უცნობს … ბოდიში რომ შენს სამყაროში შემოვიჭერი

imagesასე არასდროს დამმართვნია,თითქოს სამყარომ შემომიტია, უეცრად ავირიე,ისე თითქოს ქარიშხალი მოვარდა წყნარ ქალაქში და ყველაფერი დალაგებული ერთიანად არია.ვერგამიგია რა ხდება? რატომ ხდება? რა არის ამის მიზეზი?   არ მინდა ამაზე ვიფიქრო მაგრამ ნუთუ ეს შენ ხარ? არა არ მჯერა მე რაღაც ამის, რაღაც სისულელეა, უბრალოდ მჭირდება ცოტახნით დასვენება სადმე, აქედან შორს, ამ სივრციდან სხვა სივრცეში, სადაც ეს ადგილები თავს არ გამახსენებს. იქნებ მაშინ მაინც დაწყნარდეს ეს აღშფოთებული გული,რომელსაც ყოველ საღამოს დაწოლისწინ ერთი კითხვა აწუხებს, ხვალ რას უნდა ველოდო?. როგორც ამბობენ “აირია მონასტერი” … ვერგამიგია რატომ?,რისთვის? … ხანდახან ჩემს თავს ვეკითხები რა დავაშავე წარსულში ისეთი, ახლა რომ ვიმკი თქო, მაგრამ უცებ მახსენდება ალბათ ჩემი ბედი ესააა …  არის ადამიანი რომელიც ხან ახლოსაა ხან შორს, რომლის გვერდითაც თავს მშვიდად ვგრძნობ არეული მონასტერიც მის გვერდით მშვიდი ხდება…  ის ახლაც შორსაა, ალბათ ამ უაზრო სიტყვებსაც მისდამი მონატრება მაწერინებს. ვერგამიგია ადამიანის როგორი ფენომენი ვარ, ხან ერთ ხასიათზე ვარ ხან მეორე , ხანდხან ისეთი რამ შეიძლება გავაკეთო რასაც შინაგანი ე გულწრფელად არ გააკეთებდა, ყველაფრის გართულება მიყვარს, როგორც ამბობენ აუტკივებელ თავს ძალით ვიტკიებ ხოლმე, ას ეიყო გუშინაც, რამინდოდა რას მივძვრებოდი,ხომ სჯობდა არაფერი მცოდნოდა,მაგრამ ეს უეცრად მოხდა და ახლა ველოდები ამ საქციელზე განაჩენს, იმედი მაქვს ლმობიერი იქნება ის ვისაც ამ საქციელით შევეხე, მინდა ვუთხრა: ( ბოდიში რომ შენს სამყაროში შემოვიჭერი, გამიზნულად არ გამიკეთებია ეს)… იმედია მაპატიებ … და დაივიწყებ… მხოლოდ ამის იმედი მაქვს …..