მოსწავლეთა უფლებები და “მოვალეობები”

ამ ბოლო ხანებში ხშირად მომხდარა კომფლიქტი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის.ხშირად ისმის სიტყვა მოსწავლეებიდან”მე მაქვს უფლებები”  მაგრამ მათგან არასოდეს არ გამიგია “მე ვალდებული ვარ”  “ჩემი მოვალეობაა”…ამიტომ გადავწყვიტე ჩემს ბლოგზე განვათავსო ინფორმაცია მოსწავლეთა უფლებებზე და მოვალეობებზე….რათა უფრო კარგად გაიგონ მათი უფლებები და მოვალეობები….

 სკოლის შინაგანაწესი

 თავი 3. სასკოლო პროცესში მონაწილეთა უფლება- მოვალეობები                                                                                                                                                           მუხლი 6. მოსწავლეთა უფლებები და მოვალეობები.

1.სკოლის მოსწავლეს უფლება აქვს:

ა) მიიღოს განთლება მისთვის მისაღები და კანონით დადგენილი წესით;

ბ)მიიღოს ინფორმაცია მასწავლებლისგან საკუთარი აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ;

გ)ისარგებლოს სკოლის ქონებით განათლების მიღების მიზნით,შინაგანაწესის განზაზღვრული ფორმით;

დ)თავისუფლად გამოთქვას აზრი და სურვილისამებრ მიიღოს მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში და სხვადასხვა ღონისძიებებში;

ე) მოითხოვოს ნებისმიერი საკითხის განხილვა კლასის მშობელთა კრებაზე,პედ.საბჭოს სხდომაზე და დაესწროს საკითხის განხილვას; 9

ვ) დაცული იყოს ყველა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლისაგან; გააპროტესტოს მის მიმართ უსამართლო მოპყრობა.

ზ)ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა საპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი სამუშაო დრო გაცდენილი მასალის ჩასათვლელად.

2. მოსწავლე ვალდებულია:

ა) ყოველდღიურად მზად იყოს გაკვეთლილისათვის და იაქტიუროს გაკვეთილზე;

ბ)პატივისცემით მოექცეს ამხანაგებს და უფროსებს;იყოს ზრდილობიანი და დაიცვას ჰიგიენური მოთხოვნები;

გ) შეასრულოს მის მიმართ კანონიერი მოთხოვნა დაიცვას შინაგანაწესი და მოსწავლეთა ქცევის კოდექსი.

დ)ატაროს სასწავლო ნივთები; გაუფრთხილდეს სკოლის და ამხანაგების ქონებას.

ე) სკოლაში არ შემოიტანოს რაიმე სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღად, სანთებელა ან ასანთი, ალკოჰოლური სასმელები,ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული, აზარტული თამაშის საშუალებები, უხამსობის ამსახველი ნივთები, ნარკოტიკული საშუალებები, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებები, რაიმე სახის წამალი სკოლის ექთნის ნებართვის გარეშე; არ მოიხმაროს მობილური ტელეფონი სასწავლო პროცესის დროს.

ვ)გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა ან მშობლის განცხადება.(წინააღმდეგ შემთხვევაში გაცდენილი საათები ჩაეთვლება არასაპატიოდ)


Advertisements