love

მოგესალმებით მეგობრებო! აი მეც დავბრუნდი მცირე განშორების შემდეგ,მინდა პატარა გასართობი თამაში შემოგთავაზოთ…ალბათ გსმენიათ თრიალეთზე არის ასეთი რამ ,….ბიჭისა და გოგოს სახელების მიხედვით აგნენენ თუ რამდენი პროცენტით შეესაბამებიან ერთმანეთს…იქ თანხა ღირს ამის გაგება.მე კი შემიძლია უსასყიდლოდ გაგიგოთ ეს…მომწერე თქვენი და თქვენი მეწყვილის სახელი და გეტყვით რამდენად რეალურია თქვენი ერთად ყოფნა. ..აბა წავიდა ესემესებიიიი… 😀 😀 😀

კონფლიქტის მართვის სტილები…

  • კონფლიქტის თავიდან აცილება: თავის არიდების მეთოდი,ანუ როგორც მას კიდევ უწოდებენ-კონფლიქტიდან გასვლის ტაქტიკა

  • ძალადობა:ძალისმიერი,მეთოდი ანუ ძალით ჩახშობა,გარკვეული აზრით თავის არიდების მეთოდის საპირისპიროა.მართალია,ძალადობის პრინციპი კონფლიქტის გადაჭრის ყველაზე სწრაფი ტაქტიკური ხერხია,მაგრამ სტრატეგიულად კონფლიქტის ამგვარი გადაწყვეტა ნაკლებ ეფექტურია.

  • სეგრეგაცია(დაშორიშორება): სეგრეგაციის შემთხვევაში კონფლიქტი გადაიჭრება დაპირისპირებულ მხარეთა ერთიერტქმედების შეწყვეტის ურთიერთობის გაწყვეტის გზით.

  • შერიგება.მოლაპარაკებები:ჩ კონფლიქტანტებმა მშვიდობას შეიძლება დაპირისპირების შეწყვეტით მიაღწიონ.მსოფლიო პრაქტიკაგვიჩვენებს, რომ შერიგება  ხდება მხოლოდ მოლაპარაკებებით დაპირისპირებულ მხარეებს შორის,რომლებიც მხარეთა შემდგომი ქცევის შესახებ შეთანხმებული გადაწყვეტილებით მთავრდება.

ჩვენი_აქტიური მოქალქის _როლი დემოკრატიული სკოლის განვითარებაში

საზოგადოება,ერი,სახელმწიფო ძლიერია იქ,სადაც მისი ყველა ფენა და თაობა აქტიურია,თავის საქმეს აკეთებს და ძირითად საკითხებში შეკავშირებულია.დემოკრატიული ფორმა რომ სრულყოფილი იყოს,საჭიროა საზოგადოების ყველა ფენას მიეცეს საშუალება თავისი აზრის გამოთქმისა,პირველ რიგში კი მოსწავლეს,რათა მან იგრძნოს თავი სრულყოფილ მოქალაქედ თავისი ქვეყნისა და შემდეგ ეტაპზე თავისი ცხოვრებისა მისთვის უცხო არ იყოს სიტყვის თავისუფლება,უფლება-მოვალეობების გათვალისწინება და ცხოვრებაში რეალიზება არ გაუჭირდეს ე.ი მოსწავლე უნდა იყოს დღევანდელი დემოკრატიული სკოლის სრულფასოვანი მოსწავლე,რომელმაც დიდი წვრილი უნდა შეიტანოს დემოკრატიული სკოლის განვითარებაში.

დემოკრატიული სკოლის განვითარება ქვეყნის ზოგადი განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენსდემოკრატიული სკოლა თნამედროვე საზოგადოების მიღწევაა.კაცობრიობა თავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე დემოკრატიული არჩევნების,უფლებათა და მოვალეობათა გარანტიების აღიარებამდე მივიდა.ეს იყო ძალიან მტკინვეული,სისხლითა და მსხვერპლით სავსე,მაგრამ ერთადერთი გზა.დემოკრატიული არ ჩევნები,ისევე როგორც ზოგადად დემოკრატიული სკოლები,ხელს უწყობს სამართლიანობის დამყარებას,საზოგადოებრივი ურთიერთობის განვითარებას.

დემოკრატიის პრობლემა არა თვით დემოკრატია, არამედ დემოკრატიის არქონაა.

ადამიანი რომელსაც აქვს ლაპარაკის უფლება,მაგრამ მოკლებულია შრომის უფლებასა და შესაძლებლობას,თავისუფალი არ არის.ეს ადამიანი უბედურია არა იმიტომ,რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრობს,არამედ იმიტომ,რომ საზოგადოება,რომელშიცცხოვრობს,დემოკრატიული არ არის,იქ დაცული არ არის ადამიანის ღირსეული არსებობის უმთავრესი-შრომის უფლება.სკოლაში.დემოკრატიული სკოლის გასავითარებლად,დემოკრატიის დონის ასამაღლებლად საჭიროა ეკონომიკური დონის ამაღლება,სამართლისა და მასმედიის თავისუფლება,დემოკრატიის პრინციპებით ცხოვრება,ახალი სკოლების ფორმირება,უცხოეთის წამყვან ქვეყნების მაგალითების გაცნობა.შეუძლებელია დემოკრრატიას თანამედროვე საზოგადოებაში ალტერნატივა გააჩნდეს.იცნობთ დემოკრატიულ სკოლას?გაიხსენეთ თუნდაც მოსწავლეთა თვითმმართველობა,რომელიც არჩევნების გზით არის არჩეული.

ჩვენი სკოლა ნამდვილად დემოკრატიულია.ჩვენს სკოლაში მოსწავლეების მიერ ხდება თვითმმართველობის და სამეურვეო საბჭოს წევრად მოსწავლის არჩევა.დემოკრატიის მანიშნებელია ისიც რომ სკოლაში სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ატარებენ ტრენინგებს მაგ: ორგანიზაცია:“ბილიკი“ რომელთა მეშვეობითაც სკოლაში შეიქმნა სამოქალაქო კლუბი მათი დახმარებით მოსავლეები სწაავლობენ პროექტების წერას,ჩართულნი არიან სხვადასხვა ტრენინგებში,ატარებენ აქციებს იღებენ ინტერვიუებს და სწავლობენ საზოგადოებაში ინტეგრაციას,კომუნიკაციას, აზრის თავისუფლად გამოთქმას , მათი მეშვეობით ჩვენ ნელ-ნელა ვიზრდებით და ვყალიბდებით დემოკრატიული სკოლის დემოკრატიულ მოსწავლეებად .ძალიან მსიამოვნებს ის ფაქტიც, რომ სკოლაში მოსწავლეებსა დ მასწავლებლებს შორის არის დაბალანსებული პოზიცია ,მეგობრული ურთიერთობა და სკოლის პერსონის დამსახურებაა ისიც,რომ ჩვენი სკოლის მოსწავლის მიერ არ მომხდარა რაიმე დანაშაული ან დარღვევა რაიმე სამართლებრივ კოდექსში.

ჩვენი სკოლის ბევრი მოსწავლე რამდენიმე წელია ცდილობს პატრიოტთა ბანაკში მოხვედრას ,თუმცა უშედეგოდ ,მაგრამ არიან ბავშვები,რომლებიც უკვე მრავალჯერ იმყოფებოდნენ ბანაკში.ჩემი იდეაა სკოლას ჰქონდეს საშუალება ყოველ ზაფხულს გააგზავნოს ბავშვები ბანაკში და მათი შერჩევა მოხდეს კონკურსის წესით,საუკეთესო სწავლით და ღონისძიებებში გამარჯვებით ,რათა ეს დემოკრატიული და გამჭვირვალე პროცესი ხელს შეუწყობს ბავშვებში სამართლიანობის ჩამოყალიბებას.

მაქვს კიდევ ერთი იდეა,რომ ოლიმპიურ ტურებში და ღონისდზიებებში გამარჯვებულებსაც ჰქონდეთ ამის შანსი,ეს ხელს შეუწყობს ბავშვებში,კონკურენციას და ამით სწავლის დონე მნიშვნელოვნად ამაღლდება.

იმისათვის რომ, ეს პრობლემა გადაიჭრას საჭიროასკოლის დირექციას კავშირი ჰქონდეს ადგილობრივ რესურსცენტრთან.ამ უკანასკნელს კი ახალგაზრდულ ბანაკ „პატრიოტთან“.განათლების სამინისტრომ და ახალგაზრდულმა ბანაკმა „პატრიოტმა“ შექმნან ერთობლივი პროგრამა ,რომელიც უზრუნველყოფს აქტიური ბავშვების წახალისებას პატრიოტთა ბანაკით რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს განავითარონ უკეთ საკუთარი უნარ-ჩვევები ,გაიცნონ თანატოლები და გაიზიარონ იდეები,გაცვალონ ერთმანეთს შორის კულტურული ღირებულებები.

მე არა მგონია,რომ ჩემი პირადი დამოკიდებულება აზრის თავისუფლად გამოხატვის მიმართ საზოგადოების ყველა ფენისა და წარმომადგენლის პოზიციას ეთანხმებოდეს ,მაგრამ თამამი აზრებისა და იდეების,თამამი ადამიანების გაცნობა მუდამ შთამბეჭდავია.ჩემი აზრით,ეს თაობების ურთიერთობის საკითხია, რომელიც დღესდღეობით იხვეწება და ისინი თანამოაზრეები გახდებიან,თუ სიკეთის,ადამიანობის,სამშობლოს,ოჯახის რწმენას და წინსვლას საფიცრად გაიხდიან.

თემა მოამზადა –სალომე ქიმერიძემ 

ყურადღება! ყურადღება!

 შეიქმნა ახალი საიტი საიდანაც თქვენ შეგეძლებათ გადმოწეროთ

თამაშები, პროგრამები, ფილმები და სხვა..

WWW.BOB.ANY.GE გთხოვთ გვესტუმროთ !!

წინასწარ დიდ მადლობას გიხდით  WWW.BOB.ANY.GE-ს თანამშრომლები  

“ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის უცნობი ეპიზოდები ”

აფხაზეთის ომი

აფხაზეთის ომის მონაწილე მერაბ გოგუა:


   ვიბრძოდი გულრიფში მე-6 სატანკო ბატალიონში. ბრძოლის დასრულებამდე ჩვენი ბატალიონი წინა ხაზზე იყო,თითქმის ყველა დაიღუპა,ბევრი საკუთარი ხელით მივაბარე მიწას: დოცოშვილივახო,ბზიკაძევახო,ბჟალავაავთო,მერაბჩიტაია.  მხოლოდ მე ვარ ცოცხალი,ესენი ბრძოლის ბოლო დღეს დაიღუპნენ,მათი  საფლავები არაა ცნობილი, დაკარგულებად ითვლებიან

      ბოლოწუთამდევერ ვიჯერებდით,რომვმარცხდებოდით. ჩვენთვის მხოლოდ ბრძოლის ველი არ იყო აფხაზეთი,ეს ჩვენი სამშობლო იყო.რამოდენიმე კილომეტრში ოჯახები გველოდნენ,მხოლოდ მათი გადარჩენის გამო დავტოვე აფზაზეთი, ხელში აყვანილი უღელტეხილზე ფეხით გადმოვიყვანე ჩემი სამი წლის შვილი და ჩემი დაღუპული ბიჭების  შვილები.მას მერე მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს: ოღონდ დავბრუნდე აფხაზეთში და სიცოცხლეს არც ახლა დავზოგავ.

საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის უცნობი ეპიზოდები

აგვისტოს ომი.

ქარელის რაინ სოფელ ავნევიდან ზალინა კაბისოვა:

     ჩემი სოფელი ავნევი ოსური სოფლების გარემოცვაშია,ამიტომ ომი ჩვენთვის გაცილებით ადრე დაიწყო. სულ შიშით ვცხოვრობდით. ოსური მხრიდან 1-2 აგვისტოს დაიწყო სროლები, ისროდნენმაშინ, როდესაც არ მოველოდით.5-6 აგვისტოს შუადღიდან დაღამებამდე ისროდნენ.

     სწორედ მაშინ როდესაც მოსახლეობა გარეთ იყო, სროლის დროს ორი მეზობელი დაიჭრა შოთა ქოქოევი გულმკერდის არეში და დიტო დავითიძე მსუბუქად. ქუჩაში ვეღარ გავდიოდით.ამ პერიოდში აგვიფეთქეს მაგთიკომის ანძა და კონტაქტი დავკარგეთ სამყაროსთან. ღამღმობითსარდაფებში ვიმალებოდით და გარეთ გამოსვლას ვერ ვბედავდით. 7 აგვისტოს ორი ადამიანი მოკლეს.

8 აგვისტოს თქვეს : რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ცხინვალი დაიკავეს “ჩვენიაო”.8 აგვისტოს შემოვიდნენ ჩვენი ჯარისკაცები სოფელში,  3-სთ იქნებოდა, როდესაც რუსმა სამხედროებმა დაბომბეს ჩვენი სოფელი. 2 ბომბი დაეცა ჩემს სახლს, ვხედავდი როგორ იწვოდა. დაბომბის შედეგად დაიჭრა ჩემი მეუღლე. ომის დროს რუსი სამხედროები ძარცვავდნენ სახლებს. ერთი მოხუცი კაცი იმყოფებოდა სახლში, წინააღმდეგობა გაუწია რუს სამხედროებს და მათაც დაწვეს სახლი, რომელშიც ეს კაციც იმყოფებოდა.ვინც წინააღმდეგობას უწევდა ხვრეტდნენ.

მოსახლეობამ დიდი როლი ითამაშა დაჭრილების პირველადი დახმარების აღმოჩენაში.8-აგვისტოს მოვახერხეთ ავნევიდან წამოსვლა, მას შემდეგ ხაშურში ვცხოვრობთ. ჩვენი ხელისუფლება შეეცადა ნორმალური პირობები შეექმნა ჩვენთვის ,თუმცა საკუთარ სოფელს და სახლ-კარს ვერავინ შეგვიცვლის.

“ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის უცნობი ეპიზოდები ”

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ,ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მტკივნეული ფურცელია. ძალზედ ბევრი ფაქტი არის ცნობილი ამ თემასთან დაკავშირებით ,დაწყებული 1921 წლის თებერვლიდან 2008 წლის აგვისტომდე .ჩვენც ბევრი რამ გავიგეთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე სხვადასხვა წყაროებიდან , მაგრამ არ ვიცით იმ ადამიანთა შესახებ, რომლებიც უშუალო მონაწილეები იყვნენ  ამ მოვლენებისა
 

ერედვიდან ცისია გოგუა:

24 წლის ვარ.დავიბადედრანდაში, აფხაზეთში . 6 წლის ვიყავი აფხაზეთის ომის დროს. ფეხით 10 დღის განმავლობაში წვიმასა და თოვლში მშობლებთან ერთად გადმოვიარე უღელტეხილი. საოცრად მკაფიოდ მახსოვს ყველაფერი,ცუდიმოგონებაა,თუმცა არ მავიწყდება  ვხედავდი უამრავ გამწარებულ ადამიანს,მოხუცები საკაცით მიჰყავდათ,ბავშვები ზურგზე აკიდებული.ერთ ღამეს ჩვენს გვერდით მოხუცი ქალი იწვა, დილით მკვდარი  დაგვხვდა .მოვდიოდით მშივრები, ამ დროს თვითმფრინავმა გადაიფრინა და ფუთები ჩამოყარა,ვიღაცამ ხეობიდან ფუთები ამოიტანა , რომ გახსნა თურმე პური იყო. ბავშვებს დაგვირიგეს,დღესაცარ დამავიწყდება იმ პურის გემო.თოჯინა მყავდა ,ბაბუამ გადამიგდო და მითხრა:“შენი თავი ვერ მოგყავს ,ეგ რათ გინდაო“.ტირილით ჩავედი დაღმართში და თოჯინა გულში ჩახუტებული ამოვიყვანე,ის თოჯინა დღესაც მაქვს.  ბედისწერამ ბავშვობის ის მწარე დღეები კვლავ გამახსენა.ჩემი მეუღლე ერედველია ,აგვისტოს  ომის დროს და ომამდეც ერედვს იცავდა.ხელმეორედ განვიცადე შიში და სასოწარკვეთა,როცა რუსული თვითმფრინავების დაბომბვისას ვტოვებდით სოფელს.თუ მაშინ თოჯინას ვიხუტებდი გულში, ახლა მხოლოდ ერთზე ვფიქრობდი,ჩემს შვილზე, რომელიც ჩემს სხეულში იყო.ისევგადავრჩით. დღეს 2 შვილი მყავს ცოტნე და დემეტრე.ვცხოვრობ რუსთავში  არ ვიცი,რა იქნება მაშინ,როდესაცჩემი შვილები გაიზრდებიან,დახვდებათთუ არა გაერთიანებული საქართველო,მაგრამ ვიცი თუ საჭირო იქნება,ისინიც წარბშეუხრელად დაიცავენ თავის ქვეყანას.