ზურა სალუქვაძე

340008_10151151572397521_1807374088_o

581531_10151170308137521_1909945127_n

995667_10151649704822521_2117696014_n

1262670_10151838299222521_914116823_oყინვა გამეფებულა
სამყაროში მალულად,
თბილისური თითები
წერენ გულს დაფარულად.

ძალა გადარჩენისთვის
ერთი ნაპერწკალია,
ერთი კოცნით მომხდარი
თავგადასავალია.

ზოგი მითი რეალურს
როგორ დამსგავსებია,
საცალფეხოდ ხიდი გვაქვს,
ფართო მხოლოდ გზებია.

ინტერესით მოვკვდები,
იმის იქით რა ხდება,
ნუთუ მართლა იწყება,
ნუთუ მართლა მთავრდება.

ჯოჯოხეთის ამალა
ეშმაკი რომ თაოსნობს,
ციდან საცდურს გვესვრიან,
ყველა ჩვენზე ნაოსნობს.

ანკესს ცოდვებს ამაბენ,
ფოჩებიან კამფეტში,
აი ასე ვცდუნდებით,
უჩერებელ ამბებში.

რაა ნეტავ ცხოვრება,
ბატონი თუ მონაა?
იცი?… ბედნიერება,
არჩევანის ქონაა.

მონდომებაც ბევრია,
მელოდიურ გამებში
ტიტანიუმს გაადნობს,
აფეთქება წამებში.

სილამაზის თვალები,
იასამნის სურნელით,
ვერა, ვერ გადავრჩები
თუ ვარ ყოვლის მსურველი.

მინდა… მინდა სიცოცხლე,
აზრები ხომ ომია,
პოეტური ფრაზები,
სადღაც გამიგონია,

რომ ცხოვრება მძიმეა,
რომ ცხოვრება ლოდია,
ცაში მაინც ანათებს,
ფიქრების მელოდია.

მე რომ ხატვა შემეძლოს
ფუნჯებს კონად შევყრიდი,
შევხედავდი სამყაროს
ილუზიას შევქმნიდი,

სითბოს ფერში სიკეთის
თბილი სიტყვის გამოთქმის,
თვალდახუჭულ ფიქრში ხელს
დავხატავდი გამოწვდილს.

ავურევდი მზის სხივებს,
მელოდიის დინებას
დავხატავდი იმ ღიმილს
გული რომ იღიმება.

ჩვენ ადამიანების
შეგვრჩენია იერი,
დავხატავდი მშიერს რომ
ლუკმას უყოფს მშიერი.

დავხატავდი სიცივეს,
აღარ მინდა…. ატაროს,
მე სხეულით გავათბობ,
დედამიწის…. სამყაროს.

სადაც ბრძოლა წამიყვანს,
ვიცი მეც იქ მოვხვდები,
სიყვარულით ვიცხოვრებ,
არასოდეს მოვკვდები…

დავხატავდი რომ მინდა
კვამლმა ცეცხლი აბოლოს
სუნთქვას მივცემ დასაწყისს
დასაწყისში და ბოლოს………

დავხატავდი ღვთის თვალებს
მაშინ როცა აუწყეს,
რომ ცოდვილმა შვილებმა
ცდუნებებს რომ გაუძლეს.

სიხარულით თვალებზე
ცრემლი გადმომივიდა,
ხელებს ვშლი და ვყვირივარ,
ღმერთო…. გამოგივიდა !

სიყვარული დიდია,
დავა არ ღირს ამაზე,
ნებისყოფით ვაჯობებთ
ეშმაკს ამ ქვეყანაზე

მომაშველეთ ფანქრები,
ვხატო, ვხატო გრძნობებით
ყველა ფიქრთან მე მივალ,
თქვენ არ დაგელოდებით.

ითამაშოს ცდუნებამ,
ძლიერი ვარ ამჯერად,
ვერაფერსაც ვერ ვხედავ
არაფრისაც არ მჯერა.

რადგან ხარობს სიკეთე,
ამ ქვეყნიურ მდევრებში,
სიტკბო მუდამ ამარცხებს …
ყინვას ყურძნის მტევნებში !

დიალოგი ღმერთთან..:)

დიალოგი ღმერთთან–თემურ ელიავა

შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში

რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად

იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას

მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან

და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა

– ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად
მე შენი სულის ვხედავ მორევში
იმ ბოროტება რომელსაც მალავ

მოგიახლოვდა ღვთისა მართალი
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.

თავი ავწიე და ღმერთი ვნახე
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე
ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი

– უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი.
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განაი..
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!

მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანს
მე ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ოფლი
ხელის დაქნევა და შენი რისხვა,
არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის.
სიმართლე გინდაი აგერ ვარ, შენს წინ
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის
ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს. ხედავი

იცი უფალო რა არის ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას
ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი,
ცრემლი ისაა როდესაც გტკივა.

მაგრამ არ ვიცი უფალო რადგან
შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს
არ მოუხდება ეხლა ცრემლი და დაღლა
რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე.

მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე.
ადამიანი ამდენს რომ ვბედავ, მაგრამ,
რომ მითხრა ვერ დავიჯერებ
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ…

თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგანი
თან კი ცოდვები თითოდ და თითოდ
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგანი
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.

ცოდვებით არის სამყარო სავსე
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ
შენ ეს სამყარო შექმენი ასე
და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ!

ადგა უფალი, დატოვა ტახტი,
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა
შემხედა ზედა, ყველაფრით დაღლილს
და თითქოს მონას პასუხი გამცა:

– გტკივა, და ასე იქნება მარად.
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად
რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.

ნახეთ სამყარო, ჩვილი და სუფთა
მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით,
მტვერი ააგდეთ სინათლის შუქთან
ეხლა იმ მტვერში სამართალს ეძებთი

არ იყო ცუდი, არ იყო კარგი,
არც განსხვავება არ იყო დროში
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი
და გულში დაჭრა მიწიერ ომში
შენ მართალი ხარ, უკვდავი სული
არ გაღონდება ცოცხალი სევდით
მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული
ეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით

ოდესღაც ასე უცრემლო, მშვიდი
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს
და ერთადერთი გავწირე შვილი
ამდენი შვილის გადასარჩენად

გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,
ცეცხლი ეკავათ უფლისებრ …ბერებს
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,
არა, ეს იყო ცხოვრების მერე

თავი დავხარე, დავმალე სახე
ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი
ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე
ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი

თუ მეზობელი სახლს აგიშენებს,
შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლესვას,
არ დააბრალო მერე მშენებელს
სახურავიდან წყალი თუ წვეთავს

უფალს შევთხოვე, დრო აზრებს არ წყვეტს,
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს
შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო

ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს
მე დამნაშავედ იმიტომ გვთლიდი რომ
უკვდავებში ვეძებდი ბრალულს

დედამიწაზე ვეძებდი მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად,
შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე
და შვილი შენი მოველი დასჯას!

რატომ ტირის ადამიანი (გოდერძი ჩოხელი)

images – რა გატირებს?

– რაღაც გამახსენდა.

– მაინც?

– აი, ეხლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა ოდესღაც

ზუსტად აქ ჩამოიარეს.

– მერე რა გატირებს?

– ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო.

– ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?

– რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება.

– გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?

– არ მინდა.

– რატომ?

– შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან.

– მერე შენ ამის არ გეშინია?!

– შენ არ გეშინია?!

– რისი უნდა მეშინოდეს?!

– დასასრულის.

– დასასრული არ არსებობს.

– როგორ თუ არ არსებობს?!

– ისე, რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას.

– მაშ, რატომ წერ ნაღვლიანად, როცა შენი მოთხრობის გმირები კვდებიან?

– რა ვიცი, მაინც მეცოდებიან.

– თუ გეცოდებიან მაშინ რატომღა კლავ?

– კვდებიან და რა ვქნა. წესით არ უნდა ვნაღვლობდე.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ყოველი არსი თვითონ ეძებს თავის დასასრულს. ესაა მიზანი, მაგრამ ხომ გითხარი დასასრული არ არსებობს მეთქი.

– მაშ რატომ ტირიან ადამიანები?

– ეშინიათ და იმიტომ.

– რისი ეშინიათ?

– დასაწყისის. ვისაც არ ეშინია, ის არც ტირის.

– მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს?

– თავის თავი ჰყავს მის ადგილას წარმოდგენილი. მკვდარი არ ტირის იმიტომ, რომ სიკვდილი უკვე დასაწყისია.

– იქნებ მაგიტომ არ ტირიან?!

– მაშ, რატომ?

– შეიძლება სხვაგნიდან ვართ მოსული და რაკი ვეღარ წავედით ტირილითაც იმიტომ ვტირით, აქ რომ ვრჩებით.

– ეგ რამ გაფიქრებინა?

– ეკლესიებმა. ხედავ როგორ არის ზოგი აშენებული?! ცაში ასაფრენად გამზადებულ რაკეტას ჰგავს. ჩვენ შიგნით შევდივართ და ვლოცულობთ. რატომ? იქნებ ისევ ცაში ამაღლება გვიდა და რომ არაფერი გამოგვდის და მიწას ვაბარებთ ერთმანეთს – ვტირით.

– მაგრამ რატომ არ განმეორდა?

– რა?

– შენ ხომ თქვი, რომ შენში რაღაცები მეორდება. რატომ არ განმეორდა ციდან აქ მოსვლა?

– შეიძლება ოდესმე ისიც განმეორდეს.

– და თუ განმეორდა, მაინც იტირებ?

– არ ვიცი. მე საერთოდ არ ვიცი რატომ ტირის ადამიანი.

– იმიტომ რომ თავისუფლება უნდა.

– მერე აღარ იტირებს?

– არა. თავისუფალ კაცს დასაწყისისა არ ეშინია.

– დაწერე რა.

– რა?

– მოთხრობა დაწერე ჩემზე.

– შენც რომ შემომაკვდე ბოლოს?

– არა. იცი როგორ დაწერე?

– როგორ?

– ვიცხოვრე დედამიწაზე, დიდხანს ვიცხოვრე, დაახლოებით ას წელს.

– მერე?

– ამ ასი წლის განმავლობაში ხშირად ისეთ რაღაცებს ვაკეთებდე, რაც ოდესღაც გაკეთებული მქონდა.

– მერე?

– ერთ დღეს ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა. მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავეყვანე. ჩავჯექი და წავედი ცაში. დაწერ?

* * *

დავწერე…

ნუ განვიკითხავთ…

ნუ განვიკითხავთ…

ოცდაათ ვერცხლად გაიმეტა იუდამ ქრისტე!..
ოცდაათ ვერცხლად…
ო, რა იცოდა იმ ცოდვის შვილმა,
რომ ამ ვერცხლებზე ქრისტეს კი არა,
საკუთარ სხეულს,საკუთარ სულს აძლევდა ეშმას!
იუდას ცოდვა ჟრუანტელს გვგვრის,-
ეს როგორ ჰქნაო?!.
თუმცა… სჯობია
სხვის თვალებში ბეწვების ძებნას
საკუთარ თვალებს დირეები ჩამოვაშოროთ და
ჩავიხედოთ ჩვენივ სულის ლაბირინთებში,-
ჩვენ არ ვყიდით ნაზარეველს?!-
მერე- რამდენჯერ…
რამდენჯერ ვყიდით განურჩევლად
დარსა თუ ნისლში…
მან სისხლის ფასად გამოგვიხსნა ჯოჯოხეთიდან,-
ჩვენ ჩალის ფასად არც კი გვიღირს
მცნებანი მისნი და…
ვყიდით ჯვარცმულს ცრუ სიტყვებზე,ვნებათღელვაზე,
ვყიდით შაურად,ორ შაურად თუ ბრილიანტზე,-
ვყიდით ოქროზე,ვყიდით ვერცხლზე,ვყიდით ნამუსზე,
სადაც და როგორც დაგვჭირდება,
ჩვენ ვყიდით ისე!…
ნუ განვიკითხავთ ნურასოდეს ისკარიოტელს,
რამეთუ იმან მხოლოდ ერთხელ გაჰყიდა ქრისტე!

ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი

ყველაფერი ერთად-ნაზავი

მოკლედ პირველი ოქტომბრის შემდეგ ბევრი რამე მოხდა კარგიც და ცუდიც ვინერვიულეთ 21 დეკემბერზე, დაბნელდება დავიხოცებითო, მაგრამ, როგორც ხედავთ,ახლაც ცოცხლები ვართ და ამ პოსტსაც ვბეჭდავ.ახლა ვხვდები, როგორ მომნატრებია თურმე დაპოსტვა..მომენატრა ჩემი საყვარელი ვარდისფერი ბლოგი, წერა მომნატრებია, თუმცა არ მაკლდა ამ დღეებში წერა,უნივერსიტეტში გამოცდები,პრეზენტაციები, მოკლედ ყველაფერი თავზე მეყარა.ხოდაა….დიდი დიდი 1 თვის წინ ვნახე ფეისბუკის გვერდზე აპლიკაცია ახალგაზრდული პარლამენტის შესახებ,დამაინტერესა და შევავსე..ხოდა 3 დღის წინ მომივიდა ესემესი,გილოცავთ თქვენ შერჩეული ხართ ბანაკისთვისოოო ასეთი შინაარსი ჰქონდა…ხოდა ახლა ვზივარ მდივანზე..გვერდზე კი მიზის მეგობარი, რომელიც აქ ბაკურიანში გავიცანი..,რომელმაც შესანიშნავად იცის ცეკვა…დიახ.. ახლა მე ბანაკში ვარ, გაციებული, სიცხით, თავის ტკივილით  და რავიცი კიდევ ბევრი რამე ერთად ნაზავი…წარმოიდგინეთ ახლა ვაცდენ შეჯიბრს, რომელზეც ძალიან მინდა ვიყოო…ამ წამს ერთი ჭიქა არაყიც გადავკარით..თავი აღარ მტკივა პრინციპში..საღამოს პრეზენტაცია უნდა წარვადგინო წარმომიდგენია, როგორი იქნება.. თუ ამიტყდა ცემინება მერე კი იქნება ღადაობა…მოკლედ გავიქეცი ახლა და საღამოთი მოგახსენებთ დღევანდელ ამბებს….<3

წერილი ტოკიოდან…

ვფიქრობ, რომ ის რის დაწერასაც ახლა ვაპირებ ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის…..აბა დავიწყებ 😀 😀 😀

საბურო სუძუკი გვწერს ქართველებს:

მე ვცხოვრობ ამომავალი მზის ქვეყანაში,როგორც მარკო პოლო ამბობდა:”იაპონია-ამომავალი მზის ქვეყანაა,ჰარმონიის და სიმშვიდის:”.ამ წერილში მე მინდა მოგიყვეთ, იაპონიის ტრადიციებზე და სტუმართმოყვარეობაზე.

იაპონელები ძალიან პუნქტუალურები არიან,მათ არ უყვართ დაგვიანება,თუ შეხვედრის დრო დაგინიშნეს 9:00 -ზე ცუნამმაც და წყალდიდობამაც არ უნდა შეგიშალოთ ხელი დროულად მისვლაში.სტუმრათ მისვლისას აუცილებლად იყიდეთ საჩუქარი,მაგრამ დაიმახსოვრეთ იაპონიაში მიღებული არაა ერთდროულად 4 რამის ჩუქება, რადგან იაპონიაში ციფრი 4 სიკვდილთან ასოცირდება.ამიტომ აარჩიეთ რაიმე არც თუ ისე დიდი საჩუქარი და ისე მიდით სტუმრად.უნდა იცოდეთ, რომ იაპონელებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საჩუქრის შეფუთვას…მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ შესაფუთი მასალა არ უნდა იყოს თეთრი ფერის, რადგან იაპონელებისათვის თეთრი ფერი სამგლოვიაროა.იაპონელის ოჯახში შესვლისას ფეხზე აუცილებლად გაიხადეთ,ნოხი რომელიც აგია კარების წინ მხოლოდ ტიტველი ფეხი უნდა დადგათ ან წინდა უნდა გეცვათ, ამიტომ თქვენი წინდა უნდა იყოს სუფთა და დირკების გარეშე 😀 😀 .ასევე არსებობს საერთო ჭამის რიტუალი, მამაკაცები ჭამენ მამაკაცის ჭურჭლიდან ,ქალები კი ქალის,ჭამამდე უნდა გაიწმინდოთ სახე და ხელები სველი ნაჩრით ,შემდეგ მიესალმოთ ერთმანეთს და მიირთვათ…ჭამის დროს შეგიძლიათ ისაუბროთ სავსე პირით,ამით დიასახლისი მიხვდება ,რომ თქვენ მოგეწონათ კერძი..ჭამის დროს არაა მიგებული ბევრის სმა და დიდი სადღეგრძელოების წარმოთქმა…ასევე ნუ დარჩებით  ოჯახში დიდი ხნით ,ისინი ადრე წვებიან დასაძინებლად…

30.01.09

რუსულიდან თარგმნა: სალომე ქიმერიძემ

როგორც ჩანს ძალიან დიდი განსხვავებაა ჩვენს და იაპონურ კულტურას შორის…რაც  ჩვენთან მიუღებელია მათთან მისაგებია….:D 😀 : D

იმედია მოგეწონათ ეს ინფორმაცია