შიდსი

რა არის შიდსი?

შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი), რომელსაც ხალხმა 20 საუკუნის შავი ჭირი უწოდა, სადღეისოდ მიჩნეულია კაცობრიობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ თერმობირთვული ომის შემდეგ. ეს არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). ეს ვირუსი უშუალოდ აზიანებს ადამიანის დამცველ, ე. წ. იმუნურ სისტემას და მწყობრიდან გამოყავს იგი, რის შედეგადაც ინფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური ან სიმსივნური დაავადებები, როგორც წესი, სასიკვდილო შედეგით. თანამედროვე კლასიფიკაციით დაავადებას ეწოდება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსული ინფექცია (აივ ინფექცია), ხოლო საკუთრივ ტერმინით ”შიდსი” აღინიშნება დაავადების მხოლოდ ბოლო სტადია, როდესაც გამოიხატება დაავადების ძირითადი კლინიკური ნიშნები. შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის ). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.

როგორ გადაეცემა შიდსის ვირუსი?

ცნობილია შიდსის ვირუსის გადაცემის სამი გზა: · სქესობრივი კონტაქტით (ვაგინალური, ანალური და ორალური); · ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით (აივ ინფიცირებულის სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებისას); · ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე გადაცემის გზით (მუცლადყოფნის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს). გახსოვდეთ, შიდსის ვირუსი არ გადაეცემა: · ჰაერ-წვეთოვანი გზით, ნერწყვით, ხველით, ცხვირის დაცემინებით ან კოცნით. შესაბამისად, არ არის საშიში ინფიცირებულთან საუბარი; · საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით. არ არის საშიში ხელის ჩამორთმევა, მოხვევა, ალერსი, დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეთრეულით, საერთო საპირფარეშოთი და აბაზანით სარგებლობა. არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან ერთად ყოფნა სასწავლო დაწესებულებებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა კინოთეატრი, სტადიონი, საცურაო აუზი და სხვ. არ არის საშიში მეტროთი და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა; · ვირუსი არ გადადის მწერებისა და ცხოველების საშუალებით.

რა სიმპტომები ახასიათებს შიდსს?

ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში, რომელიც საშუალოდ 3-10 წელს გრძელდება, ინფიცირებული ადამიანი თავს პრაქტიკულად ჯანმრთელად გრძნობს. შიდსი კლინიკურად გამოვლინდება იმუნური სისტემის ღრმა დაზიანების შემდეგ და ხასიათდება მრავალფეროვანი სიმპტომატიკით. ყველაზე ხშირად მას ახასიათებს: · ტემპერატურის უმიზეზო მომატება 1 თვეზე მეტი ხნის მანძილზე; · ლიმფური კვანძების გადიდება; · ძლიერი საერთო სისუსტე; · მუქი წითელი ფერის ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე; · გახანგრძლივებული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც არ ექვემდებარება ჩვეულებრივ მკურნალობას; · ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით; · თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე; · პათოლოგიური მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ და სხვ.

ვინ მიეკუთვნება შიდსის მაღალი რისკის ჯგუფებს?

შიდსი საფრთხეს უქმნის მთელ მოსახლეობას, მაგრამ საზოგადოების მთელი რიგი ფენები, მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, გაზრდილი საფრთხის წინაშე დგანან. დღეისათვის საქართველოში აივ ინფექცია ძირითადად ნარკომანიის გზით ვრცელდება, გამოვლენილ ინფიცირებულთა 50% ინტრავენული ნარკომანია. მაღალი რისკის ჯგუფებს აგრეთვე მიეკუთვნებიან: · ჰომოსექსუალისტები; · მეძავები და მათი პარტნიორები; · ვენერიული სნეულებებით შეპყრობილნი; · ტუბერკულოზით დაავადებულნი; · ჰემოფილიით დაავადებულნი და სისხლის რეციპიენტები; · მოგზაურები და სხვ.

შიდსის გავრცელების რა ხელშემწყობი ფაქტორები მოქმედებს საქართველოში? ·

ნარკომანიის ფართოდ გავრცელება (ინტრავენული ნარკომანთა სავარაუდო რიცხვი 200 000-ს აღემატება); · მოსახლეობის სულ უფრო მზარდი მიგრაცია და არასახარბიელო ეპიდსიტუაცია საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შიდსის მხრივ; · მოსახლეობის დაბალი სანიტარული კულტურა და შიდსის შესახებ ცოდნის დაბალი დონე; · პრეზერვატივებით უზრუნველყოფის დაბალი დონე და მათზე ტრადიციულად დაბალი მოთხოვნილება; · სამედიცინო აპარატურის, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, ერთჯერადი შპრიცებისა და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების, სასტერილიზაციო საშუალებათა ნაკლებობა.

როგორ ხდება ადამიანის ინფიცირების დადგენა?

შიდსის ვირუსით ინფიცირების დიაგნოზის დასმა სპეციფიკური ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია. აივ ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ემყარება სისხლში საკუთრივ ვირუსის, მისი ცალკეული ცილების (ანტიგენები) ან ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენას. შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები სისხლში ჩნდება ორგანიზმში ვირუსის შეჭრიდან მხოლოდ 6-8 კვირის შემდეგ, ამიტომ გამოკვლევა უნდა ჩატარდეს შესაძლო ინფიცირების მომენტიდან სულ ცოტა თვენახევრის შემდეგ.

შეიძლება შიდსისგან განკურნება?

სადღეისოდ არ არსებობს შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან რაიმე სამკურნალო საშუალება. მაგრამ იმედისმომცემია ბოლო დროის მიღწევები ანტივირუსული პრეპარატების შექმნის სფეროში.

როგორ დავიცვათ თავი შიდსისაგან? ·

დაიცავით ოჯახური სიწმინდე და ერთგულება ერთი ჯანმრთელი სქესობრივი პარტნიორისადმი; · თავი შეიკავეთ შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისაგან ან ასეთი კავშირის შემთხვევაში აუცილებლად ისარგებლეთ პრეზერვატივით; · არ დაუშვათ აივ ინფექციაზე შეუმოწმებელი სისხლისა და მისი პრეპარატების გადასხმა; · ისარგებლეთ მხოლოთ ერთჯერადი ან სათანადოდ გასტერილებული შპრიცით და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტებით; · ორსულმა ქალებმა ჩაიტარეთ გამოკვლევა შიდსის ვირუსზე, რათა თავიდან აიცილოთ ინფიცირებული ბავშვის დაბადება.

გახსოვდეთ, თქვენი ცხოვრების წესი – თქვენი ჯანრთელობის გარანტიაა!

 

Advertisements

My repression – your Regress!

Georgia remains the only country in the region where drug use is considered as a criminal offence instead of a public health problem. Existing drug policy is oriented on punishment of people who use drugs (PUD) rather than their support and social reintegration.

For the past decades punitive approaches towards PUDs deteriorated their health conditions, caused severe socio-economic harms to their families and caused their isolation, further aggravating overall situation.

Petition:

We, Georgian civil society, community organizations, people affected by substance use and dependence living in Georgia, members and friends of our families express our indignation in connection with the repressive Drug Policy existing in our country for so many years.

In particular, the subject of our indignation concerns the attitude of Georgian legislation on drug use and the governmental bodies towards people who use controlled substances.

Georgia remains the only country in the region where substance use is considered as a criminal justice matter and not as a problem of public health – it remains the only country where per se consumption of controlled substances is a criminal offence and leads to imprisonment.

The existing Drug Policy is oriented on punishing people who use controlled substances instead of rendering them assistance and supporting their rehabilitation, it only deteriorates the problem and deepens the negative effects caused by this problem.

The negative effects exert influence both on a person, and the society and the state.

The Drug Policy oriented on punishment results in increasing the mortality associated with overdose, deprives individuals with substance use related problems the opportunity to participate in the social life, does damage to their families and social relations, makes a person a criminal and facilitates to enforce inhuman treatment towards them.

The Drug Policy oriented on punishment causes transmission of the infectious diseases such as HIV/AIDS and hepatitis C. It contributes to the spread of epidemics and negatively influences both the country’s public health, and its budget and the financial expenditure which will have to be paid by the country to control the epidemics.

Nowadays drug use in Georgia is punished more strictly than rape and homicide, which is completely inadmissible for a developing state that is striving for democracy. This approach violates principle of proportionality and contributes to the perception of unjust state.

The existing Drug Policy is based on the Soviet ideology and aims only at punishing and controlling people. Such approach is absolutely against the European priorities and values, and distances us from the European family.

According to the abovementioned circumstances and the interests of the country, we call you:

 To carry out legislative reform which will end the criminalization of people who use controlled substances and facilitates their treatment and integration in the society;

 To review the drug policy and consider substance use as a public health issue: to increase state funding for treatment and rehabilitation programs for people with substance use related problems – spend money on treatment of these people rather on their imprisonment. Treatment is the most effective and cost-effective means of reducing scale of substance use and reducing drug related crime.

 To use and direct police force to fight against organized drug crime and other crimes threatening public safety instead of wasting qualified law enforcement resources on carrying out tens of thousands of drug tests and persecuting thousands of people.

ჩემი რეპრესია, შენი რეგრესია!

პეტიცია ქართულ ენაზე. გთხოვთ, გაეცანით, ხელი მოაწერეთ და გაავრცელეთ.
ძალიან მნიშვნელოვანია!!

http://www.ipetitions.com/petition/my_repression_is_your_regression/

ჩვენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, სათემო ორგანიაციები, საქართველოში მცხოვრები ნარკოტიკების მომხმარებლები, ჩვენი ოჯახის წევრები და მეგობრები გამოვთქვამთ აღშფოთებას ჩვენს ქვეყანაში ამდენი წლის განმავლობაში არსებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში. კერძოდ კი, ჩვენი აღშფოთება შეეხება საქართველოს ნარკოკანონმდებლობასა და სამთავრობო უწყებების დამოკიდებულებას ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით. საქართველო რჩება რეგიონში ერთადერთ ქვეყანად, რომელშიც ნარკოტიკების მოხმარება განიხილება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და არა როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა. არსებული ნარკოპოლიტიკა ორიენტირებულია ნარკოტიკების მომხმარებლის დასჯაზე და არა ადამიანის დახმარებასა და რეაბილიტაციის ხელშეწყობაზე, ის მხოლოდ ამწვავებს პრობლემას და აღრმავებს ამ პრობლემით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. უარყოფი შედეგები კი თავის მხრივ აისახება, როგორც პიროვნებაზე, ასევე საზოგადოებასა და სახელმწიფოზე. დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა იწვევს ზედოზირებით სიკვდილიანობის ზრდას, ნარკოტიკის მომხმარებელს ართმევს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან მონაწილეობის შესაძლებლობას, ზიანს აყენებს მათ ოჯახებს და სოციალურ კავშირებს, პიროვნებას აქცევს დამნაშავედ და ხელს უწყობს მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის დაკანონებას. დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა იწვევს ისეთი ინფექციური დაავადებების გავრცელებას, როგორიცაა აივ-ინფექცია/შიდსი და C ჰეპატიტი. ხელი ეწყობა ქვეყანაში ეპიდემიის გაღვივებას, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება როგორც ქვეყნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, ისე მის ბიუჯეტზე და იმ ფინანსურ დანახარჯებზე, რომლის გაღებაც მოუწევს ქვეყანას ეპიდემიის სამართავად. დღესდღეობით საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება ისჯება უფრო მკაცრად ვიდრე გაუპატიურება და განზრახ მკვლელობა, რაც სრულიად მიუღებელია განვითარებისა და დემოკრატიზაციის გზაზე მდგომი სახელმწიფოსათვის. ასეთი მიდგომა უგულველყოფს სასჯელის პროპორციულობის პრინციპს და ხელს უწყობს უსამართლობის შეგრძნების დამკვიდრებას მოსახლეობაში. არსებული ნარკოპოლიტიკა ეყრდნობა საბჭოურ იდეოლოგიას და მიზნად ისახავს მხოლოდ ადამიანების დასჯას და კონტროლს. ასეთი მიდგომა მკვეთრ ძინააღმდეგობაშია ევროპულ პრიორიტეტებთან და ღირებულებებთან, და ყველაზე უფრო მეტად გვაშორებს ევროპულ ოჯახს. ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ მოგიწოდებთ:  უზრუნველყოთ ისეთი საკანონმდებლო რეფორმის გატარება, რომელიც ბოლოს მოუღებს ნარკოტიკების მომხმარებელთა კრიმინალიზაციას და ხელს შეუწყობს მათ მკურნალობას და საზოგადოებაში რეინტეგრაციას  გაიზარდოს ნარკოტიკების მომხმარებელთა მკურნალობის და რეაბილიტაციის პროგრამების სახელმწიფო დაფინანსება – დაიხარჯოს ფული ამ ადამიანების მკურნალობაზე, და არა მათი ციხეებში შენახვაზე. ნარკოტიკების მოხმარების და მასთან დაკავშირებული დანაშაულის შემცირების ყველაზე ეფექტური და ხარჯთ-ეფექტური გზა არის მკურნალობა  მოხდეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლოტიკის გადახედვა და ნარკოტიკების მოხმარება განხილულ იქნას როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა; ნაცვლად ათასობით ადამიანის დევნისა და ნარკოტიკებზე შემოწმებისა პოლიციური რესურსი გამოყენებულ იქნას ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან და სხვა, საზოგადოებისათვის სასის დანაშაულთან ბრზოლისათვის.

ჩემი რეპრესია შენი რეგრესია

ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები !დღეს, საქართველო რეგიონში რჩება ერთადერთ ქვეყანად, რომელშიც ნარკოტიკების მოხმარება განიხილება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და არა როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა.

არსებული ნარკოპოლიტიკა ორიენტირებულია ნარკოტიკების მომხმარებლის დასჯაზე და არა მათ დახმარებასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობაზე; ის მხოლოდ ამწვავებს პრობლემას და აღრმავებს ამ პრობლემით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, არსებული რეპრესიული ნარკოკანონმდებლობის პირობებში ბოლო ათწლეულის მანძილზე ანხორციელებდა დამსჯელობით ღონისძიებებს ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ ოჯახებს მიადგათ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ზიანი, მოხდა ნარკოტიკების მომხმარებელთა იზოლაცია, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა საერთო მდგომარეობა. სამწუხაროდ, აღნიშნული ძალოვანი სტრუქტურა არსებული დამსჯელობითი ნარკოკანონმდებლობის საფუძველზე კვლავაც აგრძელებს ნარკოტიკების მომხმარებელთა დასჯას. ერთერთ მეთოდად გამოიყენება „ქუჩის ნარკოტესტირება“. პოლიციელებს ათასობით მოქალაქე გადაჰყავთ სპეციალურ დაწესებულებებში ნარკოტესტირების ჩასატარებლად, რასაც მოსდევს ადმინისტრაციული და სისიხლისამართლებრივი სანქციები, რაც მძიმე ტვირთად აწვება ამ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს.

2013 წლის 24 ნოემბერს 14.00 საათზე „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ (Gen-PUD) ორგანიზებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაიმართება „ქუჩის ნარკოტესტირების“ წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია. აქცია დაიწყება სამგორის მეტროსთან (კახეთის გზატკეცილი) და გაგრძელდება სამინისტროს შენობასთან, სადაც გაიმართება იმპროვიზირებული აქცია. აქციას მხარდამჭერები არიან: “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“, „მსოფლიო ექიმები-საფრანგეთი“, ა/ო „ალტერნატივა ჯორჯია“ და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“.

გაგაცნობთ პეტიციას, რომლის ადრესატებიც არიან საქართველოს მთავრობა და პარლამენტი. აღნიშნული დოკუმენტი განთავსდება ინტერნეტ სივრცეში; პეტიციისადმი მხარდაჭერის შემთხვევაში, გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ლინკზე და დააფიქსიროთ თქვენი ხელმოწერა ინდივიდუალურად ან ორგანიზაციის სახელით:

http://www.ipetitions.com/petition/my_repression_is_your_regression/