თავისუფლება და პასუხისმგებლობა

                                                                                                        „ძმობა, ერთობა, თავისუფლება

                                                                                                                                                       ვ.ფშაველა

   „თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის. იგი გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი.     

თავისუფლება არის საკუთარი თავის უფლება,ანუ საკუთარი თავის პატრონობა. თავისუფლება იმის განხორციელებაა, რაც ადამიანს სურს. თავისუფალი ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს არავინ აძალებს ამა თუ იმ საქმის გაკეთებას, მაგრამ ჩემის აზრით თავისუფლების აუცილებელი პირობა არის პასუხისმგებლობა. ყველა ადამიანი პასუხისმგებელია თავის საქციელზე. ნამდვილი ჭეშმარიტი თავისუფლება ისაა, როდესაც აზრით ბატონობს სხეულზე ადამიანი დაკმაყოფილდება იმით რასაც, მას უფალი აძლევს. აქვე მოვიყვან რამოდენიმე ფრაზას თავისუფლებაზე:

„ბედნიერების საიდუმლო თავისუფლებაა, თავისუფლების საიდუმლო გამბედაობაა“

„ის, ვინც არის მამაცი,არის თავისუფალი“

„ყველა ადამიანს აქვს ოთხი მიჭიერება: სინდისი,თვითმმართველობა, დამოუკიდებლობა და შემოქმედებითი ფანტაზია. ეს საბოლოოდ გვაძლევს თავისუფალ ადამიანს“

ზოგადად თავისუფლება და პასუხისმგებლობა  ე.ი  გქონდეს უფლებები და პასუხისმგებლობები. იყო თავისუფალი არ ნიშნავს გქონდეს ყველაფრის უფლება,ეს ესე არაა. თავისუფლებებს ყოველთვის თან ახლავს პასუხისმგებლობები. მე ძალიან მომწონს გამოთქმა: „შენი უფლება მთავრდება იქ,სადაც იწყება სხვისი უფლება!“. ადამიანმა თავისი უფლებები ისე უნდა გამოიყენოს რომ სხვის უფლებები არ დაარღვიოს, არ შელახოს. „თავისუფლება და პასუხისმგებლობის“ ნათელი მაგალითია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია,რომელშიც ნათლადაა აღწერილი თითოეული ადამიანის განურჩევლად,რასის,რელიგიის,ფერის მიუხედავად ყველას ერთნაირი უთლებები ანუ თავისუფლება ენიჭება და ასევე პასუხისმგებლობები.

ჩემის აზრით თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთობ მნიშვნელოვანია  საზოგადოებისთვის, ეს ორი უფლება აწესრიგებს ადამიანთა შორის ურთიერთობას, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას. პასუხისმგებლობების საშუალებით შესაძლებელია თვიდან ავირიდოთ დავები,რადგან გვეცოდინება რა არის ჩვენი მოვალეობა,თუ რაზე ვართ პასუხისმგებლები, თავისუფლება კი ყველაფრის უფლებას არ ნიშნავს, უნდა ვაკეთოთ ისე რომ სხვისი უფლებები არ სევზღუდოთ ან უხეშად დავარღვიოთ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s