საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მისი როლი, დანიშნულება და მართლმსაჯულების ადმინისტრირების საკითხები.

1997 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი. ახალი კანონი მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის სათათბიროს ორგანოს-საქართველოს იუსტიციის საბჭოს შექმნა. საქართველოს იუსტიციის საბჭოს ფუნქციებად განისაზღვრა მოსამართლეთა თნამდებობებზე დანიშვნა,გათავისუფლება,სასერთიფიკატო გამოცდების ორგანიზება,სასამართლო რეფორმების გასატარებლად წინადადებების შემუშავება და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულება.

საბჭოს შემადგენლობა განისაძღვრა 12 წევრით, სადაც 3 მოსამართლე იყო. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე. ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული 4 წევრი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დანიშნული 1 წევრი.

2004წლის 30 ივნისს განხორციელდა პირველი საკანონმდებლო ცვლილება საბჭოს შემადგენლობის რაოდენობასთან დაკავშირებით და შემადგენლობა განისაზღვრა 9 წევრით, მომდევნო საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა 2005წლის 25 ნოემბერს საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 18 წევრით. შემდეგი საკანონმდებლო ცვლილება 2006 წლის 25 მაისს მოხდა და საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 19 წევრით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტატუსისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 2006 წლის 27 დეკემბრის და 2007 წლის 19 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებები,რამაც შექმნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მეტი გარანტიები. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 15 წევრით.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მაკოორდინატებელ,ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობისათვის შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს წარმოადგენს.

იუსტიციის უმარლესი საბჭო არის სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესი განისაძღვრება რეგლამენტით,რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით.

აპარატი შედგება:

  • სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტისგან
  • სასამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტისგან
  • ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისგან და
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის და ხარისხის მართვის დეპარტამენტისგან.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი სფეროებია:

  • საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კონკურსების ორგანიზება და ჩატარება
  • პირველი და სააპელაციო ინსტანციების მოსამართლეთა დანიშვნა და გათავისუფლება
  • პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების შექმნა
  • სამართალ შემოგმედებითი და ანალიტიკური საქმიანობა
  • საერთო სასამართლოების ბიუჯეტის პროექტის შექმნა
  • სასამართლო ხელისუფლების ინსტანციების დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში
  • დისციპლინური სამართალწარმოება და ხარისხის მართვა საერთო სასამართლოებში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამატებითი საქმიანობების სფეროები:

  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი-იუსტიციის უმაღლესი სკოლა
  • საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საინისტრო
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი- იურიდიული დახმარების სამსახური.

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ამ მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება,მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ  და პარლამენტის მიერ არჩეულ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში,ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას,იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაშ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია.ერთი და იგივე პირი არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორჯერ.საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისგან 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს არ შეიძლება ეკავოს სასამართლო თავმჯდომარის,მისი პირველი მოადგილის ან კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დღემდე წარმატებით არის განხორციელებული შემდეგი პროექტები:

  • „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და განხორციელებულია Human Dynamics K.G მიერ
  • გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი „სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერა საართველოში“
  • „სასამართლო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტი“ დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  მიერ და განხორციელებულია Tetra Tech DPK  მიერ
  • პროექტი მართლმსაჯულების განვითარების დახმარება“
  • ევროპის საბჭოს პროექტი- დანიის საქართველოს პროგრამა 2010-2013 სასამართლო რეფორმის,ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა.
  • „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და განხორციელებულია აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის   (EWMI) მიერ.