ავსტრალაზია

განმარტება

ავსტრალაზიას უწოდებენ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას, ხოლო ოკეანეთს- წყნარი ოკეანის კუნძულების 3 მთავარ ჯგუფის: მალანეზიის,მიკრონეზიისა და პოლინეზიის ერთიანობას.

ისტორია

ადამიანის პირველი დასახლებები ავსტრალიის კონტინენტზე დაახლოებით 42,000-48,000 წლის წინ დაიწყო.

სავარაუდოდ კონტინენტზე დასახლებული ადამიანები იყვნენ ავსტრალიის თანამედროვე აბორიგენების წინაპრები.

პირველი Homo Sapiens ავსტრალიაში სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიიდან ჩამოვიდა. გადმოსულთა უმეტესობა მონადირეები და მიწათმოქმედები იყვნენ.

ტორესის სრუტის კუნძულებზე მცხოვრებნი ძირითადად მებაღეობასა და მონადირეობა-მოსავლის აღებას ეწეოდნენ.

ავსტრალიის ტერიტორიის პირველი ევროპული დაზვერვა განახორციელა ჰოლანდიელმა ნავიგატორმა, უილემ ჯენსზუნიმ, რომელმაც1606 წელს იორკის ნახევარკუნძულის სანაპირო აღმოაჩინა.

XVII საუკუნის განმავლობაში ჰოლანდიელებმა მოიარეს ავსტრალიის დასავლეთის და ჩრდილოეთი საზღვაო საზღვრები და ამ ტერიტორიას უწოდეს ახალი ჰოლანდია, მაგრამ დასახლება არ უცდიათ.

1770წელს ინგლისელმა ჯეიმზ კუკმა გაცურა ავსტრალიის გასწვრივ და შეადგინა ავსტრალიის აღმოსავლეთი სანაპიროს რუკა,

რომელსაცახალი სამხრეთი უელსი დაარქვა და დიდი ბრიტანეთის საკუთრებად გამოაცხადა.

კუკის აღმოჩენის მეშვეობით ბრიტანეთის იმპერიამდამსჯელი კოლონია დააარსა.

1788 წლის 26 იანვარს კაპიტან არტურ ფილიპის ხელმძღვანელობით ახალი სამხრეთი უელსის ბრიტანეთის ზღვის გადაღმა კოლონიებისმოსახლეობამ დასახლება პორტ-ჯექსონში დაიწყო.

მომავალში ეს დღე გამოცხადდა ავსტრალიის ეროვნულ დღედ. ამჟამად ტასმანიის სახელით ცნობილი ვან-დიმენის მიწადასახლდა 1803 წელს, ხოლო ცალკე კოლონია იგი 1825 წელს გახდა.

1829 წელს დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად მოითხოვა ავსტრალიის დასავლეთი ნაწილი.ბრიტანეთის ადმინისტრაციამ სამხრეთი უელსი რამდენიმე კოლონიად დაყო — 1836 წელს შეიქმნა სამხრეთი ავსტრალია,

1851 წელს — ვიქტორია, ხოლო 1859 წელს — კუინზლენდი.

ჩრდილოეთი ტერიტორია გაჩნდა 1911 წელს სამხრეთი ავსტრალიისგან გამოყოფის შემდეგ. სამხრეთი ავსტრალია დააარსეს როგორც “თავისუფალი პროვინცია” — რაც იმას ნიშნავს,

რომ იგი არასდროს იყო დამსჯელი კოლონია. ვიქტორია და დასავლეთი ავსტრალია ასევე დააარსეს “თავისუფლად”, თუმცა შემდეგ მაინც მიიღეს გადმოყვანილი მსჯავრდადებულები.

მსჯავრდადებულების გადმოყვანა ახალი სამხრეთი უელსის კოლონიაში 1848 წელს შეწყდა ახალმოსახლეების პროტესტის შემდეგ

პორტ-არტური იყო ავსტრალიის უდიდესი ციხეგადმოყვანილი მსჯავრდადებულთათვის

ადმინისტრაციული  დაყოფა

ავსტრალიაში არის ექვსი შტატი: ახალი სამხრეთი უელსი, კუინზლენდი, სამხრეთი ავსტრალია, ტასმანია,ვიქტორია და დასავლეთი ავსტრალია, და 2 მთავარი ტერიტორია:

ჩრდილოეთი ტერიტორია და ფედერალური ტეროტირია. ამ ორი ტერიტორიის ფუნქცია შტატის მსგავსია, მაგრამ სახელმწიფოს პარლამენტს შეუძლია მათი პარლამენტის რაიმე კანონმდებლობის უკუგდება.

კონტრასტში, ფედერალური კანონმდებლობა მხოლოდ უკუაგდებს შტატის კანონმდებლობას განსაზღვრულ შტატებში, რომლებიც არიან მოქცეულნი ავსტრალიის კონსტიტუციის 51-ე სექციაში;

შტატის პარლამენტები კისრულობს ყველა დარჩენილ კანონმდებლობის ძალაუფლებას, მათ შორის განათლებას, პოლიციას, სამართალს, გზებს, საზოგადო ტრანსპორტსა და ადგილობრივ მთავრობას

თითოეულ შტატს და ტერიტორიას აქვს თავისი საკანონმდებლო ხელისუფლება. ერთპალატიანია ჩრდილოეთ ტერიტორიაში, ფედერალურ ტერიტორიასა და კუინზლენდში,

ხოლო ორპალატიანი – ახალი სამხრეთ უელსში, სამხრეთ ავსტრალიაში, ტასმანიაში, ვიქტორიასა და დასავლეთ ავსტრალიაში. შტატები არიან სუვერენული. ქვედა პალატა ცნობილია,

როგორც საკანონმდებლო ასამბლეა (ასამბლეის პალატა სამხრეთ ავსტრალიასა და ტასმანიაში), ხოლო ზედა პალატა ცნობილია, როგორც საკანონმდებლო საბჭო.

მთავრობის მეთაური თითოეულ შტატში არის პრემიერ-მინისტრი და თითოეულ ტერიტორიაზე მთავარი მინისტრი. დედოფალი არის წარმოდგენილი თითოეულ შტატში გუბერნატორის სახით;

ადმინისტრატორს ჩრდილოეთ ტერიტორიაში და ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორს ფედერალურ ტერიტორიაზე, აქვთ ანალოგიური როლები

გეოგრაფია  და  ბუნება

ავსტრალიის ფართობი 7.686.850 კვ.კმ-ია, საზღვაო საზღვარი — 34,218 კმ. მას გარს აკრავს ინდოეთისა და წყნარი ოკეანეები.

აზიისგან გამოყოფილია არაფურისა და ტიმორის ზღვებით. ავსტრალია მსოფლიოში ყველაზე პატარა კონტინენტია და სიდიდითრიგით მეექვსე ქვეყანა.

იგი ასევე ყველაზე დიდ კუნძულად არის მიჩნეული

ავსტრალია სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს: მატერიკზე, კუნძულ ტასმანიასა და მრავალრიცხოვან პატარა კუნძულებზე.

ავსტრალიის მფლობელობაშია რამდენიმე მცირე კუნძული, ე. წ. გარე ტერიტორიები, აგრეთვე სექტორი ანტარქკიდაზე. იგი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მთელ კონტინენტს იკავებს. ფართობით ოდნავ ჩამორჩება აშშ-ს (ალასკას გარეშე) და დაახლოებით 32-ჯერ აღემატება მის ყოფილ მეტროპოლიას — გაერთიანებულ სამეფოს.

ქვეყანა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 3 680 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 2000 კმ-ზე.

ავსტრალია, გეოლოგიური თვალსაზრისით, ხმელეთის ერთ-ერთი უძველესი მასივია, რომელიც ჩამოყალიბდა თითქმის 3 მლნ წლის წინ. რელიეფში ჭარბობს პლატოები,მთიან რაიონებს ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი უკავია. კონტინენტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით.

აქ ვრცელდება სუბტროპიკული, ტროპიკული, სუბეკვატორული და ზომიერი კლიმატური სარტყლები. კონტინენტებს შორის იგი ყველაზე მშრალია.

ქვეყნის აღმოსავლეთით წყნაროკეანულ სანაპიროს გაუყვება დიდი წყალგამყოფი ქედი, რომლის სამხრეთში, ავსტრალიის ალპებში, მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი კოსციუშკო.

დასავლეთი ნაწილი უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებს უკავია. მათ შორის უდიდესია ვიქტორიის დიდი უდაბნო.

დიდი ბარიერული რიფი წარმოადგენს მარჯნის რიფებისა და კუნძულების უზარმაზარ ჯაჭვს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ავსტრალიის კონტინენტის, იორკის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონის გაყოლებაზე. იგი გადაჭიმულია 2000 კმ-ზე და მნიშვნელოვნად აფერხებს ნაოსნობას ავსტრალიის ამ რეგიონში.ტერიტორიის 40% ტროპიკებს წარმოადგენს, ერთი მესამედი უდაბნოა (დიდი ქვიშიანი უდაბნო, ვიქტორიის დიდი უდაბნო,გიბსონის ქვიანი უდაბნო).

ავსტრალიის უდაბნოების ზონაშია აღმართული მსოფლიოს უდიდესი მონოლითი — წითელი მთაულურუ. იგი დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ იცვლის ფერს.

  • ავსტრალიის გეოგრაფიული რაიონებია: დასავლეთ ავსტრალიის ზეგანი, ცენტრალური დაბლობი, აღმოსავლეთ ავსტრალიის მთები.
  • მთის მასივებია: მაკდონელი, ჰამერსლი, კიმბერლი, ნალარბორი, ავსტრალიის ალპები. უმაღლესი მწვერვალია მთა კოსციუშკო (2 228 მ).
  • უდიდესი მდინარეებია: დარლინგი, მურეი, მარამბიჯი, ლაკლანი.
  • უდიდესი ტბებია: ეირი, ტორენსი, გერდნერი.
  • უდიდესი კუნძულებია (კვ.კმ) – ტასმანია (64.519), მელვილი (5.786), კენგურუ (4.416).
  • უდიდესი ნახევარკუნძულებია: არმენლენდი, კეიპიორკის და ეირის ნახ. კუნძულები.
  • უდაბნოებია:ქვიშიანი უდაბნო, გიფსონის უდაბნო და ვიქტორია.
  • ბუნებრივი რესურსები: ბოქსიტები, ქვანახშირი, რკინის მადანი, სპილენძი, კალა, ოქრო, ვერცხლი, ურანი, ნიკელი, ვოლფრამი,

მინერალური სილა, ტყვია, თუთია,ალმასი, ბუნებრივი აირი, ნავთობი;

ფლორა და ფაუნა

ავსტრალიის ფაუნა გამოირჩევა უნიკალური ცხოველების მრავალფეროვნებით, კონტინენტზე არსებული ძუძუმწოვრების 83%,ქვეწარმავლების 89%, თევზებისა და მწერების 90% და ამფიბიების 93%, წარმოადგენენ ავსტრალიის ენდემურ სახეობებს ენდემიზმის. მაღალი დონე შეიძლება მიეწეროს კონტინენტის გრძელ გეოგრაფიულ იზოლაციას, სტრუქტურულ სტაბილურობას და კლიმატის იშვიათი ცვლილების ეფექტებს.ძუძუმწოვრებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ ჩანთოსნები. დათვლილია, რომ ავსტრალიაში 200,000 ცხოველის ჯიში არსებობს, რომელთაგანაც 96% უხერხემლოები არიან. ს სამყარო იმდენად უნიკალურია, რომ ავსტრალიელებმა საკუთარ სახელმწიფო გერბზე ორი მათგანი გამოსახეს: კენგურუ და სირაქლემა ემუ.

ზანტი ჩანთოსანი დათვი – კოალა ანუ ავსტრალიური ზარმაცა – ხეზე ცხოვრობს.

აბორიგენების ენაზე მისი სახელი ნიშნავს ”ვინც წყალს არ სვამს.” მართლაც,კოალა სიცოცხლისთვის საჭირო ტენს მხოლოდ თავისი საკვების, ევკალიპტის,

თორმეტიოდე სახეობის ფოთლებიდან იღებს. ავსტრალიის წყლებში 4,000-ზე მეტი თევზის სახეობა ცხოვრობს, რომლის 90% ენდემურია.

ავსტრალიასა და მის ტერიტორიაში ცხოვრობს 800-ზე მეტი სახეობის ფრინველი, რომელთაგანაც 350 ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ახალი გვინეის ენდემები არიან.

ავსტალიის ფლორა მოიცავს მცენარეების მრავალ სახეობას: სისხლძარღვოვნების 20,000, ხოლო არასისხძარღვოვნების – 14,000 სახეობას.

სოკოების 250,000 ჯიშია გავრცელებული, ხოლო ლიქენების – 3 000. გვხვდება ევკალიპტის 600 სახეობა. ქვეყნის აღმოსავლეთში ისინი 100 მ.

სიმაღლეზე იზრდება. ტყეებს უკავია მთელი ტერიტორიის 8%

მემკვიდრეობა

სიდნეი – ავსტრალიის მუზეუმი, სამხატვრო გალერეა;

  • მელბურნი – ვიქტორიის ეროვნული გალერეა, ეროვნული სტადიონი;
  • ბრიზბენი – ბოტანიკური ბაღი (1899 წ.),
  • კანბერა — რადიოტელესკოპი, რომლითაც აღმოჩენილ იქნა კვაზარი და პულსარი.
  • კაკადუს ეროვნული პარკი, დიდი ბარიერის რიფი, ტასმანიის ნაკრძალი, ვილანდრას ტბათა რეგიონი.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ტურიზმი

თავისუფლება და პასუხისმგებლობა

                                                                                                        „ძმობა, ერთობა, თავისუფლება

                                                                                                                                                       ვ.ფშაველა

   „თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის. იგი გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი.     

თავისუფლება არის საკუთარი თავის უფლება,ანუ საკუთარი თავის პატრონობა. თავისუფლება იმის განხორციელებაა, რაც ადამიანს სურს. თავისუფალი ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს არავინ აძალებს ამა თუ იმ საქმის გაკეთებას, მაგრამ ჩემის აზრით თავისუფლების აუცილებელი პირობა არის პასუხისმგებლობა. ყველა ადამიანი პასუხისმგებელია თავის საქციელზე. ნამდვილი ჭეშმარიტი თავისუფლება ისაა, როდესაც აზრით ბატონობს სხეულზე ადამიანი დაკმაყოფილდება იმით რასაც, მას უფალი აძლევს. აქვე მოვიყვან რამოდენიმე ფრაზას თავისუფლებაზე:

„ბედნიერების საიდუმლო თავისუფლებაა, თავისუფლების საიდუმლო გამბედაობაა“

„ის, ვინც არის მამაცი,არის თავისუფალი“

„ყველა ადამიანს აქვს ოთხი მიჭიერება: სინდისი,თვითმმართველობა, დამოუკიდებლობა და შემოქმედებითი ფანტაზია. ეს საბოლოოდ გვაძლევს თავისუფალ ადამიანს“

ზოგადად თავისუფლება და პასუხისმგებლობა  ე.ი  გქონდეს უფლებები და პასუხისმგებლობები. იყო თავისუფალი არ ნიშნავს გქონდეს ყველაფრის უფლება,ეს ესე არაა. თავისუფლებებს ყოველთვის თან ახლავს პასუხისმგებლობები. მე ძალიან მომწონს გამოთქმა: „შენი უფლება მთავრდება იქ,სადაც იწყება სხვისი უფლება!“. ადამიანმა თავისი უფლებები ისე უნდა გამოიყენოს რომ სხვის უფლებები არ დაარღვიოს, არ შელახოს. „თავისუფლება და პასუხისმგებლობის“ ნათელი მაგალითია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია,რომელშიც ნათლადაა აღწერილი თითოეული ადამიანის განურჩევლად,რასის,რელიგიის,ფერის მიუხედავად ყველას ერთნაირი უთლებები ანუ თავისუფლება ენიჭება და ასევე პასუხისმგებლობები.

ჩემის აზრით თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთობ მნიშვნელოვანია  საზოგადოებისთვის, ეს ორი უფლება აწესრიგებს ადამიანთა შორის ურთიერთობას, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას. პასუხისმგებლობების საშუალებით შესაძლებელია თვიდან ავირიდოთ დავები,რადგან გვეცოდინება რა არის ჩვენი მოვალეობა,თუ რაზე ვართ პასუხისმგებლები, თავისუფლება კი ყველაფრის უფლებას არ ნიშნავს, უნდა ვაკეთოთ ისე რომ სხვისი უფლებები არ სევზღუდოთ ან უხეშად დავარღვიოთ.

მარჩენალი დედები

მოკლედ დღეს მთელი დღეა აღშფოთებული ვარ, მქონდა ლექცია სახელად “კრიტიკული აზროვნება’ სადაც შემდეგი რამ ითქვა: დღეს დედები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ შვილებს,ნაკლებ დროს ატარებენ მათთან, ისინი სამსახურით არიან დაკავებულები და არა ბავშვის აღზრდით” ისე მოხდა რომ დისკუსია წავიყვანეთ იქამდე რომ დაისვა კითხვა.ვისი ბრალია რომ დედა ნაკლებ დროს უთმობს შვილს? … ამ კითხვაზე პასუხი ორ ნაწილად გაიყო ჩემსა და ლექტორს შორის: ის თვლიდა რომ დედის ფუნქცია და მოვალეობაა შვილის აღზრდა, და მისივე ბრალია რომ ის ნაკლებ დროს ატარებს მასთან. მე ვეთანხმები რომ დედის ფუნქცია შვუილის აღზრდაა და არა მარტო ეს, მაგრამ ის რომ დედა სამსახურის გამო ნაკლებ დროს ატარებს შვილთან და ეს მისი ბრალია,ამაში ნამდვილად ვერ დავეთანხმები,რადგან გამოვყოთ ოჯახთა ორი კატეგორია:

ხელმოკლე ოჯახი: რომელსაც მამაკაცის მიერ შემოტანილი თვიური თანხა ოჯახში არ ჰყოფნის და დედა იძულებულია მოაკლოს თავის შვილს ყურადღება და სამსახური ეძებოს,რადგან ის უბრალოდ ვალდებულად თვლის ტავის ტავს იმუშაოს რომ შვილს აარაფერი მოაკლოს

შეძლებული ოჯახი: სადაც მამაკაცის თვიური შემონატანი საკმაოდ სოლიდურია და ოჯახს მთლიანად ჰყოფნის,დედა კი უბრალოდ იმიტომ იწყებს მუშაობას,რომ დაქალუშკები გაიჩინოს,იგულაოს და თავი გაინებივროს, ამასობაში ის ბავშვის მოვლას სხვა ვინმეს ანდობს,რადგან შესაძლებელია მას სულაც არ მოსწონს ბავშვის აღზრდის სტილი, უყვარს მაგრამ მასთან არ სურს დროის გატარება.

პირველ შემთხვევაში დედის ეს საქციელი გამართლებულად მიმაჩნია რადგან,მას  სახელმწიფომ არ შეუქმნა საჭირო პირობები იმისთვის რომ შვილთან დიდი დრო გაატაროს და აღზარდოს ის.გაჭირვებაში ცხოვრებამ აიძულა ესე გაეკეთებინა. ამაში დამნაშავე კი ვინ არის? სახელმწიფო

მეორე შემთხვევაში კი გაუმართლებელია და გამართლება არც აქ ასეთი დედის საქციელს, ამ შემთხვევაში “დედა” თავის მოთხოვნილებებს შვილწე წინ აენებს,გამოდის მას არ აინტერესებს თავისი შვილი…

მოკლედ რა გამოვიდა საბოოლოო ჯამში თავად დაასკვენით