მთვარის შუქი და ღამის წყვდიადი

მთვარის შუქი და ღამის წყვდიადი
რომანტიული მაშინ გახდება
როდესაც ორი მოსიყვარულე
წყვილის ოცნება მართლაც ახდება.
და როცა გული გულს უერთდება
მაშინ რათ გინდა მთვარე ღამისა
რომანტიკა ხომ სიყვარულია
სიყვარულია ქალის კაცისა..
როცა შენ გიყვარს მასაც უყვარხარ
იმ წამს მიწისძვრას რომანტიკაა
მეხის დაცემა მეწყერი ზვავი
ვულკანის ფრქვევაც რომანტიკაა.
რომანტიკაა ყველა მომენტი
როდესაც შენთან! ხო ის ერთია
ის ერთადერთი ვის გამოც გინდა
თქვა რომ ეს ქალი თვით ქალღმერთია…

იოსებ (შაკო) ქიმერიძე 🙂