ანალიტიკური სტატია

ანალიტიკური სტატია შედგება 5 ელემენტისგან:

1. ფაქტი – რა?

2. მოტივი – რატომ?

3. არგუმენტი – საიდან ჩანს?

4. შეჯამება – რის თქმის საშუალებას გვაძლევს არგუმენტი?

5. დასკვნა – საბოლოოდ რა დასკვნის გამოტანა შეიძლება მსჯელობის გათვალისწინებით?

უფრო კონკრეტულად:

1. ფაქტი – არის მთავარი სათქმელი, რის გარშემოც იშლება მთელი მსჯელობა. ფაქტი შეიძება იყოს მოვლენა ან აზრი, რომელიც უნდა დასაბუთდეს ან უარყოფილ იქნას;

2. მოტივი – არის იმ მიზეზთა ახსნა, თუ რატომ მოხდა ფაქტი, ან რამ განაპირობა აზრის ჩამოყალიბება;

3. არგუმენტი – არის ის მტკიცებულება ან კონკრეტული მაგალითი, რომელიც აღნიშნულ მოტივს ასაბუთებს;

4. შეჯამება – არის დასახელებული მიზეზების ერთგვარი ანალიზი და განზოგადება, ანუ ის, რის საშუალებასაც გვაძლევს არგუმენტები;

5. დასკვნა – არის მთლიანი მსჯელობის ერთგვარი შეჯამება.

• წერის ტექნიკის დაუფლების ერთ-ერთი მეთოდია ე.წ. გონებრივი იერიში (ბრეინსტორმინგი), რაც გულისხმობს ამა თუ იმ საკითხის გარშემო იდეების თავმოყრას;

• მთავარი თემის გარშემო რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩამოყარე ყველა ის იდეა, რომლებიც გაგიჩნდა განსახილველი საკითხის გარშემო. ლოგიკურ თანმიმდევრობას მოცემულ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა;

• როცა ამოგეწურება იდეები, ხელახლა წაიკითხე, გამიჯნე მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფომაცია და დაიწყე მოცემული ფრაზების ლოგიკურად დალაგება;

• ლოგიკურად დალაგებული საკითხები გაანაწილე შენთვს უკვე ნაცნობი სქემის მიხედვით: ფაქტი, მოტივი, არგუმენტი, შეჯამება, დასკვნა;

• კარგად გაიაზრე სქემის მიხედვით დალაგებული ინფორმაცია და ახლა დაფიქრდი, როგორ შეიძება ააგო მსჯელობა თითოეულ პუნქტში, ანუ ჯერ ინფორმაციას ახარისხებ სქემის მიხედვით, შემდეგ კი იქყებ შიდა დახარისხებას;

• შედეგად მიიღებ ლოგიკურად დალაგებულ აზრობრივ ჯაჭვს;

• ეს დაგეხმარება მსჯელობის აგებისა და წერის ტექნიკის ათვისებაში.

რაც შეეხება უშუალოდ სტატიის სტრუქტურას
სტატია შედგება 3 ნაწილისგან
 შესავალი
 სხეული( body)
 დასკვნა

შესავალი — სტატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი,. მოცემულ ნაწილში აუცილებელია დავაკმაყოფილოთ შემდეგი კომპონენტები
 საკითხის აქტუალურობა- თემის შემოტანის შემდეგ აუცლებელია დაარწმუნოთ მკითხველი რომ დროს ტყუილად არ დაკარგავს, რომ ეს მნიშნეოვანი და აუცილებლად განსახილველი საკითხია
 thesis statement- ანუ თქვენი თქვენი დამოკიდებულების დაფიქსირება. სწორედ სტატიის შესავალ ნაწილში უნდა აცნობოთ მკიითხველს თქვენი პოზიცია, ანუ რას უნდა ელოდოს სტატიისგან, მოცემული განცხადების დაფიქსირება ხდება ერთ წინადადებაში
 სტატიის სტრუქტურის წარდგენა- აღნიშნულ კომპონენტს ზოგი ავტორი თავს არიდებს ამიტომ სტრუქტურის წარდგენა აუცლებლობას არ წარმოადგენს, თუმცა სამეცნიერო ნაშრომში ყოველთვის უპრიანია წარადგინოთ სტრუქტურა, ანუ ის თანმიმდევრობა რომელსაც განიხილავთ სტატიის “სხეულის” ნაწილში
(გაითვალისწინეთ რომ შესავალი მოიცავს მხოლოდ ერთ აბზაცს)

სხეული __ სტატიის ანალიტიკური ნაწილი სადაც წარმოებს არგუმენტების და ფაქტების წარდგინება და ლოგიკური მსჯელობა. სხეულის ნაწილი თავისთავად არაეფექტურია თუ ის “ბუნებრივად” არ გამომდინარეობს “შესავალი” ნაწილისგან, ამიტომ მსჯელობის ჩონჩხი უნდა იყოს აგებული ნაკლებად აქტუალურიდან აქტუალურისკენ, ყველაზე აქტუალური მსჯელობა უნდა იყოს მოცემული სტატიის კულმინაციურ ნაწილში რის მერეც მოდის “კვანძის გახსნა” ანუ ლოგიკური მსჯელობის შეჯამება.

დასკვნა – მოცემულ ნაწილში წარმოებს სხეულის დასკვნით ნაწილში შეჯამებული მსჯელობის ტექსტის პერიფრაზი(სხვა სიტყვებით გადმოცემა) დაკსვნა უნდა გამომდინარეობდეს სტატიის შესავალი ნაწილისგანაც ( ან არ უნდა გამორიცხავდეს მას) კატეგორიულად დაუშვებელია დასკვნის ნაწილში ახალი არგუმენტის ან ფაქტის წარდგენა

გისურვებთ წარმატებებს

Advertisements

პრაქტიკული რჩევები მათ ვისაც ტრენერობა სურს

გამარჯობათ ყველას. დიდი ხანია რაც არ დამიპოსტია. დღეს გადავწყვიტე რამდენიმე რჩევა მიმეცა მათთვის ვისაც უწევს სემინარის ჩატარება.თავდაპირველი რჩევა არის ის რომ მოემზადება დაიწყეთ სემინარზე მუშაობის მომენტიდან, როდესაც გამოთქვით თანხმობა მის ჩატარებაზე ძირითადი რჩევები კი ასეთია

  •  იყავი ინფორმირებული  გაიგე რაც შეიძლება მეტი მონაწილეებზე,იმ პირობების შესახებ,რომელშიც მოგიწევს მუშაობა
  • იყავი ბუნებრივი — თავი აარიდე ნაკლებად გავრცელებულ სიტყვებს,უცხო იდეებს და.ა შ
  • გახსოვდეს, რომ ყოველთვის გაქვს უფლება გამოთქვა საკუთარი აზრი,მაგრამ ამას არ უნდა ქონდეს კატეგორიული ხასიათი
  • მიაქციე ყურადრება საკუთარ გარეგნობას და ქცევებს
  • იყავი წინდახედული — გადაამოწმე ყველაფერი წინასწარ
  • იყავი ყურადღებიანი  გრძნობდე სიტუაციას და უსმინე სხვებს
  • იყავი გაბედული,მტკიცე — თავი აარიდე ბოდიშების მოხდას და გრძელ ახსნებს
  • შეინარჩუნე ახლო ურთიერთობა მონაწილეებთან — რაც უფრო ახლო მით უკეთესი
  • არ დაკარგო კონტაქტი — შეინარჩუნე ვიზუალური კონტაქტი მსმენელტან,ყოველ მათგანსმიმართე ინდივიდუალურად
  • აკონტროლე სიტუაცია

და ბოლო რჩევა ტრენერებს და ჩემთვის ძალიან მისაბაძი

 

 ხალხს შეიძლება დაავიწყდეს,თუ რა თქვი შენ, მაგრამ მათ არასოდეს დაავიწყდებათ,თუ როგორ ეპყრობოდი მათ. 

ლიდერობა ახალგაზრდებში

ლიდერი არის პიროვნება, რომელსაც მოცემული ჯგუფის ინტერესების დასაკმაყოფილებლად ერთობლივი მოქმედებებისათვის, ინტეგრაციის მიზნით, ძალუძს სხვაზე ზემოქმედების მოხდენა.

ლიდერობა მუდამ იყო და იქნება აქტუალური ჩვენს საზოგადოებაში. ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები მუდამ იბრძვიან ლიდერობისთვის კონკრეტულ სფეროში. ხშირად არცთუ ისე კარგი ხერხებით, ცდილობენ ლიდერობის მოპოვებას.

როგორი უნდა იყოს ნამდვილი ლიდერი? უპირველესი პირობა ლიდერისა უნდა იყოს: ბუნებრივი, რომ ადვილად შეძლოს თანამშრომლობა საზოგადოებასთან, ასევე აუცილებელია იყოს წინდახედული და ყურადღებიანი, რადგან ეს გამარჯვების უპირველესი საწინდარია. უნდა ითვალისწინებდეს უმრავლესობის აზრს, ამით კარგ ურთიერთობას დაამყარებს ჯგუფის წევრებთან, ასევე უნდა იყოს  გაბედული და მტკიცე, სასურველია ლიდერს ახლო ურთიერთობა ჰქონდეს ჯგუფის წევრებთან. უნდა იყოს ბრძოლისუნარიანი, რადგან ამის გარეშე არ არსებობს პროგრესი. კარგი ლიდერი ასევე უნდა იყოს მიზანდასახული, რადგან ადამიანებს არ მოსწონთ მუშაობა მიზნის გარეშე. ლიდერი უნდა ექცეოდეს ჯგუფის წევრებს ისე, როგორც სურს, რომ მოექცნენ მას.

 „ ხალხს შეიძლება დაავიწყდეს, თუ რა თქვი შენ, მაგრამ მათ არასოდეს დაავიწყდებათ, თუ როგორ ეპყრობოდი მათ. “

ლიდერმა უნდა აგრძნობინოს თავის თანამშრომლებს, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია მისთვის, არ გასცეს მათზე ბრძანებები, არ გააკრიტიკოს ისინი სხვა პირის თანდასწრებით და კრიტიკის დროს უნდა მიუთითოს შეცდომების გამოსწორებაზე და არა ბრალდებაზე, უნდა შეაქოს ისინი სახალხოდ, აღიაროს მათი წარმატებები თანამშრომლების წინაშე და ბოლომდე მოუსმინოს ადამიანებს, თუკი მათ საკუთარი იდეები გააჩნიათ. ლიდერობა ახალგაზრდებში აქტუალურია. ყველა მოზარდს სურს იყოს ლიდერი სკოლაში, მეგობრებში. როდესაც ხდება ლიდერის არჩევა და შენ ვერ ხდები ლიდერი, ახალ ლიდერს ისე უყურებ თითქოს უმაქნისი იყოს, რადგან შენი სურვილი ლიდერობაზე იმდენად დიდი იყო, რომ ვერ ხედავ ლიდერის ძლიერ მხარეებს და გსურს ყურადღება მხოლოდ მის უარყოფით მხარეებზე გაამახვილო.

„ ყველაზე საუკეთესო ხელმძღვანელების გვერდით ყოფნას ადამ, იანები ვერ ამჩნევენ: კარგებს პატივს სცემენ და აფასებენ, ცუდების ეშინიათ, ყველაზე ცუდი ხელმძღვანელები ადამიანებს ეზიზღებათ, როდესაც ყველაზე კარგი ხელმძღვანელი ასრულებს თავის მუშობას, ადამიანები ამბობენ: ჩვენ ეს გავაკეთეთ თვითონ?

მსოფლიოსმასშტაბითძალიანბევრილიდერიშეიძლებაგამოვარჩიოთ, თუმცამაგანპირადადმეჩემვისმისაბაძადამიანადდავასახელებდიმაჰათმაგანდის,რომელმაცპირველმამოუწოდახალხსმშვიდობიანიგაფიცვისკენინდოეთისისტორიაშისწორედმისდროსგააქტიურდაქალისროლიპოლიტიკაში. დარწმუნებულივარ, რომ  არამისინაადრევისიკვდილი,კიდევბევრსასიკეთოცვლილებებსგანახორციელებდაიგიინდოეთშიდადღესინდოეთიიქნებოდაუფროგანვითარებულიქვეყანა. ქალებსშორისკიგამოვარჩევდიმარგარეტტეტჩერს, სწორედმანშეძლოსხვალიდერებანერთად.  „  სექსუალურირევოლუციისშეჩერება,  რომელმაც  ბევრი პრობლემა და დაავადება წარმოშვა, რომელთა წინაშეც დღესაც უძლურია მედიცინა.

ასე რომ ჩემო მეგობრებო იმისთვის რომ იყოთ კარგი ლიდერები გაითვალისწინეთ ზემოთ აღნიშნული რცევები და იქნებით ყველასათვის მისაბაძი ლიდერი 

კონფლიქტის მართვის სტილები…

  • კონფლიქტის თავიდან აცილება: თავის არიდების მეთოდი,ანუ როგორც მას კიდევ უწოდებენ-კონფლიქტიდან გასვლის ტაქტიკა

  • ძალადობა:ძალისმიერი,მეთოდი ანუ ძალით ჩახშობა,გარკვეული აზრით თავის არიდების მეთოდის საპირისპიროა.მართალია,ძალადობის პრინციპი კონფლიქტის გადაჭრის ყველაზე სწრაფი ტაქტიკური ხერხია,მაგრამ სტრატეგიულად კონფლიქტის ამგვარი გადაწყვეტა ნაკლებ ეფექტურია.

  • სეგრეგაცია(დაშორიშორება): სეგრეგაციის შემთხვევაში კონფლიქტი გადაიჭრება დაპირისპირებულ მხარეთა ერთიერტქმედების შეწყვეტის ურთიერთობის გაწყვეტის გზით.

  • შერიგება.მოლაპარაკებები:ჩ კონფლიქტანტებმა მშვიდობას შეიძლება დაპირისპირების შეწყვეტით მიაღწიონ.მსოფლიო პრაქტიკაგვიჩვენებს, რომ შერიგება  ხდება მხოლოდ მოლაპარაკებებით დაპირისპირებულ მხარეებს შორის,რომლებიც მხარეთა შემდგომი ქცევის შესახებ შეთანხმებული გადაწყვეტილებით მთავრდება.

მსოფლიოს თანამედროვე 7 საოცრება

1) ჩინეთის დიდი კედელი

მშენებლობა მიმდინარეობდა ძვ.წ. მე-3-დან ახ.წ. მე-17 საუკუნემდე, სხვადასხვა დინასტიების მონღოლთა, თურქთა და სხვა მომთაბარე ტომთაგან თავდასხმებისგან დასაცავად. ამ პერიოდში რამდენიმე კედელი აშენდა, თუმცა მათ შორის ყველაზე განთქმულია დიდი კედელი აგებული ძვ.წ 220-200 წლებში პირველი იმპერატორი ქინ ში ჰუანდის მიერ (ის უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა ვიდრე მინის დინასტიის დროს აგებული ამჟამინდელი დიდი კედელი და მისგან თითქმის არაფერი შემორჩა).

მსოფლიოში ყველაზე გრძელი და განსაცვიფრებელი ნაგებობის, ჩინეთის დიდი კედლის გარეგნული სილამაზისა და გრანდიოზულობის მიღმა ბევრი ამოუცნობი საიდუმლოება იმალება. ცოცხლად ჩატანებული მეომრები, დაკარგული საგანძური, მიწისქვეშა სამალავები, უცხოპლანეტელებთან კავშირი და ა.შ. – ეს ყველაფერი ჩინეთის დიდი კედლის დღემდე იდუმალებით მოცული მხარეა. 7 ათას კილომეტრამდე სიგრძის კედელი შანხაის გასასვლელიდან ბოხაის ზღვამდეა გადაჭიმული.

 2) თაჯ-მაჰალი

აგებული 1631-1654 წლებში დაახ. 20.000 მუშის მიერ. მუღალთა იმპერატორი შაჰ ჯაჰანით შეკვეთის თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი.

თაჯ-მაჰალი მუღალთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება, ამ სტილში გაერთიანებულია ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურის ელემენტები. მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო.
თაჯ-მაჰალის ყველაზე ნაცნობი ელემენტია თეთრ გუმბათიანი მარმარილოს მავზოლეუმი, თუმცა ეს ინტეგრირებულ სტრუქტურათა კომპლესის მხოლოდ ერთი ნაწილია.

 3) ჩიჩენ-იცა

ვრცელი კოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლი მექსიკის ტერიტორიაზე, კერძოდ იუკატანის ნახევარკუნძულზე, აგებული მაიას ცივილიზაციის მიერ.

ჩიჩენ-იცა მნიშვნელოვანი რეგიონული ცენტრი იყო ჩრდილოეთ მაიას გავაკებაზე გვიანდელი ანტიკურიდან ადრეულ პოსტკლასიკურ პერიოდამდე. ამ არემარეში მრავალი არქიტექტურული სტილია წარმოდგენილი, ცენტრალური მექსიკისთვის დამახასიათებელი ე.წ. მექსიკანიზებული სტილიდან პუუკის სტილამდე, რომელიც გაბატონებული იყო პუუკის მაიას ჩრდილოეთ დაბლობებზე. თავდაპირველად ცენტრალური მექსიკის სტილის არსებობა ამ რეგიონში დაპყრობების გავლენა ეგონათ, თუმცა თანამდეროვე ინტეპრეტაციით ეს უფრო კულტურული დიფუზიის შედეგი უნდა ყოფილიყო.

არქეოლოგიური მონაცემები, როგორიცაა ხანძრის ნიშნები რამდენიმე მნიშვნელოვან ნაგებობასა თუ არქიტექტურულ კომპლექსზე, მიანიშნებს, რომ ჩიჩენ-იცას დაქცევის მიზეზი სისხლიანი უნდა ყოფილიყო. ჩიჩენ-იცას ჰეგემონიის დაკნინების შემდეგ, რეგიონულმა ცენტრმა იუკატანზე მაიაპანში გადაინაცვლა.

 4) ქრისტეს ქანდაკება

მდებარეობს რიო-დე-ჟანეიროში მთა კორკოვადოს წვერზე. იგი მთლიანად დამზადებული არის რკინაბეტონით და რეცხვადი ქვით. ქრისტეს ქანდაკების ზუსტი ზომებია: სიმაღლე – 38მ, ამასტანავე კვარცხლბეკი – 8მ, წონა – 1145ტ, გაშლილი ხელების სიგრძე – 30მ. ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში არის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და პოპულარული მონუმენტი მსოფლიოში. ყოველ დღე მილიონობით ტურისტი ადის მის კვარცხლბეკზე საიდანაც იშლება გასაოცარი ქალაქის პანორამა.

ქანდაკების აშენებაში მონაწილეობდა მაშინდელი რიო-დე-ჟანეიროს არქიეპისკოპოსი დონ სებასტიან ლემე. ქანდაკების მშენებლობა გაგრძელდა დაახლოებით ცხრა წელი – 1922-დან 1931 წლამდე. ქანდაკების პირველი ესკიზი შეიმუშავა მხატვარმა კარლოს ოსვალდმა. სწორედ მან მოიფიქრა რომ ქანდაკება ყოფილიყო გაშლილი ხელებით ლოცვის ნიშნად, ამის შედეგად ქანდაკება გამოიყურებოდა როგორც დიდი ჯვარი. საწყის ვარიანტში ქანდაკების კვარცხლბეკი უნდა ყოფილიყო დედამიწის ფორმის. საბოლოო პროექტი შეიმუშავა ბრაზილიელმა ინჟინერმა ჰექტორ და სილვა კოსტამ.

 5) მაჩუ-პიკჩუ

მაჩუ პიკჩუს მშენებლობა დაიწყო დაახლოებით 1430 წელს და სავარაუდოდ დასრულდა 1462 წელს, ქვიანი მთაგრეხილის ერთ-ერთ მთაზე – მაჩუ პიკჩუზე და უაინა პიგჩუზე, ცენტრალური ანდების აღმოსავლეთით, პერუს სამხრეთით. მისი ნამდვილი სახელია პიკჩუ ან პიჩო. ქალაქის მშენებლობის დასრულებიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ, ესპანელი დამპყრობლების გამოჩენის პერიოდში, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო, ინკებმა ქალაქი მიატოვეს. მას შემდეგ ის საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო, სანამ 1911 წელს იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა ხელახლა აღმოაჩინა ის. უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა მოსაზრება, რომ ქალაქი ბინგემამდე რამოდენიმე წლით ადრე, 1867 წელს იქნა აღმოჩენილი გერმანელი ბიზნესმენის, ავგუსტო ბერნსის მიერ. გარდა ამისა, არსებობს ნივთმტკიცება, რომ მაჩუ პიკჩუ ბინგემამდე იხილა ბრიტანელმა მისონერმა თომას პეინმა და გერმანელმა ინჟინერმა ჯ.მ. ვონ ჰასელმა. ნაპოვნი რუქები ადასტურებს, რომ ქალაქი 1874 წლისათვის უკვე ცნობილი იყო პირველი ევროპელებისათვის.

 6) კოლოსეუმი

იგანტური ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი (ახ. წ. 75 – 80), გეგმით ელიფსური შენობის (სიგრძე 190 მ, სიგანე 156 მ) შუაში მოთავსებული არენის ირგვლივ 4 იარუსად, საფეხურისებრ, განლაგებულია მაყურებელთა ადგილები (დაახლოებით 45-დან 50 ათასამდე). ძირითადად ეთმობოდა გლადიატორების ბრძოლის სანახაობებს. კოლოსეუმი მდებარეობდა რომაული ფორუმის მარჯვივ და მისი მშენებლობა დაიწყო ძვ. წ. 70-სა – ძვ. წ. 72 წელს იმპერატორ ვესპასიანეს ზეობის დროს. კოლოსეუმის მშენებლობა დასრულდა იმპერატორი ტიტუსის დროს და შემდგომი ცვლილებები შეტანილი იქნა იმპერატორი დომიციანეს ზეობისას.

 7) ეიფელის კოშკი

სტრუქტურა შენდებოდა 1887-89 წლებში როგორც ექსპო-იუნივერსელის შესასვლელი (1889), მსოფლიო გამოფენა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმებოდა. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია 48°51′29″N, 2°17′40″E. კოშკის ინაუგურაცია მოხდა 1889 წლის 31 მარტს, ხოლო საზოგადოებისთვის კი ის 6 მაისს გაიხსნა. 300-მა მუშამ ააწყო 18.038 ლითონის (სუფთა სტრუქტურული ფოლადის ფორმა) ნახვრეტებიანი კონსოლი, გამოიყენეს რა 2.5 მილიონი ჭანჭიკი, მორის კოხლინის სტრუქტურის პროექტით.

კომუნიკაციის 10 ძირითადი პრინციპი

 10 ძირითადი პრინციპი

1. იცოდე შენი აუდიტორია

2.პატივი ეცი შენს აუდიტორიას და ნუ გააკრიტიკებ

3.ზუსტად იცოდე რისი მიღწევა გინდა

4.მოიფიქრე და ორგანიზებულად იმოქმედე

5.იყავი აუდიტორიის ყურადღების ცენტრში

6.ყურადღება მიაქციე როგორ გადასცემენ ინფორმაციას შენი სახე და სხეული არავერბალურად

7.იყავი მზად საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის და იმის მოსასმენად რაც არ იცი

8.მოისმინე ყურადღებით ყველა გამოხმაურება

9.მოახდინე აზრის კონცენტრაცია მასზედ,რასაცგინდა მიაღწიო და ნუ გადაერთობი

10.მიაღწიე იმას,რომ აუდიტორიამ აგიხსნას ის,როგორ ესმით შენი ნათქვამი. 

ლტოლვილი-დევნილი…

სანამ წერას დავიწყებდე მინდა ერთი რამე..ვთქვა..ხშირად ყოფილა სიტუაცია ,რომლის დროსაც ადამიანებს შეშლიათ ლტოლვილისა და დევნილის მნიშვნელობა ერთმანეთში..ადამიანები ხშირად ვერ ითავისებენ მათ სწორ მნიშვნელობას და შეცდომით ხმარობენ საუბრის დროს ამიტომ გადავწყვიტე რომ მათი განმარტება დამედო ჩემს ბლოგზე

ლტოლვილები– არიან ის ადამიანები,რომლებსაც მოუხდათ გაქცევა სხვა ქვეყანაში იმ მიზეზით,რომ თავიანთ ქვეყანაში მათი სიცოცხლე და ღირსება საფრთხის ქვეშ დადგა….

 

დევნილები– (ადგილნაცვალი პირები )არიან ის ადამიანები,რომლებსაც აგრეთვე დატოვეს თავიანთი სახლები და ძველი ცხოვრება,ოღონდ გადასახლების შემდეგ იმავე სახელმწიფოს ფარგლებში დარჩნენ

იმედია ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სასარგებლო იქნება თქვენთვის