ზურა სალუქვაძე

340008_10151151572397521_1807374088_o

581531_10151170308137521_1909945127_n

995667_10151649704822521_2117696014_n

1262670_10151838299222521_914116823_oყინვა გამეფებულა
სამყაროში მალულად,
თბილისური თითები
წერენ გულს დაფარულად.

ძალა გადარჩენისთვის
ერთი ნაპერწკალია,
ერთი კოცნით მომხდარი
თავგადასავალია.

ზოგი მითი რეალურს
როგორ დამსგავსებია,
საცალფეხოდ ხიდი გვაქვს,
ფართო მხოლოდ გზებია.

ინტერესით მოვკვდები,
იმის იქით რა ხდება,
ნუთუ მართლა იწყება,
ნუთუ მართლა მთავრდება.

ჯოჯოხეთის ამალა
ეშმაკი რომ თაოსნობს,
ციდან საცდურს გვესვრიან,
ყველა ჩვენზე ნაოსნობს.

ანკესს ცოდვებს ამაბენ,
ფოჩებიან კამფეტში,
აი ასე ვცდუნდებით,
უჩერებელ ამბებში.

რაა ნეტავ ცხოვრება,
ბატონი თუ მონაა?
იცი?… ბედნიერება,
არჩევანის ქონაა.

მონდომებაც ბევრია,
მელოდიურ გამებში
ტიტანიუმს გაადნობს,
აფეთქება წამებში.

სილამაზის თვალები,
იასამნის სურნელით,
ვერა, ვერ გადავრჩები
თუ ვარ ყოვლის მსურველი.

მინდა… მინდა სიცოცხლე,
აზრები ხომ ომია,
პოეტური ფრაზები,
სადღაც გამიგონია,

რომ ცხოვრება მძიმეა,
რომ ცხოვრება ლოდია,
ცაში მაინც ანათებს,
ფიქრების მელოდია.

მე რომ ხატვა შემეძლოს
ფუნჯებს კონად შევყრიდი,
შევხედავდი სამყაროს
ილუზიას შევქმნიდი,

სითბოს ფერში სიკეთის
თბილი სიტყვის გამოთქმის,
თვალდახუჭულ ფიქრში ხელს
დავხატავდი გამოწვდილს.

ავურევდი მზის სხივებს,
მელოდიის დინებას
დავხატავდი იმ ღიმილს
გული რომ იღიმება.

ჩვენ ადამიანების
შეგვრჩენია იერი,
დავხატავდი მშიერს რომ
ლუკმას უყოფს მშიერი.

დავხატავდი სიცივეს,
აღარ მინდა…. ატაროს,
მე სხეულით გავათბობ,
დედამიწის…. სამყაროს.

სადაც ბრძოლა წამიყვანს,
ვიცი მეც იქ მოვხვდები,
სიყვარულით ვიცხოვრებ,
არასოდეს მოვკვდები…

დავხატავდი რომ მინდა
კვამლმა ცეცხლი აბოლოს
სუნთქვას მივცემ დასაწყისს
დასაწყისში და ბოლოს………

დავხატავდი ღვთის თვალებს
მაშინ როცა აუწყეს,
რომ ცოდვილმა შვილებმა
ცდუნებებს რომ გაუძლეს.

სიხარულით თვალებზე
ცრემლი გადმომივიდა,
ხელებს ვშლი და ვყვირივარ,
ღმერთო…. გამოგივიდა !

სიყვარული დიდია,
დავა არ ღირს ამაზე,
ნებისყოფით ვაჯობებთ
ეშმაკს ამ ქვეყანაზე

მომაშველეთ ფანქრები,
ვხატო, ვხატო გრძნობებით
ყველა ფიქრთან მე მივალ,
თქვენ არ დაგელოდებით.

ითამაშოს ცდუნებამ,
ძლიერი ვარ ამჯერად,
ვერაფერსაც ვერ ვხედავ
არაფრისაც არ მჯერა.

რადგან ხარობს სიკეთე,
ამ ქვეყნიურ მდევრებში,
სიტკბო მუდამ ამარცხებს …
ყინვას ყურძნის მტევნებში !

Advertisements

დიალოგი ღმერთთან..:)

დიალოგი ღმერთთან–თემურ ელიავა

შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში

რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად

იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას

მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან

და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა

– ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად
მე შენი სულის ვხედავ მორევში
იმ ბოროტება რომელსაც მალავ

მოგიახლოვდა ღვთისა მართალი
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.

თავი ავწიე და ღმერთი ვნახე
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე
ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი

– უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი.
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განაი..
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!

მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანს
მე ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ოფლი
ხელის დაქნევა და შენი რისხვა,
არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის.
სიმართლე გინდაი აგერ ვარ, შენს წინ
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის
ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს. ხედავი

იცი უფალო რა არის ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას
ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი,
ცრემლი ისაა როდესაც გტკივა.

მაგრამ არ ვიცი უფალო რადგან
შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს
არ მოუხდება ეხლა ცრემლი და დაღლა
რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე.

მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე.
ადამიანი ამდენს რომ ვბედავ, მაგრამ,
რომ მითხრა ვერ დავიჯერებ
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ…

თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგანი
თან კი ცოდვები თითოდ და თითოდ
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგანი
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.

ცოდვებით არის სამყარო სავსე
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ
შენ ეს სამყარო შექმენი ასე
და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ!

ადგა უფალი, დატოვა ტახტი,
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა
შემხედა ზედა, ყველაფრით დაღლილს
და თითქოს მონას პასუხი გამცა:

– გტკივა, და ასე იქნება მარად.
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად
რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.

ნახეთ სამყარო, ჩვილი და სუფთა
მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით,
მტვერი ააგდეთ სინათლის შუქთან
ეხლა იმ მტვერში სამართალს ეძებთი

არ იყო ცუდი, არ იყო კარგი,
არც განსხვავება არ იყო დროში
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი
და გულში დაჭრა მიწიერ ომში
შენ მართალი ხარ, უკვდავი სული
არ გაღონდება ცოცხალი სევდით
მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული
ეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით

ოდესღაც ასე უცრემლო, მშვიდი
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს
და ერთადერთი გავწირე შვილი
ამდენი შვილის გადასარჩენად

გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,
ცეცხლი ეკავათ უფლისებრ …ბერებს
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,
არა, ეს იყო ცხოვრების მერე

თავი დავხარე, დავმალე სახე
ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი
ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე
ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი

თუ მეზობელი სახლს აგიშენებს,
შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლესვას,
არ დააბრალო მერე მშენებელს
სახურავიდან წყალი თუ წვეთავს

უფალს შევთხოვე, დრო აზრებს არ წყვეტს,
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს
შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო

ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს
მე დამნაშავედ იმიტომ გვთლიდი რომ
უკვდავებში ვეძებდი ბრალულს

დედამიწაზე ვეძებდი მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად,
შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე
და შვილი შენი მოველი დასჯას!

Belle – Notre Dame de Paris

უძლიერესი სიმღერა,რომლის მოსმენაც რაღაცას შთამაგონებს,რაღაც ახალს მაუწყებს და  მუდამ მახალისებს… ისიამოვნეთ.:)

“Quasimodo (Garou)”
Belle
C’est un mot qu’on dirait inventé pour elle
Quand elle danse et qu’elle met son corps à jour, tel
Un oiseau qui étend ses ailes pour s’envoler
Alors je sens l’enfer s’ouvrir sous mes pieds

J’ai posé mes yeux sous sa robe de gitane
À quoi me sert encore de prier Notre-Dame
Quel
Est celui qui lui jettera la première pierre
Celui-là ne mérite pas d’être sur terre

Ô Lucifer !
Oh ! Laisse-moi rien qu’une fois
Glisser mes doigts dans les cheveux d’Esmeralda

“Frollo (Daniel Lavoie)”

Belle
Est-ce le diable qui s’est incarné en elle
Pour détourner mes yeux du Dieu éternel
Qui a mis dans mon être ce désir charnel
Pour m’empêcher de regarder vers le Ciel

Elle porte en elle le péché originel
La désirer fait-il de moi un criminel
Celle
Qu’on prenait pour une fille de joie une fille de rien
Semble soudain porter la croix du genre humain

Ô Notre-Dame!
Oh ! Laisse-moi rien qu’une fois
Pousser la porte du jardin d’Esmeralda

“Phoebus (Patrick Fiori)”

Belle
Malgré ses grands yeux noirs qui vous ensorcellent
La demoiselle serait-elle encore pucelle ?
Quand ses mouvements me font voir monts et merveilles
Sous son jupon aux couleurs de l’arc-en-ciel

Ma dulcinée laissez-moi vous êtes infidèle
Avant de vous avoir menée jusqu’à l’autel
Quel
Est l’homme qui détournerait son regard d’elle
Sous peine d’être changé en statue de sel

Ô Fleur-de-Lys,
Je ne suis pas homme de foi
J’irai cueillir la fleur d’amour d’Esmeralda

“Quasimodo, Frollo, Phoebus”

J’ai posé mes yeux sous sa robe de gitane
À quoi me sert encore de prier Notre-Dame
Quel
Est celui qui lui jettera la première pierre
Celui-là ne mérite pas d’être sur terre

Ô Lucifer !
Oh ! Laisse-moi rien qu’une fois
Glisser mes doigts dans les cheveux d’Esmeralda

Esmeralda.

რატომ ტირის ადამიანი (გოდერძი ჩოხელი)

images – რა გატირებს?

– რაღაც გამახსენდა.

– მაინც?

– აი, ეხლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა ოდესღაც

ზუსტად აქ ჩამოიარეს.

– მერე რა გატირებს?

– ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო.

– ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?

– რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება.

– გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?

– არ მინდა.

– რატომ?

– შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან.

– მერე შენ ამის არ გეშინია?!

– შენ არ გეშინია?!

– რისი უნდა მეშინოდეს?!

– დასასრულის.

– დასასრული არ არსებობს.

– როგორ თუ არ არსებობს?!

– ისე, რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას.

– მაშ, რატომ წერ ნაღვლიანად, როცა შენი მოთხრობის გმირები კვდებიან?

– რა ვიცი, მაინც მეცოდებიან.

– თუ გეცოდებიან მაშინ რატომღა კლავ?

– კვდებიან და რა ვქნა. წესით არ უნდა ვნაღვლობდე.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ყოველი არსი თვითონ ეძებს თავის დასასრულს. ესაა მიზანი, მაგრამ ხომ გითხარი დასასრული არ არსებობს მეთქი.

– მაშ რატომ ტირიან ადამიანები?

– ეშინიათ და იმიტომ.

– რისი ეშინიათ?

– დასაწყისის. ვისაც არ ეშინია, ის არც ტირის.

– მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს?

– თავის თავი ჰყავს მის ადგილას წარმოდგენილი. მკვდარი არ ტირის იმიტომ, რომ სიკვდილი უკვე დასაწყისია.

– იქნებ მაგიტომ არ ტირიან?!

– მაშ, რატომ?

– შეიძლება სხვაგნიდან ვართ მოსული და რაკი ვეღარ წავედით ტირილითაც იმიტომ ვტირით, აქ რომ ვრჩებით.

– ეგ რამ გაფიქრებინა?

– ეკლესიებმა. ხედავ როგორ არის ზოგი აშენებული?! ცაში ასაფრენად გამზადებულ რაკეტას ჰგავს. ჩვენ შიგნით შევდივართ და ვლოცულობთ. რატომ? იქნებ ისევ ცაში ამაღლება გვიდა და რომ არაფერი გამოგვდის და მიწას ვაბარებთ ერთმანეთს – ვტირით.

– მაგრამ რატომ არ განმეორდა?

– რა?

– შენ ხომ თქვი, რომ შენში რაღაცები მეორდება. რატომ არ განმეორდა ციდან აქ მოსვლა?

– შეიძლება ოდესმე ისიც განმეორდეს.

– და თუ განმეორდა, მაინც იტირებ?

– არ ვიცი. მე საერთოდ არ ვიცი რატომ ტირის ადამიანი.

– იმიტომ რომ თავისუფლება უნდა.

– მერე აღარ იტირებს?

– არა. თავისუფალ კაცს დასაწყისისა არ ეშინია.

– დაწერე რა.

– რა?

– მოთხრობა დაწერე ჩემზე.

– შენც რომ შემომაკვდე ბოლოს?

– არა. იცი როგორ დაწერე?

– როგორ?

– ვიცხოვრე დედამიწაზე, დიდხანს ვიცხოვრე, დაახლოებით ას წელს.

– მერე?

– ამ ასი წლის განმავლობაში ხშირად ისეთ რაღაცებს ვაკეთებდე, რაც ოდესღაც გაკეთებული მქონდა.

– მერე?

– ერთ დღეს ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა. მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავეყვანე. ჩავჯექი და წავედი ცაში. დაწერ?

* * *

დავწერე…

უსაყვარლესი ლექსი… :)

                        ავტოპორტრეტი 

                      (მიხეილ ქვლივიძე)

განაბულ თვალებში — ფოცხვერის სიფიცხე,
ცხრა სიტყვის დათმობა ერთ საქმის გულისთვის…
მიცნობდეთ: პოეტი მიხეილ ქვლივიძე —
„კეთილი განზრახვის ავანტიურისტი!“
მიხვდით ამ გამოთქმის იდუმალ შინაარსს?
ხომ არ გეუცხოვათ სიტყვების ჯავარი?
სიტყვებს ნუ ენდობით… მთავარი ისაა,
რომ სიტყვა კი არა, საქმეა მთავარი!
საქმეა — ცხოვრების თარგი და ხარისხი
და ჩემი ცხოვრების ეშხი და ღვიძლია,
და სიტყვით კი არა, მე საქმით აგიხსნით
ყველაფერს, რაც ვიცი და რაც შემიძლია!…

ვიცი უმიზეზოდ დანაღვლიანება,
მაგრამ აფეთქებაც ვიცი უეცარი,
ხან თვინიერი ვარ, ხან გიჟი, თავნება,
ხან ბრძენი, ხანაც კი — ყოვლად უმეცარი.
გინდათ, ეს ცხოვრება ვაქციო არაკად,
ქვეყანა ზღაპრული ფერებით დავხატო,
ლამაზი საცოლე წავართვა არაკაცს
და კაცი ბედნიერ მეუღლედ გავხადო?!
გინდათ, იმ ხეიბარს, ძლივს რომ დაჩანჩალებს,
ხვალ დავაპყრობინო თეთნულდის მწვერვალი?
გინდათ, გავუჯიბრო თვით ვანო მაჩაბელს
ვინმე ახალგაზრდა უცნობი მწერალი?
გინდათ, ოქრო-ვერცხლით გავავსო ქოხები,
ქურდებს ნაქურდალი წავართვა ქონება?..
თქვენ მხოლოდ მერწმუნეთ,
მენდეთ და მომყევით
და მართლა ზღაპრული გახდება ცხოვრება!

მე ზოგჯერ მგონია (რა ჩემი ბრალია,
კეთილი განზრახვა ვის უნდა ეწყინოს?!),
ორსული ცხოვრების ბებიაქალი ვარ
და მინდა, ლამაზი შვილი შეეძინოს!…
რა დროს ლექსებია! რა დროს ლაქლაქია,
როს თავზე გვექცევა დამპალი ყავარი?!
დღეს კაცი ფასდება მარტოდენ საქმით და საქმეა,
საქმეა,
საქმეა მთავარი!..

ვაგლახ, რა მოკლეა წუთისოფელი,
არ ჰყოფნის მას ჩემი ნიჭი და სიფიცხე…
მიცნობდეთ: ასე ვთქვათ, კეთილისმყოფელი
„ავანტიურისტი“ მიხეილ ქვლივიძე!

მოგონებები და ?

загруженноеმოკლედ რომ ვთქვა უკვე მრცხვენია კიდეც ამ ბლოგზე შემოსვლა, სულ მივატოვე,იშვიათად შემოვდივარ…შემოსვლისას თავი სტუმარი მგონია და არა ბლოგის ავტორი… არადა ამ ბლოგის წყალობით შევიძინე უამრავი მეგობარი,მოვიგე კონკურსი სადაც ჯილდო nikon-ის ციფრული ფოტოკამერა იყო(ეს უკანასკნელი კი რამოდენიმე თვის უკან მომპარეს).  😦

რას ვიზავთ ცხოვრება ყოველთვის ერთი სიჩქარით არ მიედინება,იყო უმნიშვნელო ცვლილებები,იყო რადიკალურიც, მაგრამ ცხოვრება გრძელდება..მომხდარმა ცვლილებებმა დიდი კვალი დატოვა.

ახლა ვისვენებ,ვისვენებ ჩემს მშობლიურ სახლში,გუშინ ისე იწვიმა,თითქოს ვედროებით ასხავდა, მე კი ვიჯექი მეორე სართულზე პატარა მდივანზე და ვუსმენდი წვიმის ხმას,ვუსმენდი თუ როგორ ეცემოდა წვიმის წვეთები პატარა გუბელებში და ამ დროს იცით რა ვინატრეე…? დღიური, რომელიც თბილისში დამრჩა… :(უცებ მინდოდა დამეწერა ყველასა და ყველაფერზე…განსაკუთრებით კი ამეღწერა ის გრძნობა თუ რა კარგია, რომ ხარ სახლში,,თუ რა კარგია, რომ გყავს ოჯახი და მეგობრები… 🙂

მეორე კურსზე გაავედი,დიდი შემართებით ველოდები სასწავლო წლის დაწყებას,დავაწყე გეგმები,რამოდენიმე მისია მაქვს შესასრულებელი,ერთ-ერთს გაგანდობთ,ეს სტიპენდიის მოპოვებაა… თუ რამე დავისახე მიზნა აუცილებლად ვასრულებ მას და იმედია ეს შეუსრულებელ მისიად არ გადამექცევა…

ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ამ სასწავლო წელს და იმედია ეს ოპტიმიზმი გამართლდება.. 😀

ვეცდები ხშირად დავწერო,დავწერო თქვენთვის,როდესაც რაიმე პოსტს ვწერ პირველი რაზეც ვფიქრობ ისაა, თუ რისი გაგონება გაუხარდება ჩემს ბლოგზე შემოსულ სტუმარს… ვეცდები ბევრი კარგი და საინტერესო თემები შემოგთავაზოთ..ვგეგმავ ცვლილებებს…პირველი ცვლილება კი ბლოგის დიზაინია…დანარჩენს მოგვიანებით გაიგებთ… 🙂

კეთილი სურვილებით SaliTa… 🙂