მარჩენალი დედები

მოკლედ დღეს მთელი დღეა აღშფოთებული ვარ, მქონდა ლექცია სახელად “კრიტიკული აზროვნება’ სადაც შემდეგი რამ ითქვა: დღეს დედები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ შვილებს,ნაკლებ დროს ატარებენ მათთან, ისინი სამსახურით არიან დაკავებულები და არა ბავშვის აღზრდით” ისე მოხდა რომ დისკუსია წავიყვანეთ იქამდე რომ დაისვა კითხვა.ვისი ბრალია რომ დედა ნაკლებ დროს უთმობს შვილს? … ამ კითხვაზე პასუხი ორ ნაწილად გაიყო ჩემსა და ლექტორს შორის: ის თვლიდა რომ დედის ფუნქცია და მოვალეობაა შვილის აღზრდა, და მისივე ბრალია რომ ის ნაკლებ დროს ატარებს მასთან. მე ვეთანხმები რომ დედის ფუნქცია შვუილის აღზრდაა და არა მარტო ეს, მაგრამ ის რომ დედა სამსახურის გამო ნაკლებ დროს ატარებს შვილთან და ეს მისი ბრალია,ამაში ნამდვილად ვერ დავეთანხმები,რადგან გამოვყოთ ოჯახთა ორი კატეგორია:

ხელმოკლე ოჯახი: რომელსაც მამაკაცის მიერ შემოტანილი თვიური თანხა ოჯახში არ ჰყოფნის და დედა იძულებულია მოაკლოს თავის შვილს ყურადღება და სამსახური ეძებოს,რადგან ის უბრალოდ ვალდებულად თვლის ტავის ტავს იმუშაოს რომ შვილს აარაფერი მოაკლოს

შეძლებული ოჯახი: სადაც მამაკაცის თვიური შემონატანი საკმაოდ სოლიდურია და ოჯახს მთლიანად ჰყოფნის,დედა კი უბრალოდ იმიტომ იწყებს მუშაობას,რომ დაქალუშკები გაიჩინოს,იგულაოს და თავი გაინებივროს, ამასობაში ის ბავშვის მოვლას სხვა ვინმეს ანდობს,რადგან შესაძლებელია მას სულაც არ მოსწონს ბავშვის აღზრდის სტილი, უყვარს მაგრამ მასთან არ სურს დროის გატარება.

პირველ შემთხვევაში დედის ეს საქციელი გამართლებულად მიმაჩნია რადგან,მას  სახელმწიფომ არ შეუქმნა საჭირო პირობები იმისთვის რომ შვილთან დიდი დრო გაატაროს და აღზარდოს ის.გაჭირვებაში ცხოვრებამ აიძულა ესე გაეკეთებინა. ამაში დამნაშავე კი ვინ არის? სახელმწიფო

მეორე შემთხვევაში კი გაუმართლებელია და გამართლება არც აქ ასეთი დედის საქციელს, ამ შემთხვევაში “დედა” თავის მოთხოვნილებებს შვილწე წინ აენებს,გამოდის მას არ აინტერესებს თავისი შვილი…

მოკლედ რა გამოვიდა საბოოლოო ჯამში თავად დაასკვენით

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s