“ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის უცნობი ეპიზოდები ”

აფხაზეთის ომი

აფხაზეთის ომის მონაწილე მერაბ გოგუა:


   ვიბრძოდი გულრიფში მე-6 სატანკო ბატალიონში. ბრძოლის დასრულებამდე ჩვენი ბატალიონი წინა ხაზზე იყო,თითქმის ყველა დაიღუპა,ბევრი საკუთარი ხელით მივაბარე მიწას: დოცოშვილივახო,ბზიკაძევახო,ბჟალავაავთო,მერაბჩიტაია.  მხოლოდ მე ვარ ცოცხალი,ესენი ბრძოლის ბოლო დღეს დაიღუპნენ,მათი  საფლავები არაა ცნობილი, დაკარგულებად ითვლებიან

      ბოლოწუთამდევერ ვიჯერებდით,რომვმარცხდებოდით. ჩვენთვის მხოლოდ ბრძოლის ველი არ იყო აფხაზეთი,ეს ჩვენი სამშობლო იყო.რამოდენიმე კილომეტრში ოჯახები გველოდნენ,მხოლოდ მათი გადარჩენის გამო დავტოვე აფზაზეთი, ხელში აყვანილი უღელტეხილზე ფეხით გადმოვიყვანე ჩემი სამი წლის შვილი და ჩემი დაღუპული ბიჭების  შვილები.მას მერე მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს: ოღონდ დავბრუნდე აფხაზეთში და სიცოცხლეს არც ახლა დავზოგავ.

საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის უცნობი ეპიზოდები

აგვისტოს ომი.

ქარელის რაინ სოფელ ავნევიდან ზალინა კაბისოვა:

     ჩემი სოფელი ავნევი ოსური სოფლების გარემოცვაშია,ამიტომ ომი ჩვენთვის გაცილებით ადრე დაიწყო. სულ შიშით ვცხოვრობდით. ოსური მხრიდან 1-2 აგვისტოს დაიწყო სროლები, ისროდნენმაშინ, როდესაც არ მოველოდით.5-6 აგვისტოს შუადღიდან დაღამებამდე ისროდნენ.

     სწორედ მაშინ როდესაც მოსახლეობა გარეთ იყო, სროლის დროს ორი მეზობელი დაიჭრა შოთა ქოქოევი გულმკერდის არეში და დიტო დავითიძე მსუბუქად. ქუჩაში ვეღარ გავდიოდით.ამ პერიოდში აგვიფეთქეს მაგთიკომის ანძა და კონტაქტი დავკარგეთ სამყაროსთან. ღამღმობითსარდაფებში ვიმალებოდით და გარეთ გამოსვლას ვერ ვბედავდით. 7 აგვისტოს ორი ადამიანი მოკლეს.

8 აგვისტოს თქვეს : რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ცხინვალი დაიკავეს “ჩვენიაო”.8 აგვისტოს შემოვიდნენ ჩვენი ჯარისკაცები სოფელში,  3-სთ იქნებოდა, როდესაც რუსმა სამხედროებმა დაბომბეს ჩვენი სოფელი. 2 ბომბი დაეცა ჩემს სახლს, ვხედავდი როგორ იწვოდა. დაბომბის შედეგად დაიჭრა ჩემი მეუღლე. ომის დროს რუსი სამხედროები ძარცვავდნენ სახლებს. ერთი მოხუცი კაცი იმყოფებოდა სახლში, წინააღმდეგობა გაუწია რუს სამხედროებს და მათაც დაწვეს სახლი, რომელშიც ეს კაციც იმყოფებოდა.ვინც წინააღმდეგობას უწევდა ხვრეტდნენ.

მოსახლეობამ დიდი როლი ითამაშა დაჭრილების პირველადი დახმარების აღმოჩენაში.8-აგვისტოს მოვახერხეთ ავნევიდან წამოსვლა, მას შემდეგ ხაშურში ვცხოვრობთ. ჩვენი ხელისუფლება შეეცადა ნორმალური პირობები შეექმნა ჩვენთვის ,თუმცა საკუთარ სოფელს და სახლ-კარს ვერავინ შეგვიცვლის.

“ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის უცნობი ეპიზოდები ”

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ,ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მტკივნეული ფურცელია. ძალზედ ბევრი ფაქტი არის ცნობილი ამ თემასთან დაკავშირებით ,დაწყებული 1921 წლის თებერვლიდან 2008 წლის აგვისტომდე .ჩვენც ბევრი რამ გავიგეთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე სხვადასხვა წყაროებიდან , მაგრამ არ ვიცით იმ ადამიანთა შესახებ, რომლებიც უშუალო მონაწილეები იყვნენ  ამ მოვლენებისა
 

ერედვიდან ცისია გოგუა:

24 წლის ვარ.დავიბადედრანდაში, აფხაზეთში . 6 წლის ვიყავი აფხაზეთის ომის დროს. ფეხით 10 დღის განმავლობაში წვიმასა და თოვლში მშობლებთან ერთად გადმოვიარე უღელტეხილი. საოცრად მკაფიოდ მახსოვს ყველაფერი,ცუდიმოგონებაა,თუმცა არ მავიწყდება  ვხედავდი უამრავ გამწარებულ ადამიანს,მოხუცები საკაცით მიჰყავდათ,ბავშვები ზურგზე აკიდებული.ერთ ღამეს ჩვენს გვერდით მოხუცი ქალი იწვა, დილით მკვდარი  დაგვხვდა .მოვდიოდით მშივრები, ამ დროს თვითმფრინავმა გადაიფრინა და ფუთები ჩამოყარა,ვიღაცამ ხეობიდან ფუთები ამოიტანა , რომ გახსნა თურმე პური იყო. ბავშვებს დაგვირიგეს,დღესაცარ დამავიწყდება იმ პურის გემო.თოჯინა მყავდა ,ბაბუამ გადამიგდო და მითხრა:“შენი თავი ვერ მოგყავს ,ეგ რათ გინდაო“.ტირილით ჩავედი დაღმართში და თოჯინა გულში ჩახუტებული ამოვიყვანე,ის თოჯინა დღესაც მაქვს.  ბედისწერამ ბავშვობის ის მწარე დღეები კვლავ გამახსენა.ჩემი მეუღლე ერედველია ,აგვისტოს  ომის დროს და ომამდეც ერედვს იცავდა.ხელმეორედ განვიცადე შიში და სასოწარკვეთა,როცა რუსული თვითმფრინავების დაბომბვისას ვტოვებდით სოფელს.თუ მაშინ თოჯინას ვიხუტებდი გულში, ახლა მხოლოდ ერთზე ვფიქრობდი,ჩემს შვილზე, რომელიც ჩემს სხეულში იყო.ისევგადავრჩით. დღეს 2 შვილი მყავს ცოტნე და დემეტრე.ვცხოვრობ რუსთავში  არ ვიცი,რა იქნება მაშინ,როდესაცჩემი შვილები გაიზრდებიან,დახვდებათთუ არა გაერთიანებული საქართველო,მაგრამ ვიცი თუ საჭირო იქნება,ისინიც წარბშეუხრელად დაიცავენ თავის ქვეყანას.