რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხალხის წახალისება?

 

  ხშირად ყოფილა შემთხვევა ,როდესაც სატელევიზიო ეთერში გასულმა უფასო თუ ფასიანმა პოლიტიკურმა რეკლამამ არჩევნების თაობაზე დამაფიქრა. დავფიქრებულვარ იმაზე თუ ვინ ავირჩიო? რატომ? აასრულებს თუ არა დაპირებას? დარწმუნებული ვარ ეს კითხვები ყველას ებადება ძალიან ხშირად. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში ასაკის სიმცირის გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას,რადგან გარკვეული შეხედულებები მაქვს თვითონ არჩევნებზე და მყავს ჩემი რჩეული, რომლის მიმართაც მაქვს ნდობა.

         როგორც ყოველთვის არჩევნებისთვის მზადება  ადრე იწყება და თითოეული კანდიდატი ან კანდიდატები სხვადასხვა ქალაქებში ატარებენ თავიანთ საარჩევნო კამპანიებს. ამ პერიოდში ისმის  ძალიან დიდი დაპირებები,  ისმის ტელევიზიითაც, რომ ესა თუ ის პოლიტიკური პარტია იმყოფებოდა ამა და ამ ქალაქში, შეხვდა მათ მოსახლეობას ,გაიგო მათი პრობლემები და დაპირდა დახმარებას იმ შემთხვევაში, თუ ისინი მისცემენ მათ ხმას. ხოლო მას შემდეგ, როცა ისინი ქვეყნის სათავეში მოდიან, ეს დაპირებები დაპირებებად რჩება. ამან კი მოსახლეობაში მთავრობის მიმართ უნდობლობა გამოიწვია.

   საზოგადოების დიდი ნაწილი არჩევნებზე დადის, მაგრამ არიან გამონაკლისები ,რომლებიც მათ წინაშე დაკისრებულ მოვალეობას თავს არიდებენ და არჩევნების დღეს შინ ამჯობინებენ ყოფნას. არის საზოგადოების ის კატეგორიც, რომლებსაც არჩევნების სჯერა, მაგრამ ასევე არიან ისეთებიც, რომლებსაც არ სწამთ არჩევნების, ისინი ხშირად ერთ მარტივ კითხვაზე ასე სცემენ პასუხს:

-მოდიხარ 1 ოქტომბერს არჩევნებზე?

-კი აბა, ეგ აუცილებელია, ყველა უნდა წავიდეთ, თორემ ჩვენ ხმებს გააყალბებენ.

 

 სამაგიეროდ სხვაგვარად იქცევიან:

 

-წავიდეთ აბა არჩევნებზე დღეს ?ოღონდ 1 საათში.

– არჩევნებზე? მე ვერ წამოვალ ,რა აზრი აქვს მაინც გააყალბებენ და რატომ დავხარჯო ტყუილად დრო .მირჩევნია ბაღში ვიმუშაო საქმეები მაქვს.

 

      ჩემი აზრით საზოგადოების ამ ნაწილს სჭირდება სტიმული არჩევნებზე წასასვლელად და რაც მთავარია  ნდობა, რომელიმე კანდიდატის მიმართ.  ამ ადამიანების არჩევნებზე წასასვლელად საჭიროა მათი წახალისება… მე მაქვს ასეთი იდეა: შექმნილია ცეესკოს მიერ საარჩევნო სიები და დაზუსტებულია კიდეც, ცეესკომ იცის, რომელ ოჯახში, რამდენი პირი უნდა წავიდეს არჩევნებზე. მე მაგალითად თითოეულ ოჯახს წავახალისებდი იმით, რომ თუ ოჯახიდან ყველა პირი მივა არჩევნებზე და დააფიქსირებს თავის ხმას ის საჩუქრად მთავრობისგან მიიღებს 1 ტომარა ფქვილს. ეს წაახალისებს თითოეულ ადამიანს და ასევე ხელს შეუწყობს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, არ დარჩება არცერთი შეუვსებელი ბიულეტინი და არც გაყალბდება არჩევნები.

    მე წელს ჩავაბარე და გავხდი სტუდენტი,ასევე მაქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, მეც მაქვს ჩემი შეხედულებები არჩევნებზე და ვიცი ,ნამდვილად ვერ უშველის ეს ერთი ტომარა ფქვილი ოჯახებს ,რომელთაც არ აქვთ ფინანსური შემოსავალი და არ არიან დასაქმებულნი ამ უკანასკნელში მეც შევდივარ…რა ჰქნას ჩემმა ოჯახმა თუნდაც სხვა ანალოგიურმა, რით არჩინოს სტუდენტი, რომელიც განათლებისკენ და წარმატებული კარიერისკენ ისწრაფვის. ხშირად ვხედავ ჩემს მშობლებს, რომლებიც ჩაფიქრებულები არიან, მე ვიცი მათ რაც აწუხებს: სტუდენტი, მისი ბინა, კვება, გზა, ჩაცმა, ოჯახის სხვა არასრულწლოვნების სწავლა-განათლება, ჩაცმა და ოჯახის გამოკვება. ხშირად მათი შემხედვარე მიფიქრია, რომ უარი მეთქვა სწავლის უმაღლეს სასწავლებელში გაგრძელებაზე, როცა მათ ნაღვლიან თვალებს ვუყურებ. რა ვქნათ? ეს კითხვა დატრიალებს მათ თავში დილიდან საღამომდე.ამიტომ ერთჯერადი დახმარება 1 ტომარა ფქვილის სახიტ ვერ უშველის ამ ოჯახებს, ამოჯახებისტვის საჭიროა დასაქმება, რათა იმუშაონ და ჰქონდეთ სტაბილური შემოსავალი . ანალოგიურ მდგომარეობაში არის ყოველი მეორე ოჯახი საქართველოში, ვინ იცის, როგორ კარიერას შეიქმნიან მათი შვილები , იქნებ მიაღწიონ წარმატებულ კარიერას და მიღებული ცოდნით ხალხის ცხოვრების პირობები გააუმჯობესონ.

       მე როგორც პიროვნებას, მიმაჩნია რომ,ხალხის დასაქმების გარეშე არ გადაიჭრება არანაირი პრობლემა და ადამიანებს ა პარტიების და კანდიდატების მიმართ ნდობა განუახლდებათ მაშინ,როცა მათ ოჯახებს ექნებათ სტაბილური შემოსავალი.

  

  

  

 

 

Advertisements