ეს საინტერესოა….:)

პროდუქტები, რომლებიც გამოცდების პერიოდში უნდა მიირთვათ

ევროპელმა მედიკოსებმა იმ პროდუქტების სია გამოაქვეყნეს, რომლებსაც მოსწავლეები და სტუდენტები გამოცდების პერიოდში ხშირად უნდა მიირთმევდნენ იმისთვის, რომ ტვინმა აქტიურად იმუშაოს.

ეს პროდუქტებია: თევზი, კვერცხი, ქათმის და საქონლის ღვიძლი, ხორბლის პური, ხილი და წყალი. რაც შეეხება ტკბილეულს, ტვინს მუშაობისთვის მართლაც ბევრი გლუკოზა სჭირდება. სუფთა შაქარი მყისვე სისხლში გადადის და შესაძლოა ერთ წუთში ამოხსნათ ამოცანა, გაიხსენოთ დავიწყებული ფორმულა და ა. შ.

თუმცა გლუკოზის მომატებაზე ორგანიზმი ინსულინის გამომუშავებით რეაგირებს და შრომისუნარიანობა მკვეთრად ქვეითდება. იმედს ნურც ყავაზე, გამაგრილებელ და ენერგეტიკულ სასმელებზე დაამყარებთ, ისინი ტვინს და ნერვებს კი არ კვებავენ, პირიქით, ფიტავენ.

 

ოქროსფერთმიანმა ბიჭუნამ მთელი ბრიტანეთის ყურადღება მიიქცია

ერთ–ერთმა ბრიტანულმა ინტერნეტ პორტალმა 5 წლის რიან კარტერის ფოტოების გამოაქვეყნებით მთელი ქვეყანა აალაპარაკა. საქმე ისაა, რომ ბიჭუნას ოქროსფერი თმა წელამდე სწვდება, რადგან არასდროს შეუჭრია იგი. ქუჩაში სეირნობისას გრძელი თმის გამო რიანი ყოველთვის გოგო ჰგონიათ.

ბავშვის დედის ლიან სმიტის თქმით, თავიდან ბიჭუნას გამვლელების ემოციებზე რეაქცია არ ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სკოლაში დაიწყო სიარული და დაცინვის ობიექტი გახდა, საპარიკმახეროში წაყვანა მოითხოვა. დედას შვილის ულამაზესი თმა შესაჭრელად არ ემეტება, მაგრამ გულს იმით იმშვიდებს, რომ ოქროსფერ კულულებს სიმსივნით დაავადებულ ბავშთა ცენტრს გადასცემენ, სადაც მისგან რომელიმე პატარასთვის პარიკს გააკეთებენ.

 

ადამიანის ორგანიზმის იდეალური ბიორიტმი

ამერიკელმა ბიოლოგებმა რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ ე.წ. “საათობრივი განრიგი” შეადგინეს. სპეციალისტების თქმით, ჩვენი ორგანიზმი საათის მექანიზმს ჰგავს, რომელიც განსაზღვრულ რიტმს ემორჩილება და საკმარისია, რომელიმე „ზამბარა“ მწყობრიდან გამოვიდეს, რომ მაშინვე პრობლემები იჩენს თავს. ადამიანის ორგანიზმის იდეალური ბიორიტმი ასე გამოიყურება:

07:00 – ეს არის იდეალური დრო გაღვიძებისთვის, რადგან თირკმელზედა ჯირკვლები ჰორმონების პირველ „ულუფას“ გამოყოფენ. სწორედ ის ახდენს გავლენას პულსის გახშირებასა და სისხლის მიმოქცევის აჩქარებაზე.

07:30 – ვარჯიშის ან მცირე გასეირნების წყალობით დილიდანვე მიიღებთ მთელი დღისთვის საჭირო ენერგიას.

08:00-09:00 – კუჭი აქტივობის მწვერვალზეა. ამ დროს იგი სწრაფად გადაამუშავებს საკვებს და მაქსიმალური რაოდენობის ენერგიით ამარაგებს ორგანიზმს. უმჯობესია, საუზმეზე მიირთვათ შვრიის ფაფა, ხილის იოგურტი, ერთი ნაჭერი ხორბლის პური. ყავის ნაცვლად კი დალიეთ მწვანე ჩაი, ეს შრომის უნარს შეგინარჩუნებთ.

12:00 – ამ დროს გული სრული დატვირთვით მუშაობს, ამიტომ ნუ გადაიტვირთებით ზომაზე მეტად. კარგი იქნება, თუ უარს იტყვით ყავასა და შოკოლადზე. ბიოლოგები გვირჩევენ, ეს დრო ინტელექტუალურ სამუშაოს დავუთმოთ. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ამ დროს ყველაზე რთული ამოცანების გადაწყვეტას შევძლებთ. ორიგინალური იდეებიც მრავლად გვექნება.

13:00 – სრულფასოვანი სადილის დროა. სასურველია, ის ცილებითა და რთული ნახშირწყლებით იყოს მდიდარი. დესერტად მწარე შოკოლადიც შეიძლება დააყოლოთ. სადილის შემდეგ საქმეებს მაშინვე ნუ შეუდგებით, რადგან ამ დროს ბიორიტმის შენელება იწყება, ორგანიზმს დასვენება სჭირდება.

14:00 – კარგი იქნება, თუ ამ დროს დაგეგმავთ ვიზიტებს.

15:00-16:00 – ამ პერიოდში გული “თვლემს”, ტვინსა და შინაგან ორგანოებში სისხლის მიმოქცევა შენელებულია. კარგი იქნება, თუ ამ საათობრივ ზოლში დაიძინებთ.

17:00 – იგრძნობა სასიცოცხლო ძალების მომატება. ტონუსის ასამაღლებლად ნებადართულია შავი ყავის ან რამდენიმე ულუფა მწარე შოკოლადის მიღება.

18:00-19:00 – სამუშაო დღის შემდეგ ორგანიზმს დამშვიდება სჭირდება. ეს იდეალური დროა მასაჟისთვის. ის გააძლიერებს სისხლის ცირკულაციას, მოხსნის კუნთების დაძაბულობას და საშუალებას მოგცემთ, მოეშვათ.

20:30 – ეს ის პერიოდია, როცა თქვენს კანს უნდა მიხედოთ. თავდაპირველად ზედმიწევნით უნდა გაიწმინდოთ ის, მერე კი მკვებავი ნიღაბი გაიკეთოთ. ფორები ღრუბელივით იწოვენ ფერმენტებს, რის შედეგადაც კანი ღამის განმავლობაში ისვენებს და აღდგება.

22:00-23:00 – ძალების აღდგენისთვის საჭიროა არანაკლებ შვიდსაათიანი ღრმა და სრულფასოვანი ძილი. სანამ დაწვებით, საძინებელი გაანიავეთ და ნელ-ნელა დალიეთ ერთი ჭიქა თაფლიანი რძე.

 

 

 

 

 

Advertisements

დიდი ბოდიში…:)

1343396603_1324576022_monatrebazeმოკლედ სულ გადავყევი სასწავლებელს და სამსახურს.ვეღარ მოვიცალე ჩემი საყვარელი საქმიანობისთვის.ძალიან მინდა მქონდეს დრო და საშუალება ,რომ დავწერო და ამით გასიამოვნოთ.მინდა ვწერო და ამით შევიცნო ჩემი თავი… გაგაცნოთ საინტერესო ინფორმაციები,დგიმეგობრდეთ,…ხო თქვენ…ჩემო მკითხველებო…ზუსტად თქვენთვის ვწერ,ვწერ იმას რისი დაწერაც შემიძლია… მოკლედ ძალიან მაკლიხართ..ვეცდები მოვახერხო და ხშირად შემოგირბინოთ ხოლმე თქვენთან სტუმრად ახალი პოსტებით..რომლითაც იმედი მაქვს სიამოვნებას მოგანიჭებთ… მინდა გითხრათ,რომ ძალიან მომენატრეთ და მიყვარხართ

 

……თქვენი სალო..:)