ანალიტიკური სტატია

ანალიტიკური სტატია შედგება 5 ელემენტისგან:

1. ფაქტი – რა?

2. მოტივი – რატომ?

3. არგუმენტი – საიდან ჩანს?

4. შეჯამება – რის თქმის საშუალებას გვაძლევს არგუმენტი?

5. დასკვნა – საბოლოოდ რა დასკვნის გამოტანა შეიძლება მსჯელობის გათვალისწინებით?

უფრო კონკრეტულად:

1. ფაქტი – არის მთავარი სათქმელი, რის გარშემოც იშლება მთელი მსჯელობა. ფაქტი შეიძება იყოს მოვლენა ან აზრი, რომელიც უნდა დასაბუთდეს ან უარყოფილ იქნას;

2. მოტივი – არის იმ მიზეზთა ახსნა, თუ რატომ მოხდა ფაქტი, ან რამ განაპირობა აზრის ჩამოყალიბება;

3. არგუმენტი – არის ის მტკიცებულება ან კონკრეტული მაგალითი, რომელიც აღნიშნულ მოტივს ასაბუთებს;

4. შეჯამება – არის დასახელებული მიზეზების ერთგვარი ანალიზი და განზოგადება, ანუ ის, რის საშუალებასაც გვაძლევს არგუმენტები;

5. დასკვნა – არის მთლიანი მსჯელობის ერთგვარი შეჯამება.

• წერის ტექნიკის დაუფლების ერთ-ერთი მეთოდია ე.წ. გონებრივი იერიში (ბრეინსტორმინგი), რაც გულისხმობს ამა თუ იმ საკითხის გარშემო იდეების თავმოყრას;

• მთავარი თემის გარშემო რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩამოყარე ყველა ის იდეა, რომლებიც გაგიჩნდა განსახილველი საკითხის გარშემო. ლოგიკურ თანმიმდევრობას მოცემულ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა;

• როცა ამოგეწურება იდეები, ხელახლა წაიკითხე, გამიჯნე მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფომაცია და დაიწყე მოცემული ფრაზების ლოგიკურად დალაგება;

• ლოგიკურად დალაგებული საკითხები გაანაწილე შენთვს უკვე ნაცნობი სქემის მიხედვით: ფაქტი, მოტივი, არგუმენტი, შეჯამება, დასკვნა;

• კარგად გაიაზრე სქემის მიხედვით დალაგებული ინფორმაცია და ახლა დაფიქრდი, როგორ შეიძება ააგო მსჯელობა თითოეულ პუნქტში, ანუ ჯერ ინფორმაციას ახარისხებ სქემის მიხედვით, შემდეგ კი იქყებ შიდა დახარისხებას;

• შედეგად მიიღებ ლოგიკურად დალაგებულ აზრობრივ ჯაჭვს;

• ეს დაგეხმარება მსჯელობის აგებისა და წერის ტექნიკის ათვისებაში.

რაც შეეხება უშუალოდ სტატიის სტრუქტურას
სტატია შედგება 3 ნაწილისგან
 შესავალი
 სხეული( body)
 დასკვნა

შესავალი — სტატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი,. მოცემულ ნაწილში აუცილებელია დავაკმაყოფილოთ შემდეგი კომპონენტები
 საკითხის აქტუალურობა- თემის შემოტანის შემდეგ აუცლებელია დაარწმუნოთ მკითხველი რომ დროს ტყუილად არ დაკარგავს, რომ ეს მნიშნეოვანი და აუცილებლად განსახილველი საკითხია
 thesis statement- ანუ თქვენი თქვენი დამოკიდებულების დაფიქსირება. სწორედ სტატიის შესავალ ნაწილში უნდა აცნობოთ მკიითხველს თქვენი პოზიცია, ანუ რას უნდა ელოდოს სტატიისგან, მოცემული განცხადების დაფიქსირება ხდება ერთ წინადადებაში
 სტატიის სტრუქტურის წარდგენა- აღნიშნულ კომპონენტს ზოგი ავტორი თავს არიდებს ამიტომ სტრუქტურის წარდგენა აუცლებლობას არ წარმოადგენს, თუმცა სამეცნიერო ნაშრომში ყოველთვის უპრიანია წარადგინოთ სტრუქტურა, ანუ ის თანმიმდევრობა რომელსაც განიხილავთ სტატიის “სხეულის” ნაწილში
(გაითვალისწინეთ რომ შესავალი მოიცავს მხოლოდ ერთ აბზაცს)

სხეული __ სტატიის ანალიტიკური ნაწილი სადაც წარმოებს არგუმენტების და ფაქტების წარდგინება და ლოგიკური მსჯელობა. სხეულის ნაწილი თავისთავად არაეფექტურია თუ ის “ბუნებრივად” არ გამომდინარეობს “შესავალი” ნაწილისგან, ამიტომ მსჯელობის ჩონჩხი უნდა იყოს აგებული ნაკლებად აქტუალურიდან აქტუალურისკენ, ყველაზე აქტუალური მსჯელობა უნდა იყოს მოცემული სტატიის კულმინაციურ ნაწილში რის მერეც მოდის “კვანძის გახსნა” ანუ ლოგიკური მსჯელობის შეჯამება.

დასკვნა – მოცემულ ნაწილში წარმოებს სხეულის დასკვნით ნაწილში შეჯამებული მსჯელობის ტექსტის პერიფრაზი(სხვა სიტყვებით გადმოცემა) დაკსვნა უნდა გამომდინარეობდეს სტატიის შესავალი ნაწილისგანაც ( ან არ უნდა გამორიცხავდეს მას) კატეგორიულად დაუშვებელია დასკვნის ნაწილში ახალი არგუმენტის ან ფაქტის წარდგენა

გისურვებთ წარმატებებს