ბანაკი 2012 (ბაკურიანი)

მოგესალმები ჩემო მკითხველო დღეს მე ვიმყოფები ბანაკში, რომელიც არის ბაკურიანში.ამ ბანაკში მოვხვდი იქიდან, რომ გავიმარჯვე ესეების კონკურსში, რომელიც გამოაცხადა “დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტმა”.ამ კონკურსის მეშვეობით შეირჩა 15 გამარჯვებული:1 ადგილზე გასულს გადაეცა ipod 2 მეორე და მესამე  გასულებს კი ლეპტოპები…ხოლო დანარჩენ 12 მონაწილეს და გამარჯვებულს mp3 პლეერები გადაეცათ.  დღეს ჩვენ ვიმყოფებით ბაკურიანში შესანიშნავ სასტუმროში”ვერე პალასში”…მინდა ავღნიშნო ,რომ აქ არის შესანიშნავი გარემო განტვირთვისთვის…დღეს ჩამოვედით და დავლაგდით რასაც ქვია,შემდეგ გაგვაცნეს ბანაკის წესები ,რომლებიც უნდა დავიცვათ 5 დღის მანძილზეე.ბავშვებიც გავიცანი,ტრენერები გვყავს არაჩვეულებრივები ძალიან ხალისიანები და ენერგიულები.ბავშვებიც ძაალიან ხალისიანები არიან…უყვართ ხუმრობა და ხშირად იცინიან, რაც ძალიან მომწონს,მათგან დადებითი აურა მოდის…დავმეგობრდებით და გავაგრძელებთ ურთიერთობასი მაქვს ,იმედია გავაგრძელებთ ბანაკის გარეთაც ურთიერთობას…ერთ ადამიანს ვიცნობდი შორიდან  და სხვანაირი მეგონა, მაგრამ როდესაც გავიცანი ცოტა ახლოდან მივხვდი, რომ ძალიან ხალისიანი ადამიანია…იმედი მაქვს მომდევნო დღეები ძალიან ნაყოფიერი იქნება თითოეული ჩვენგანისათვის….

8 აგვისტო…

მეგობრებო დღეს ყველა ქართველი ადამიანისთვის უმძიმესი დღეა..4 წლის წინ ამ დღეს დიდი უბედურება დაგვატყდა ქართველ ერს.უამრავი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ამ ომში…ეს ომი ყველას ტკივილია.მინდა მივუსამძიმრო აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს.ამ ომმა ყველა ქართველის გულში დიდი ბზარი გააჩინა და ჯერას არ შეხორცებულა ან შეხორცდება კი?იმის მერე, რაც ეს ფაქტები მოხდა ჩვენს თვალწინ…

არ მავიწყდება განცდები,რომელსაც ამ ომი დროს ვგრძნობდი და განვიცდიდი…ყოველ დღე ვუყურებდი თვალცრემლიანი დედების ვდრებას უფლისადმი..ღმერთმა ნუ ქნას, როდესმე ქართველ ხალხს ისევ მოუწიოს ამ საშინელების გადატანა…

ერტი კიდევ რაც მინდა რომ ვთქვა ისაა,რომფილმი რომელიც გადაიღეს აგვისტოს ომზე”აგვისტოს 5 დრე”…ადამიანების აზრით არ შეესაბამება სიმართლეს….მე ,როგორც ფილმი ძალაინ მომწონს,მაგრამ არა როგორც რეალობა…

მინდა შეწყვიტონ ტელევიზიით ამ ფილმის ჩვენება…რათა ადამიანებმა შეძლონ დაივიწყონ ეს ომი და შეძლონ ცხოვრება თავიდან დაიჭყონ..არაა საჭირო მოუშუშებელი ჭრილობების უარესად გახსნა…მინდა საქართეველოს ნათელი,უღრუბლო  აწმყო და მომავალი ჰქონდეს..

„ „ბილიკმა“ ლამაზ და დაუვიწყარ დღეებთან ერთად ბევრი უნარი შემძინა”

მეგობრებო მინდა მოგიყვეთ ჩემს თილისმაზე, რომლის საშუალებითაც დიდ წარმატებებს ვაღწევ

დიდი მადლობა ბილიკს, ამ პატარა თხზულებაში მე გადმოვეცი ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ… მიყვარხართ ბილიკელებოო…

M I Y V A R X A R T     B I L I K E L E B O !!!

რამოდენიმე წელია,რაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობ.ორგანიზაციის ყველა წევრი განსაკუთრებული და ახლობელია ჩემთვის,თუმცა ორგანიზაცია „ბილიკი“მათგან გამორჩეულია.მათი თბილი,მეგობრული,საიმედო თანამშრომლობაა ის მიზეზი,რომ მათთან შეხვედრა სიამოვნებას მანიჭებს. მათთმა შინაგანმა ხასიათმა ჩემშიც ბევრი რამ გარდაქმნა,ყოველთვის ვცდილობ მათ მივბაძო და გამოვიმუშავო ისეთი ძლიერი უნარ-ჩვევები,როგორიცაა:დამოუკიდებლობა,მიზანდასახულობა,წარმატებების მოპოვების სურვილი, მათი მეშვეუბით უფრო გავიზარდე და ცხოვრებას სერიოზული თვალით შევხედე, გავხდი თავდაჯერებული ,ჩამომიყალიბდა ჩემი „მე“. ორგანიზაციის ხელმძღვანელები მიუკერძოებლები არიან და დამსახურების მიხედვით ახალისებენ ყველას: იქნებიან ისინი ხაშურის, სურამის, გორის თუ ნებისმიერი რეგიონის ბავშვები. მათთმა პროექტებმა ბევრ ბავშვს გაუხარა გული. მეც ბევრ პროექტებში მივიღე მონაწილეობა და პატარ-პატარა წარმატებების მოვიპოვე.

ბილიკის საშუალებით ჩვენმა ჯგუფმა ბევრ სხვა საინტერესო თემებთან ერთად შეისწავლეა ბლოგების შექმნა. ამჟამად ვარ ბლოგერი და მაქვს საკუთარი ბლოგი https://salossamyaro.wordpress.com/(ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი).მასზე შემაქვს ინფორმაციები არა მარტო ჯანსაღ ცხოვრებაზე არამედ ბევრ სხვა საინტერესო და სახალისო თემაზე. წელს ამ კონკურსშიც გარკვეულ წარმატებას მივაღწიე. მონაწილეობა მივიღე ასევე  ესეების  კონკურსში „მე და არჩევნები“ რომელიც გამოაცხადა „მშვიდობის,დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა“,აქაც 15 ბავშვს შორის მოვხვდი და მათთან ერთად გავივლი ტრენინგ კურსს ბაკურიანში 5 დღის მანძილზე, ამ  ესეების შესახებ ინფორმაცია რათქმაუნდა მომაწოდა „ბილიკმა“ რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. ამ კონკურსებში მონაწილეობის შედეგად, იმდენად ავითვისე ესეების წერა, რომ ქართულის ეროვნულ გამოცდაზე ესეებში მაღალი ქულა დავიმსახურე.

რომ არა „ბილიკი“ ვერ ვისიამოვნებდი იმ დღეებით და დაუვიწყარი წუთებით, რომლებიც შარშან მე და ჩემმა მეგობრებმა ბაკურიანსა და ბაზალეთზე გავატარეთ. იქ შევიძინე ბევრი ახალი მეგობარი ,რომლებიც ჩემს ცხოვრებას ალამაზებენ, მათთან ურთიერთობა დღესაც მაქვს.

მე უკვე სკოლა დავამთავრე და ეროვნული გამოცდები გორში ჩავაბარე, არ შემეძლო გორში ყოფნის დროს ბილიკელები არ მენახა. ერთ-ერთი გამოცდის შემდეგ „ბილიკში“ ჩემი უახლოესი მეგობარი მახლდა, როცა დაინახა თუ როგორი შეხვედრა ჰქონდა ჩვენთან ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, გაოცებული დარჩა და მითხრა: “ახლა კი ვხვდები, რის გამო გიხარია ყოველთვის, ბილიკში მოსვლა ,ასეთ ადამიანებთან მეც დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი“.

გული მწყდება, რომ სკოლა დავამთავრე და  მათთან ურთიერთობა ასე თუ ისე ხშირად  არ მექნება .მინდა წარსულში დავბრუნდე და მათთან ურთიერთობას ისევ ახლიდან ვიწყებდე, ხოლო თქვენ ბავშვებო, თუ კი მოგეცემათ შანსი ორგანიზაცია „ბილიკის“ წევრი გახდეთ, არც ერთი წუთით არ დაიხიოთ უკან, რადგან, ბევრი საინტერესო და ლამაზი დღეებით დაგასაჩუქრებენ.

მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა ბილიკის ხელმძღვანელს მარიკა მღებრიშვილს, მენეჯერ-ლია გორელიშვილს და ბილიკის თითოეულ წევრს ,რომლებმაც ჩვენ შეგვძინეს უნარი, ჩვენს პიროვნულ ჩამოყალიბებაში, დიდი გამოცდილება მრავალ საქმეში, ბევრი სიხარული. მინდა მათ ვუსურვო მრავალი ახალი პროექტის განხორციელება და ამ პროექტების საშუალებით მათთვის და ბავშვებისთვის წარმატებების მოტანა.

მე კი ამაყად შემიძლია ვთქვა რომ “ვარ ბილიკელი და ისიც რომ “ბილიკი“ ჩემი თილისმაა, რომელიც წარმატებებში მეხმარება “.

კიდევ და კიდევ მადლობა თქვენ ჩემო საყვარელო ადამიანებო.