ცურვა

ცურვა — ოლიმპიური სპორტის სახეობა. გამოიყოფა 4 ცურვის სახეობა :ზურგზე ცურვა,ბატერფლაი,ბრასი და კროლი 

ცურვა. სპორტის ერთ-ერთი უძველესი და პოპულარული სახეობა. შეჯიბრება სხვადასხვა დისტანციაზე კროლით (თავისუფალი სტილი), ბრასით, ბატერფლაით (დელფინი) და გულაღმა ცურვაში.
ევროპის ჩემპიონატი იმართება 1926 წლიდან, მსოფლიოს ჩემპიონატი _ 1973-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1896-დან _ კაცები, 1912-იდან ქალები.
ცურვას ადამიანისთვის უხსოვარი დროიდანვე დიდი პრაქტიკულ-საყოფაცხოვრებო მნიშვნელობა ჰქონდა, უწინარესად თევზაობის, ნადირობისა და მტერთან შეტაკების დროს. ცურვის შორეულ წარსულზე მეტყველებს არაერთი ნივთიერი თუ წერილობითი საბუთი. ზემო ეგვიპტეში ნაპოვნია თიხის ცილინდრული ტვიფარი, რომელზეც გამოსახულია სამეფო ოჯახში ცურვის გაკვეთილის სცენები (ძვ.წ. 3200 წ.). ლიბიის უდაბნოში კლდეზე გამოსახული მოცურავის ფიგურა ძვ.წ. IV საუკუნით თარიღდება. დაახლოებით 3 ათას წელს ითვლის ტურინის მუზეუმში დაცული მოცურავის ბარელიეფი. ცურვის ელემენტები აღბეჭდილია ინდოეთში, საბერძნეთსა და ძველ რომში აღმოჩენილ არაერთ ლარნაკსა და ამფორაზე. მოცურავეთა შესახებ გვიამბობენ ბერძენი ისტორიკოსები, მათ შორის ჰეროდოტე.ძველი საბერძნეთის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, რეფორმატორი სოლონი უბირ ადამიანს ასე ახასიათებდა: ”არც ცურვა იცის, არც კითხვა”.
სპორტული ცურვა XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ჩაისახა. პირველი შეჯიბრება გაიმართა 1515 წელს ვენეციაში, პირველი სახელმძღვანელო შეადგინა დანიელმა ნ. ვინმანმა (1538). ცურვის სკოლები გაიხსნა გერმანიაში, ავსტრია-უნგრეთში, საფრანგეთში (XVIII საუკუნის II ნახევარში). 1869 წელს ინგლისში შეიქმნა ცურვის მოყვარულთა პირველი სპორტული ორგანიზაცია, პირველ საერთაშორისო შეჯიბრებას კი ბუდაპეშტმა უმასპინძლა (1889). XIX საუკუნის შუა წლებიდან ევროპაში დაიწყეს ხელოვნური საცურაო აუზების მშენებლობა.

ცურვის სახეობა ერთობ ძალიან საინთერესოაა მათთვის განსაკუთრებით ვისაც წყალი უყვარს,ჩემთვის პირადად წყალში თუ შევედი უკვე თევზივით ვარ…ერთ ისტორიას მოგიყვებით რომელიც მე გადამხდა…

“ერთ მშვენიერ და მზიან დღეს მე და ჩემი მეგობრები წავედით მდინარეზე საბანაოდ..მაგ პერიოდში ცურვა არ ვიცი (მარტო ჭყუმპალაობა) ხო და ამ ჩემმა მეგობრებმა, რომ მომკიდეს ხელი და ჰაიდა მდინარეში გავადინე დგაფანი …რამდენჯერ ჩავყვინთე და რამდენი ლიტრი წყალი დავლიე არ მახსოვს…რომ არავინ მოვიდა გადასარჩენად..ვაფართხალე ფეხები და აღარ ჩავიძირე ..ასე ნელ ნელა ვისწავლე ცურვა..

Advertisements

ბეისბოლი

ალბათ ყველას გიყურებიათ მურტილმი..”გამარჯვებული”…შესანიშნავი საყურებელია ყველაფერია ბეიზბოლზე,ბეიბ რუთის “ჯადოსნურ კეტზე” არ ვიცი ზუსტად იმ ჯოხს რა ქვია…მაგრამ ყველას გირჩევთ უყუროთ ამ ფილმს…დამიჯერეთ ძალიან ნასიამოვნები დარჩებით..ახლა კი ორიოდე სიტყვას გეტყვით თვითონ ბეისბოლზე…

ბეისბოლი (ინგლისურადbaseball, სიტყვებისგან base „ბაზა, საფუძველი“ და ball „ბურთი“) — გუნდური სპორტული თამაში ბურთითა და კეტით. შეჯიბრში მონაწილეობს ორი გუნდი, თითოეულში ცხრა (ან ათი) მოთამაშით.

ბეისბოლი ამერიკაში გაჩნდა XIX საუკუნის დასაწყისში. ითვლება, რომ თამაშს საფუძვლად დაედო ინგლისური “რაუნდერს”-ი. პირველი ოფიციალური მატჩი გაიმართა ნიუ-იორკში 1820 წელს. 1845 წელს შეიქმნა პირველი პროფესიული კლუბი. თამაში გავრცელებულია აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, ლათინურ ამერიკასა და კარიბებზე, ავსტრალიაში, იაპონიაში, კორეაში და სხვ. ამჟამად ბეისბოლს თამაშობენ 120 ქვეყანაში. ყველაზე მეტად პოპულარულია აშშ-ში, კუბაში, იაპონიაში, ჩინეთსა და კორეაში.

აშშ-ში, იაპონიაში, ჩეხეთში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში გავრცელებულია ასევე სოფტბოლი — ბეისბოლის გამარტივებული ვარიანტი — მისი თამაში დახურულ შენობაში და მცირე ზომის მოედანზეც შეიძლება. ბეისბოლის სათამაშო მოედანს რომბის ფორმა აქვს.

ბეისბოლის მონათესავე თამაშებია კრიკეტი პესაპოლო ფინეთში, ოინა რუმინეთში და ლაპტა რუსეთში.

საქართველოში ბეისბოლის ისტორია 1985 წლიდან იწყება. პირველი, ვინც სპორტის ამ სახეობით დაინტერესდა, იყო გელა ჩიხრაძე, სსრკ სპორტის ოსტატი ხმლით ფარიკაობაში. იგი გაეცნო ბეისბოლის წესებს, შეკრიბა ენთუზიასტთა მცირე ჯგუფი და მათთან ერთად ვარჯიშს შეუდგა. 1986 წელს გელა ჩიხრაძემ იმოგზაურა კუბაში, საიდანაც მეთოდური ლიტერატურა და სპორტული ინვენტარი ჩამოიტანა. იმავე წელს ჭადრაკის სასახლეში მისი თაოსნობით მოეწყო შეხვედრა,რომელიც საქართველოში ბეისბოლის დანერგვა-განვითარების საკითხებს მიეძღვნა. მას შემდეგ სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.
1986 წელს დაფუძნდა საქართველოს ბეისბოლის ფედერაცია და შეიქმნა ბეისბოლისტთა პირველი სპორტული კლუბი “ივერია”. 1987-88 წლებში გელა ჩიხრაძე კვალიფიკაციის ასამაღლებლად კუბასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. 1987 წელს “ივერიამ” პირველ ოფიციალურ საკავშირო ტურნირში III ადგილი დაიკავა (მასთან ერთად შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ კიევის, ლენინგრადის, მოსკოვის, ტაშკენტისა და ნოვოსიბირსკის გუნდები). 1988-90 წლებში გელა ჩიხრაძე სსრკ ნაკრების მწვრთნელი იყო. 1989 წელს თბილისში შეიქმნა ბეისბოლის მეორე ქართული კლუბი – “მერანი” ( მწვრთნელები – გიორგი პაიჭაძე და დავით ღოთვაძე). “ივერიამ”და “მერანმა” 1989-90 წლებში პირველი საერთაშორისო მატჩები გამართეს კუბაში. უფრო ადრე ამხანაგური შეხვედრების ჩასატარებლად საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკის გუნდები “ნიკერ-ბოკერი” (1988) და “ბულდოგსი” (1989). ბეისბოლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩვენს ქვეყანას ესტუმრნენ კუბელი (ხუან ფისტუერი) და ამერიკელი (როჯერ სმიტი, რენდი ბრაუნი) სპეციალისტები. 1992 წელს დაფუძნდა კლუბი “კოტრა” (მთავარი მწვრთნელი -გიორგი ბროლაძე). 1994 წელს ლაგოდეხში ჩამოყალიბდა კლუბი “ლელიანი” (მთავარი მწვრთნელი – დავით ღოთვაძე), რომელმაც 1995 წელს ევროპის საკლუბო თასის გათამაშებაში IV ადგილი დაიკავა. 1988 წელს გაიხსნა ბეისბოლის ბავშვთა სპორტული სკოლა (მთავარი მწვრთნელი – ნუგზარ კაპანაძე). 1990-91 წლებში მოზარდთა გუნდი საკავშირო ტურნირების ჩემპიონი იყო, 1992-93 წლებში – რუსეთის ღია პირველობის ჩემპიონი, 1994 წელს კი – ევროპის “ბ” ჯგუფის ფინალისტი.1994 წელს კიევში გამართულ ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ვერცხლის მედლები დაისაკუთრა, 1997 წელს კი ჰულში (ინგლისი) IV ადგილზე გავიდა. 1998 წელს ვენაში ევროპის ჩემპიონატის “ბ” ჯგუფში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 2001 წელს ქალაქ კუტნოში (პოლონეთი) ბეისბოლის ბავშვთა გუნდმა “რაინდებმა” მსოფლიო “ლითლ ლიგის” ევროაზიური დივიზიონის გათამაშებაში (მონაწილეობდა 69 ქვეყანა) II ადგილი დაიკავა, 2002 წელს კი – III.
 

ალკოჰოლი ადამიანის მტერი…:(

ყველამ ძალიან კარგად ვიცით ,თუ რა შედეგებამდე მიჰყავს ალკოჰოლს და მასზე დამოკიდებულებას ადამიანი,მაგრამ რატომღაც ადამიანები საპირისპიროს აკეთებენ.მაინც სვავენ უზომოდ…რატომ ხდება ,რომ იცი საზიანოა შენი ჯამრთელობისთვის მაგრამ მაინც სვავ,ეს ალბათ ადამიანური მოთხოვნილებაა…გინდება დალიო, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ვერ ხვდება ,რომ ყველაზერი ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს..ჩვენს ირგვლივ მრავალი ნათელი მაგალითია იმისა თუ რა შედეგი აქვს ადამიანზე ალკოჰოლს.მე პირადად ვიცნობ ადამიანს რომელიც მრავალი წელი ალკოჰოლიკი იყოო…ერთ დღეს მას მოუვიდა შემთხვევა(ავტომობილი დაეჯახა)მაშინ როდესას ძალიან მთვრალი იყოო…მის ოჯახს ძალიან უჭირდა ისიც არც თუ კარგ ანაზღაურებად სამუშაოზე მუშაობდა(ეგრედწოდებული მეტაჭკე ბაზარში)..ავტოავარიის შემდეგ მან უამრავი ფული გადაყარა მკურნალობაში და..სხვა ძალა რომ არ ქონდა სმას თასვი დაანება…ამ პერიოდში მის ოჯახს უამრავი ვალი დაუგროვდა….და ოჯახიც მძიმე სიტუაციაშია….ახლა კი გააცნობიერა თუ რა იყო ალკოჰოლზე დამოკიდებულება და მწარედ გამოსცადა მან ის თავის თავზე……ხალხო აუცილებელია ასეთი რამ მოხდეს ,რომ მერე დაანებოთ სმას თავიი?..არ ჯობია ზომიერად სვათ, ამით არც თქვენს თავს დაუშავდება რამე და არც თქვენს ახლობლებს….ასე რომ მინდა გირჩიოთ დალიოთ ზომიერად და არ შეუქმნათ საფრთხე თქვენს თავს და თქვენს მომავალ თაობას…საქართველოში აიკრძალა ალკოჰოლის მოხმარება სკვერებში,საზოგადოებრივ ტრანსპორტში  რასაც მივესალმები..ეს არის ძალიან კარგი…               

ჩვენი წინაპრების ნათქვამია:”ცოტა წამალია,ბევრი საწამლავი,არ დალიო ბევრი, არ მოიკლა თავი.”


რაგბი

მინდა ავღნიშნო რომ რაგბი ერთობ საინტერესო სპორტია,მე ძალიან მიყვარს და ვგულშემატკივრობ ჩვენს გუნდს….განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის საქარტველო-რუსეთის თამაშები,როდესაც საქართველომ გააცამტვერა რუსეთის ნაკრები…უდიდესი შედეგი და უდიდესი გამარჯვება, მინდა დიდი წარმატებები ვუსურვო ჩვენს გუნდებს…იმედია მალე უმაღლეს ჯილდოსაც მოიპოვებენ..<<წარმატებები>>..

რაგბი სპორტული გუნდური თამაშის სახეობა ოვალური ბურთით, რომელსაც ორივე გუნდის თითოეული მოთამაშე ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით ბურთის გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი ლელოში, მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან გაიტანოს იგი H-ის ფორმის კარში. არსებობს გადმოცემა, რომ რაგბის თამაში დაიბადა1823 წლის 7 აპრილს . ამ დღეს ინგლისის ქალაქ რაგბიში (ინგ. Rugby აქედან მოდის თამაშის სახელწოდებაც) 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა ფეხბურთის თამაშის დროს ხელი დასტაცა ბურთს და მეტოქის კარისაკენ გაიქცა. დღეისათვის ეს ვერსია, მართალია, ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიოს თასს, მაინც ელისის სახელი ქვია. თამაშის მიზანი არის ორმა,15-კაციანმა გუნდმა, სპორტულ შეჯიბრებაში და წესების დაცვით, ბურთის წაღებით, გადაწოდებით, დარტყმითა და დამიწებით მოაგროვოს შეძლებისდაგვარად მეტი ქულა. გუნდი,რომელმაც მეტოქეზე მეტი ქულა მოაგროვა, ითვლება გამარჯვებულად.

მოედანზე რაგბის გუნდი 15 კაცისაგან შედგება. აქედან 8 ფორვარდია (პოზიციები 1-დან 8-მდე), 7 კი ბეკი ანუ უკანახაზელი (9-15). გუნდს უფლება აქვს, მოახდინოს 7 შეცვლა. შესაბამისად, გუნდში 7 სათადარიგო მოთამაშეცაა. განსაკუთრებული შემთხვევაა სისხლის წამოსვლა, რომლის დროსაც დაშავებული ვალდებულია, დაუყოვნებლივ დასტოვოს მოედანი და დაბრუნდეს მოედანზე დახმარების აღმოჩენის შემდეგ, 15 წუთის განმავლობაში. ამ დროს ეს მოთამაშე შეიძლება დროებით შეიცვალოს სამარქაფოთი. თუკი დაშავებული 15 წუთის განმავლობაში უკან დაბრუნდება და სამარქაფოს ჩაენაცვლება, მაშინ შეცვლა არ ჩაითვლება შესრულებულად.

სტუმრად საოჯახო ტიპის სახლში

ორი დღის წინ, მეგობრებო! ჩვენი სამოქალაქო კლუბის ბავშვები და მეგობრები ესტუმრენ ხცისის საოჯახო ტიპის სახლს..მათ მოინახულეს მოზარდები და საჩუქრებიც ჩაუტანეს.ბავშვებმა სკოლაში და სკოლის ფარგლებს გარეთ ააგროვეს სამოსი,გარკვეული თანხა და მათ უყიდეს სპორტული ინვენტარი როგორიცაა(2ბურტი,ბადმინგტონი,სამიზნე,დომინო,)თკბილეულიდ.სხვ…ბავშვებმა ძალიან კარგად მიიღეს სტუმრები და მათთან ერტად ტყეშიც კი გაისეირნეს…გადაიღეს უამრავი ფოტო..იმხიარულეს, ითამაშეს,…საგამოთი კი ჩვენი აღსაზრდელები მათ ვგაუმასპინძლდნენ…და ასე დამთავრდა მათთან სტუმრობის დღე..რომელიც დატვირთული იყო ემოციებით…ბავშვები აცხადებდნენ : გაუხარდათ რომ ასე კარგად მიიღეს ბავშვებმა..ეს მათთვის მნიშვნელოვანი იყო…. 

ჯანსაღი გარემო…:)

მეგობრებო ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმის შესხებ,თუ რა უნდა კავაკეთოთ და მივირთვათ, რომ ვიყოთ ჯამრთელები..ახლა ცოტა იმაზეც ვისაუბროთ თუ როგორ გარმემოში უნდა იცხოვროს ადამიანმა,,ან თუ არ იცხოვროს სად უნდა გაატაროს სხოვრების დიდი დრო….იმისათვის რომ ვიყოთ ჯამრთელები აუცილებელია,,,ჯანსაღი გარემო,..ღვთის წყალობით საქართველოს ბუნება მრავალფეროვანია..გვაქვს მრავალი კურორტი სადაც შეგვიძლია დავისვენოთ და ჩვენი ორგანიზმი გამოვკვებოთ ჯანსაღი ჰაერით,წყლით…ასე რომ ჩემი რჩევა იქნება ხშირად დაისვენოთ კურორტებზე რომლებიც სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის…წადით ზღვაზე თუ ზღვა არ გიყვართ მთაში,,სადაც მუდამ სუფთა ჰაერია,სიგრილე,,ამით თქვწნც ისიამოვნებთ და თქვენი ორგანიზმიც დაისვენებს…ქალაქის დაბინძურებული ჰაერისგან…

ჯანსაღი საკვები..

ამ ფოტოებით რა მინდა გითხრათ,მეგობრებო რომ მართალია ბოსტნეული იშვიათად თუ ვინმეს უყვარს,მაგრამ მათში არის ის ვიტამინები რომელიც არცერთ სხვა პროდუქტში..მაგალითისთვის გეტყვით იმას რომ სტაფილო ადამიანს ეხმარება სიმაღლეში ზრდაში..ჭამეთ ბევრი და გაიზრდებით მაღლები.

ხილ- ბოსტნეული ძალიან კარგია თქვენი ორგანიზმისთვის…მაგ:

შავი ქლიავი— ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნას,

ვაშლი წვენის სახით ან გახეხილი—-გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ,

ბოლოკი—-აუმჯობესებს საჭმლის მონელებას,

არგარი და ატამი მდიდარია Ca ით —-ხელს უწყობს გულის კუნთების გამაგრებას,

ალოე-ამშვიდებს და ასუსტებს ხველას,

კუნელის ნაყოფი—-აძლიერებს გულის კუნტის შეკუმშვას,ამცირებს მის არგზნებადობას,აჩქარებს სისხლის მიმოქცევას,და არეგულირებს გულის მოქმედების რიტმს,