორგანიზაციასთან…მათ გაგვაცნეს თავიანთი მიზანები და მისია..რამაც ძალიან დამაინტერესა იმედია თქვენთვისაც ძალიან საინტერესო იქნება და გადაწყვეტთ რომ მიიღოთ მონაწილეობა მათი პროექტების ფარგლებში ..ყველას წარმატებებს გისურვებთ
აღწერა: ალიანსის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა თვითმმართველობები და კლუბები. საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსიარის არასამთავრობო, არაპოლიტიკური, არარელიგიური და არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს საქართველოს სკოლებში არსებულ მოსწავლეთა თვითმმართველობებსა და კლუბებს. ორგანიზაციის შექმნა მნიშვნელოვნად განაპირობა 2004 წლიდან საქართველოს ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა, რომელთა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სასკოლო ცხოვრებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართვა გახლდათ. სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობებისა და კლუბების ფუნქციონირება გამომდინარეობს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონიდან, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები მონაწილეობენ სკოლის თვითმმართველობის უმაღლეს ორგანოში — სამეურვეო საბჭოში და ასევე ჩართულები არიან სკოლის დისციპლინური კომიტეტის მუშაობაში. საქართველოში სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის შექმნის ინიცირება მოხდა 2011 წლის აპრილში თბილისის აკადემიკოს ილია ვეკუას სახ. ფიზიკა-მათემატიკის #42 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ, PH International-ის მიერ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების წახალისებით. #42 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობისა და მოსწავლეთა კლუბების საქმიანობაში ჩართვაზე ზრუნვა აქტიურად 2008 წლიდან დაიწყო, რისთვისაც ამოქმედდა მოსწავლეთა თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის წარმატებული მართვის მიზნით სკოლაში შემოღებული იქნა პროგრამების კოორდინატორის თანამდებობა, ხოლო სკოლის ბიუჯეტში გამოიყო გარკვეული სახსრები. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსწავლეeბმა მრავალი შემეცნებითი, საგანმანათლებლო, სპორტული და სხვა ხასიათის პროექტი განახორციელეს,რამაც სხვადასხვა მიმართულებების კლუბების (ნატოს, გაეროს, ევროინტეგრაციის, გარემსო დაცვის, ხელოვნების მოყვარულთა და სხვა) შექმნა განაპირობა. მოსწავლეები თავიდანვე ორიენტირებული იყვნენ სხვა სკოლის თანატოლებთან თანამშრომლობისაკენ, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი PH International-ის მცირე გრანტების პროგრამის ამომქედებამ, რომლის ფარგლებშიც დაფინანსებულმა პროექტებმა განაპირობა სკოლებში მოსწავლეთა სხვადასხვა გაერთიანებების ჩამოყალიბება. სწორედ მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში მოსწავლეთა გაერთიანებების რაოდენობის გაზრდის ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა ალიანსის ფორმირება, რომლის მთავარი დატვირთვა არის სხვადასხვა გაერთიანებებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა და პარტნიორული ურთიერთობების გამყარება. მისია ორგანზიაციის მისია არის, საქართველოს სკოლების მოსწავლეთა სხვადასხვა გაერთიანებებში მონაწილეობით სამოქალაქო აქტივობებში ჩართვა და მათი ინიციატივების ხელისშეწყობა, როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო მაშტაბით. ალიანსის მიზნებია: • საქართველოს სკოლების ფარგლებში მოქმედ მოსწავლეთა გაერთიანებებს შორის ურთიერთკავშირის დამყარება, საერთო საინფორმაციო სივრცის შექმნა და ერთობლივი ინიციატივების, პროექტებისა და პროგრამების შექმნასა და რეალიზებაში ხელშეწყობა; • მოსწავლეების დემოკრატიულ პროცესებში, სამოქალაქო და სოციალურ აქტივობებშიმონაწილეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა; • მოსწავლეების მხარდაჭერა საკუთარი უფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზებაში; • სკოლების მოსწავლეთა გაერთიანებების დახმარება პროექტებისა და ორგანიზაციის მართვის კუთხით უნარ-ჩვევების მსენებლობაში; • მოსწავლეების ჩართვა საერთაშორისო პროექტებში, პროგრამებსა და ორგანიზაციებში. პროდუქცია ალიანსის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა თვითმმართველობები და კლუბები. ელფოსტა info@gssua.ge ტელეფონი +995 (32) 299 00 73 ვებსაიტი http://gssua.ge მდებარეობა ჩაიკოვსკის ქ. #9, 0105 Tbilisi, Georgia