შეხვედრა არტ კაფეში….

30 ივლისს ხაშურისა და გორის სამოქალაქო კლუბის ბავშვებს შეხვედრა გვქონდა გორის არტ კაფეში “ომის სხვა სახე’ ერთ-ერთ ავტორთან მეგი ბიბილურთან..რამოდენიმე ხნის წინ დავპოსტე ამ წიგნთან დაკავშირებით ინფორმაცია..ამ წიგნმა იმდენად  დამაინტერესა რომ მივმართე  არასამთავრობო ორგანიზაცია “ბილიკს” და მათ მოაწყვეს შეხვედრა ავტორთან.ყველაფერმა შესანისნავად ჩაიარა,ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავიგეთ,ქალბატონი მეგი მოგვიყვა თუ როგორ ხდებოდა ინფორმაციის მოძიება მოსახლეობაში,რა შედეგები მოყვა ამ წიგნის გამოსვლას…

ჩემში პირადად ამ წიგნმა დიდი ემოციები გამოიწვია,გამარკვია იმაში, რომ ომშიც ხდება კეთილი საქმეები,ადამიანები ეხმარებიან ერთმანეთს იმისდა მიუხედავად რომ სხვადასხვა მხარეს იბრძვიან…მინდა ვურჩიო ყველა ადამიანს რომ წაიკითხონ ეს წიგნი და დამერწმუნეთ მრავალი საინტერესო  და რეალურ ისტორიების შესახებ გაიგებთ 2008 წლის ომის შესახებ…

 

Advertisements

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ლონდონში 2012

რიგით XXX ოლიმპიური თამაშები ლონდონში დღეს გაიხსნება. ყველაზე პრესტიჟული სპორტული შეჯიბრი, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმართება, გრანდიოზული გახსნის ცერემონიით აიღებს სტარტს და 12 აგვისტოს დაიხურება. ამ დროის განმავლობაში მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის წარმომადგენელი საუკეთესო სპორტსმენები ერთმანეთს 28 სახეობაში შეეჯიბრებიან.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები წლევანდელ თამაშებზე სპორტის 12 სახეობის წარმომადგენელი 35 კაციანი შემადგენლობით გამოვა. მედლებისთვის ბრძოლაში პირველები 28 ივლისიდან ძიუდოისტები ჩაერთვებიან. ტატამზე გუნდიდან პირველი ბეთქილ შუკვანი გავა.

საქართველოს ოლიმპიური გუნდის კაპიტანი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, ხოლო ვიცე კაპიტანი ძიუდოისტი ლომერ ჟორჟოლიანი იქნება.
20 წლის ქართველი ძიუდოისტი 66 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ფინალამდე ოთხი იპონით მივიდა. ჩილელი, ფრანგი, ბრიტანელი და იაპონელი სპორტსმენების დამარცხების სემდეგ ქართველი ჭაბუკი 32 წლის უნგრელ ვეტერანს მიკოს უნგვარს შეხვდა, რომელიც აქამდე ამ დონის შეჯიბრებებში არასდროს გასცილებია მერვედფინალს.

ფინალში ორივე სპორტსმენი აქტიურობდა, თუმცა, ხელების არასწორი მოძრაობის გამო უნგრელმა სპორტსმენმა გაფრთხილება მიიღო, ქართველმა სპორტსმენმა კი ერთი ილეთის გამოყენების გამო – ქულა, რაც საბოლოოდ, გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე..
მინდა მივულოცო ლაშას ეს ბრწყინვალე გამარჯვება..მან საქარტველო ასახელა..და ყველას აჩვენა რომ საქარტველოსი მებრძოლი სულის ვაჟკაცები იზრდებიან,კიდევ ერთხელ გილოცავ და..წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში…..მადლობა ამ სიხარულისთვის

 

 

ლაკროსი

არ ვიცი იცით თუ არა სპორტის ეს სახეობა მაგრამ მე პირადად ძალიან მომწონს…..საიდან გავიგე ამი სპორტის შესახეებ? ვუყურებდი ფილმს  wild child თინეიჯერებზე.. სახალისო ფილმია… აი იმ ფილმში იყო ამ თამაშის ეპიზოდი  და ძალიან მომეწონა..ამ თამასს თამაშობენ, როგორც გოგონები, ასევე ბიჭები….გირჩევთ ამ ფილმს უყუროთ, ბოლოში მთლიანი თამაშია მოცემული და ძალიან სახალისოოოა…ახლა კი მინდა შემოგთავაზოტ ინფორმაცია ამ სპორტის სახეობაზე

ლაკროსი (ფრანგ. La crosse _ კვერთხი). გუნდური თამაში პეპლის საჭერისმაგვარი ჩოგნებითა და ტყავის ბურთით. თამაშობენ ხელოვნური გაზონით დაფარულ ჰოკეის მოედნებზე, ჰოკეისტების მსგავსად, ლაკროსის მოთამაშეებსა და მსაჯებს მუზარადები ახურავთ. თამაშის მიზანია მოწინააღმდეგე გუნდის კარში ბურთის შეგდება. ბურთს, რომლის დიამეტრია 8 სმ, ხოლო მასა _ 160 გ, მოთამაშეები ხელით იჭერენ და ისვრიან, ფეხს ურტყამენ და გადააქვთ ჩოგნების დახმარებით. ლაკროსი ჩრდილოამერიკელი ინდიელების (ჩეროკების, ჰურონების, იროკეზების) თამაშია. იგი პირველად 1630 წელს აღწერეს ფრანგმა იეზუიტებმა დღევანდელი კანადის ტერიტორიაზე. ინდიელების შესრულებით ეს თამაში გრანდიოზულ სამხედრო მანევრებს წააგავდა. მასში მთელი გვაროვნული კლანები, ტომები და სოფლები მონაწილეობდნენ.ერთი გუნდი რამდენიმე ასეულ, ზოგჯერ კი ათასზე მეტ მონაწილესაც ითვლიდა. კარები რამდენიმე მილით იყო დაშორებული ერთმანეთისგან, თამაში კი ხანდახან სამ დღეს გრძელდებოდა. ნიშანდობლივია, რომ ჩიროკების ენაზე ამ სპორტს “ომის უმცროსი ძმა ჰქვია”.
კანადაში ჩასახლებულმა ევროპელებმა ლაკროსის თამაში XIX საუკუნეში დაიწყეს და 1844 წელს მონრეალის ოლიმპიურმა კლუბმა გუნდიც ჩამოაყალიბა. თანამედროვე ლაკროსის მამად ითვლება ჯორჯ ბირსი, რომელმაც 1867 წელს თამაშის წესები შეადგინა. მან ჯანმრთელობისთვის საშიში ხის კეტი შეცვალა პეპლის საჭერისმაგვარი ჩოგნით, რომლითაც ბურთის დაჭერა და პარტნიორისათვის ზუსტად გადაწოდება გაადვილდა. ამავე წელს შეიქმნა კანადის ლაკროსის ეროვნული ფედერაცია. კანადელ ინდიელთა ნაკრები ინგლისს გაემგზავრა დედოფალ ვიქტორიასთვის ეგზოტიკური თამაშის საჩვენებლად. 1904 წლის სენტ-ლუისის (აშშ) და 1908 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ლაკროსი შეტანილი იყო, როგორც ოლიმპიური სახეობა, თუმცა მომდევნო ოლიმპიადაზე იგი მხოლოდ სადემონსტრაციო თამაშის სახით იყო წარმოდგენილი. ინგლისიდან ლაკროსი გავრცელდა შოტლანდიაში, უელსში, ირლანდიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ამ ინგლისურენოვანი ქვეყნების გარდა, დღეს ლაკროსს თამაშობენ შვედეთში, ჩეხეთში, გერმანიაში, არგენტინაში, კორეასა და იაპონიაშიც. 1974 წელს დაარსდა ლაკროსის საერთაშორისო ფედერაცია (ILF) და ჩატარდა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი (მელბურნი, ავსტრალია). ჩემპიონატები იმართება რეგულარულად, 4 წელიწადში ერთხელ. ლაკროსი სულ უფრო პოპულარული ხდება ქალთა შორისაც.

დაცვის პოლიცია და ასეთიი?

8 ივლისი, ნუ რავიცი უსაშინლესი დღე იყოო..არ ვიცი, ასეთი პოლიციით თუ უნდა ვიამაყოთ…საღამოს მატარებლით გორში მივდიოდი და როგორც ყოველთვის გადაჭედილი იყოო,მეც ასასვლელშივე დავდექიი.რა მინდოდა, რატომ ფეხები არ გამიხმააა…ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ მატარებლებში, ხშირად დადიან ქალები, რომლებიც რაღაცეებს ყიდიან…ასეთი იყოო ერთი ძალიან მოხუცი ქალი, ალბათ 75 წლის, რომელსაც ცალ ხელში პარკებნი ეჭირა  ცალში კი ჯოხი და ეყრდნობოდა…ეს მოხუცებული გადმოვიდა ერთი ვაგონიდან მეორეში ძლივს რასაც ქვია, შემეშინდა არ წაიქცეს მეთქი..ამ დროს მოდის დაცვის პოლიციის თანამშრომელი, ვიფიქრე მიეშველება მეთქი ,მაგრამ უარესი გააკეთა…ამოიღო ჯიბიდან სანთებელა და აანთო ,ამ მოხუც ქალს უკნიდან უკიდებს ,უკიდებს რა აშინებს… ეს ქალი გაგიჟდა ამ საქციელისგან და კინაღამ წაიქცა,ეჩხუბა,ემუდარა, დამანებე თავიო, მაგრამ ეს თავისას აკეთებდა..ამ ამბის შემხედვარე ცუდად ლამის გავხდი, მინდოდა იმ ქალბატონს გამოვსარჩლებოდი და დამეცვა, მაგრამ მოსალოდნელი შედეგების შემეშინდა, თან მარტო არ ვყფილვარ, მეგობარი მახლდა და იმ პოლიციელს რამე რომ ეთქვა, ეს მე დამიცავდა და ალბათ ამ ამბის ბოლო იცით … ამ ამბავმა ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე და დავკარგე პოლიციელის მიმართაც ნდობა, რომლის მოვალეობაა სუსტების დაცვაა….მოდით და ვენდოთ ასეთ პოლიციელს…

“ომის სხვა სახე”

მეგობრებო ერთი კვირის წინ გორში ვიმყოფებოდი ჩემთვის საყვარელ ადამიანთან უნიჭიერეს ახალგაზრდა პოეტთან მედეა გიგაურთან. ქალაქში სეირნობის დროს სკოლის მოსწავლეები არიგებდნენ გაზეთს ‘ქართლ-ოსი” და ერთი მათგანი მეც ავიღე .სახლში ჩამოსვლის შემდეგ, დღეს წავიკითხე ეს გაზეთი და ერთი დიდი სტატია ეთმობოდა(მთლიანად გაზეთი) ახალი წიგნის პრეზენტაციას, რომელსაც სახელად ქვია “ომის სხვა სახე”…ამ სტატიაში ეწერა ,რომ გაიმართა წიგნის პრეზენტაცია გორში  და შემდგომში პრეზენტაციის მონაწილეებმა დისკუსია გამართეს წიგნის მიმართ,სტატიას თან ახლდა ნაწყვეტები წიგნიდან, ნაწყვეტების წაკითხვამ დიდი ემოცია გამოიწვია ჩემში და გამიჩნდა სურვილი ,რომ ეს წიგნი ვიყიდო და ბოლომდე წავიკითხო,ძალიან საინტერესოა, რადგან წიგნში საუბარია  ადამიანებზე ,რომლებმაც აგვისტოს ომი გადაიტანეს. ისინი ყვებიან ისტორიებს ,რომლებიც მათ გადახდათ..ძალიან საინტერესოა, დამიჯერეთ, გირჩევთ,რომ წაიკითხოთ.

აქვე მინდა დავურთო სტატია, რომელიც ამ წიგნს ეძღვნება

ხათუნა ფილიევა გორის ლიტერატურულ კაფეში საათზე მეტხანს ჩუმად იჯდა და და ახალი წიგნის შესახებ გამართულ დისკუსიას ყურადღებით უსმენდა. ბოლოს კი ემოცია ვეღარ დაფარა და, თვალცრემლიანმა, მოკრძალებით სიტყვა ითხოვა.
 
„იმდენად ბედნიერი ვარ, რომ არ ითქვა ერთმანეთის, ოსების და ქართველების მიმართ  სალანძღავი სიტყვები… აქ ხომ არავინ იცოდა, რომ ჩემი სახით ოსი იჯდა“, – თქვა ხათუნამ და  წიგნის ავტორებს მადლობა გადაუხადა.

ხათუნას გარდა, ლიტერატურულ კაფეში ცხინვალიდან დევნილები, ქართულ-ოსურ სამოქალაქო დიალოგის ფორმატში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები შეიკრიბნენ. დარბაზი მალე შეივსო და  მაგიდაზე გაშლილი წიგნებიც  სწრაფად გათავდა.

ეს არის ერთობლივი წიგნი, სადაც არანაირი პოლიტიკური განცხადებები არ არის გაკეთებული და, პირიქით, აქცენტი იქით არის მიმართული, რომ ომი სხვა კუთხით დაგვენახა …
მეგი ბიბილური

„ომის სხვა სახე“ –  ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც ქართულ-ოსური თანადგომის ისტორიები დაიბეჭდა. ქართული მხრიდან ისტორიების შეგროვებაზე  არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ წარმომადგენლები მუშაობდნენ, ოსურ მხარეს კი თანადგომის ისტორიებს გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორი თემურ ცხურბათი და მისი ჟურნალისტები აგროვებდნენ. წიგნი ქართულად, რუსულად და ინგლისურად ცალ-ცალკე   დაიბეჭდა. თითოეული ვარიანტის ტირაჟი 300 ცალია.  წიგნის პირველი  პრეზენტაცია ერევანში გაიმართა, საიდანაც რუსული ვარიანტი ოსმა ჟურნალისტებმა ცხინვალში წაიღეს.  „ქართლოსის“ ხელმძღვანელის მეგი ბიბილურის თქმით,  წიგნში საბოლოოდ 40 ისტორია მოხვდა. მოთხრობების გმირების ვინაობა რიგ შემთხვევაში, მათი უსაფრთხოების მიზნით, შეცვლილია, მაგრამ ყველა ისტორია რეალურ ფაქტებზეა აგებული. მისი განცხადებით, ოსურ მხარესთან  დეტალების შეთანხმება  წინასწარ ხდებოდა, ამიტომ უკვე გამოცემული წიგნი მათ მიერ პოზიტიურად შეფასდა.

„ეს არის ერთობლივი წიგნი, სადაც არანაირი პოლიტიკური განცხადებები არ არის გაკეთებული და, პირიქით, აქცენტი იქით არის მიმართული, რომ ომი სხვა კუთხით დაგვენახა.  აქედან გამომდინარე, მათი პირველი შეფასებები დადებითი იყო“, – ამბობს მეგი ბიბილური.

გორში გამართული პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია მოეწყო. ჟურნალისტ გელა კაპანაძის განცხადებით, ადამიანურ სიკეთეს და სიყვარულს სიძულვილის დაძლევა შეუძლია და ომის დროსაც კი ადამიანური ღირსების შენარჩუნება ცალკეულმა ადამიანებმა შეძლეს, ეს კი ნდობის აღდგენის იმედს აძლიერებს. 

„ეს წიგნი თითოეულ მათგანს და ჩვენგანს არწმუნებს, რომ სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიძულვილი. რაც მეტი იქნება ასეთი ისტორიები, შეხვედრები და ადამიანური ურთიერთობები, მით უკეთესი. მე ვფიქრობ, რომ დიპლომატებს კიდევ კარგა ხანი დასჭირდებათ და შეიძლება ვერ მოილაპარაკონ პოლიტიკური პროცესების მომენტები, მაგრამ ეს ადამიანური ისტორიები გადაასწრებენ ამ დიპლომატიურ და პოლიტიკურ პროცესებს და ამ ადამიანურ ურთიერთობებზე უნდა დაიწყოს პროცესის დალაგება“, აცხადებს  გელა კაპანაძე.

ხაშურელი ფეხბურთელი ბავშვების ოცნება

ხაშურში სულ რაღაც 4 წელია, რაც ჩამოყალიბდა ფეღბურთის გუნდი “ივერია”,სულ მიცირე დროში მათ გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს.გუნდში 11-13 წლის ფეღბურთელები არიან,რომლებსაც ერთი სურვილი აქვთ ჰქონდეთ კარგად გარემონტებული საფეღბურთო მოედანი და შეძლონ სრულფასოვნად ვარჯიში…ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ ინტერვიუ მათ მწვრთნელთან და  ბავშვებთან.

ინტერვიუ მათ მწვრთნელთან

ინტერვიუ ბავშვებთან 

მინდოდა ეს ინფორმაცია განმეთავსებინა ჩემს ბლოგზე და ვიმედოვნებ, რომ სპორტის სამინისტრომდე მიაღწევს ეს პოსტი და ისინი შეძლებენ ამ ბავშვების დახმარებას…

 

 

რჩევა მათ ვისაც ეს შეუძლია-Tell them who is able to

ორი წუთის წინ facebook-ზე ვნახე ფოტო,რომელმაც დიდი ემოციები გამოიწვია ჩემში.გთხოვთ შეხედეთ ფოტოს და წაიკითხეთ მასზე ნაწერი ..მე პირადად ამის კითხვის დროს გული დამეწვა…როგორი დაუნდობლები და შეუბრალებლები ვყოფილვართ ეს ადამიანები..ისინიც ხომ ჩვენნაირები არიან არაა? მერე რა ,რომ განსხვავებული კანის ფერი აქვთ,მერე რა ,როიმე დაავადება ჭირთ..ისინიც ადამიანები არიან..მათ ყველაზე მეტად ჭირდებათ ჩვენი თანადგომა და დახმარება..

აღფრთოვანებული ვარ ჰოლივუდის ვარსკვლავების ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის საქციელით…მათ ხომ ,რამოდენიმე ბავშვი იშვილეს და მისცეს პირობები, რომლებსაც ისინი იმსახურებენ…მსოფლიოში რამდენი ადამიანია, რომელსაც საკმაოდ კარგი პირობები აქვთ საცხოვრებლად..მათ ,რომ თითო ბავშვი იშვილონ, რომლებსაც მათი დახმარება ჭირდებათ სამყაროში მარტოსული ბავშვები აღარ იქნებიან….მე უბრალოდ ვცდილობ, რომ ვურჩიო ჰოლივუდელებს და არა მარტო მათ თავი ვარსკვლავებათ ,რომ მოაქვთ გააკეთეთ ეს კეთილი საქმე და აი მერე იქნებით მართლა ვარსკვლავები და მისაბაძი პიროვნებები… თქვენ შეგიძლიათ მისცეტ მათ სითბო,მზრუნველობა,განათლება და სხვა. ყოველთვის მინდოდა,მინდა და მენდომება ასეთი ბავშვების დახმარება და მათზე ზრუნვა იმედია ცხოვრებაში მაღალ საფეხურს მივაღწევ რომ ასეტ ბავსვებს დავეხმარო,თავი რომ არ იგრძნონ მიტოვებულად.

The picture is written: I forget it: no one, no one is better. We are all equal, because we are all God’s works.

Two minutes ago I saw a photo on facebook-which has caused me a lot of emotions. Please look at the pictures and read the writing on it .. I have a question … what kind of story about initiating mercilessly been at the heart of these people .. They are also like us are not? So what if they have a different skin color, but what if you have a disease .. they are .. they most need our help and support ..Hollywood star Angelina Jolie and Brad Pitt admire the steps … they do, some children are adopted and given the conditions that they deserve in the world … how many people who have a very good living conditions for them .. that each child is adopted by the Children will not be lonely in the world need help.I just … I’m trying to tell them to not only Hollywood and the stars, they do bring a good deal and then it will be a truly exemplary individuals and stars … You can mistset their warmth, care, education, and more. I always wanted, I would like to help and take care of children and mendomeba such a high level of hope in life to help children reach the Asset, that he did not feel abandoned.