ლაკროსი

არ ვიცი იცით თუ არა სპორტის ეს სახეობა მაგრამ მე პირადად ძალიან მომწონს…..საიდან გავიგე ამი სპორტის შესახეებ? ვუყურებდი ფილმს  wild child თინეიჯერებზე.. სახალისო ფილმია… აი იმ ფილმში იყო ამ თამაშის ეპიზოდი  და ძალიან მომეწონა..ამ თამასს თამაშობენ, როგორც გოგონები, ასევე ბიჭები….გირჩევთ ამ ფილმს უყუროთ, ბოლოში მთლიანი თამაშია მოცემული და ძალიან სახალისოოოა…ახლა კი მინდა შემოგთავაზოტ ინფორმაცია ამ სპორტის სახეობაზე

ლაკროსი (ფრანგ. La crosse _ კვერთხი). გუნდური თამაში პეპლის საჭერისმაგვარი ჩოგნებითა და ტყავის ბურთით. თამაშობენ ხელოვნური გაზონით დაფარულ ჰოკეის მოედნებზე, ჰოკეისტების მსგავსად, ლაკროსის მოთამაშეებსა და მსაჯებს მუზარადები ახურავთ. თამაშის მიზანია მოწინააღმდეგე გუნდის კარში ბურთის შეგდება. ბურთს, რომლის დიამეტრია 8 სმ, ხოლო მასა _ 160 გ, მოთამაშეები ხელით იჭერენ და ისვრიან, ფეხს ურტყამენ და გადააქვთ ჩოგნების დახმარებით. ლაკროსი ჩრდილოამერიკელი ინდიელების (ჩეროკების, ჰურონების, იროკეზების) თამაშია. იგი პირველად 1630 წელს აღწერეს ფრანგმა იეზუიტებმა დღევანდელი კანადის ტერიტორიაზე. ინდიელების შესრულებით ეს თამაში გრანდიოზულ სამხედრო მანევრებს წააგავდა. მასში მთელი გვაროვნული კლანები, ტომები და სოფლები მონაწილეობდნენ.ერთი გუნდი რამდენიმე ასეულ, ზოგჯერ კი ათასზე მეტ მონაწილესაც ითვლიდა. კარები რამდენიმე მილით იყო დაშორებული ერთმანეთისგან, თამაში კი ხანდახან სამ დღეს გრძელდებოდა. ნიშანდობლივია, რომ ჩიროკების ენაზე ამ სპორტს “ომის უმცროსი ძმა ჰქვია”.
კანადაში ჩასახლებულმა ევროპელებმა ლაკროსის თამაში XIX საუკუნეში დაიწყეს და 1844 წელს მონრეალის ოლიმპიურმა კლუბმა გუნდიც ჩამოაყალიბა. თანამედროვე ლაკროსის მამად ითვლება ჯორჯ ბირსი, რომელმაც 1867 წელს თამაშის წესები შეადგინა. მან ჯანმრთელობისთვის საშიში ხის კეტი შეცვალა პეპლის საჭერისმაგვარი ჩოგნით, რომლითაც ბურთის დაჭერა და პარტნიორისათვის ზუსტად გადაწოდება გაადვილდა. ამავე წელს შეიქმნა კანადის ლაკროსის ეროვნული ფედერაცია. კანადელ ინდიელთა ნაკრები ინგლისს გაემგზავრა დედოფალ ვიქტორიასთვის ეგზოტიკური თამაშის საჩვენებლად. 1904 წლის სენტ-ლუისის (აშშ) და 1908 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ლაკროსი შეტანილი იყო, როგორც ოლიმპიური სახეობა, თუმცა მომდევნო ოლიმპიადაზე იგი მხოლოდ სადემონსტრაციო თამაშის სახით იყო წარმოდგენილი. ინგლისიდან ლაკროსი გავრცელდა შოტლანდიაში, უელსში, ირლანდიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ამ ინგლისურენოვანი ქვეყნების გარდა, დღეს ლაკროსს თამაშობენ შვედეთში, ჩეხეთში, გერმანიაში, არგენტინაში, კორეასა და იაპონიაშიც. 1974 წელს დაარსდა ლაკროსის საერთაშორისო ფედერაცია (ILF) და ჩატარდა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი (მელბურნი, ავსტრალია). ჩემპიონატები იმართება რეგულარულად, 4 წელიწადში ერთხელ. ლაკროსი სულ უფრო პოპულარული ხდება ქალთა შორისაც.

ჭადრაკი

ჭადრაკი კარგი თამაშია მათთვის ,ვისაც ფიქრი და აზროვნება უყვარს…ყოველთვის მინდოდა ჭადრაკი მესწავლა ,მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა..მაჟამად მივაგენი მას ,რაც ყველაზე მეტად მეშლებოდა ხოლმე,ჭადრაკის თამაშის დროს ეს იყოო სვლები ,რომლებსაც პაიკები აკეთებდნენ .ჩემო მეგობარო თუ გინდა ისწავლო ჭადრაკი შენისით აქ შესანიშნავი განმარტებააა ყველაფერში…იმედია ამ პოსტის საშუალებით ბევრი გაერკვევა და მათ შორის მეც ,თუ რა სვლებს აკეთებენ ეს პატარა და  ძლიერი პაიკები .ქვემოთ ასევე მოთხრობილია ჭადრაკის წარმოშობის ისტორია ,რომელმაც დიდ აღფრთოვანებაში ჩამაგდო…იმედია მოგეწონებათ.     
 
ჭადრაკი — ინტელექტუალური თამაში, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები. ჭადრაკი ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის, თვითკრიტიკის განვითარებას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას და სხვა. ჭადრაკის თამაშში მკაფიოდ ვლინდება პიროვნების ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებანი. ჭადრაკის პარტიას თამაშობს ორი პარტნიორი („თეთრი“ და „შავი“ ფიგურებით) კვადრატული, მუქი და ღია ფერის 64-უჯრედიან დაფაზე (ქვემო ნათელი უჯრედი მოთამაშის მარჯვენა მხარეს უნდა იყოს). ყოველ პარტნიორს აქვს 8 ფიგურა (მეფე, ლაზიერი, 2 ეტლი, 2 მხედარი, 2 კუ და 8 პაიკი).ყოველი ფიგურა „დადის“ გარკვეული წესების შესაბამისად და (მეფის გარდა) მისი აყვანა შეიძლება მოწინააღმდეგის ფიგურით. ფიგურის აყვანა სავალდებული არ არის გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა სვლით შეუძლებელია შეტევისაგან მეფის დაცვა. პარტიას იწყებენ „თეთრები“, სვლები კეთდება რიგრიგობით. თამაშის მიზანია მეტოქის მეფის დაშამათება, ე. ი. მისი ისეთ უიმედო მდგომარეობაში მოქცევა, როდესაც აღარ შეიძლება იერიშმიტანილი მეფის სხვა, უსაფრთხო უჯრედზე გადაყვანა ან თავისი ფიგურით მეტოქის მოიერიშე ფიგურისაგან დაფარვა. ოფიციალურ შეჯიბრებებში სვლების გასაკეთებელი დრო მკაცრად რეგლამენტირებულია და მისი კონტროლი ხორციელდება საგანგებო საჭადრაკო საათით. თუ მოთამაშემ გადააჭარბა გარკვეული სვლების გადაკეთებლად გამოყოფილ დროს, მას წაგება ეთვლება.
ჭადრაკის პარტიის მსვლელობა იწერება საგანგებო ნოტაციით და შემდეგ ქვეყნდება სათანადო კომენტარებით საერთო და საჭადრაკო პრესაში. ჭადრაკის თეორია შეისწავლის საჭადრაკო პარტიის დასაწყისის (დებიუტი), შუა თამაშის (მიტელშპილი) და დაბოლოების (ენდშპილი) გათამაშების ტიპურ ხერხებსა და სქემებს.

ჭადრაკის თამაშში უჯრიდან უჯრაზე ფიგურების გადაადგილებას სვლა ეწოდება. სვლები კეთდება თანამიმდევრობით. როგორც ავღნიშნეთ, პირველ სვლას აკეთებენ თეთრები, ხოლო იმას, თუ ვინ ითამაშებს თეთრებით, ადგენენ კენჭისყრის საშუალებით. სვლა კეთდება ერთი ფიგურით (გარდა ერთი გამონაკლისისა, რომელზეც შემდგომ მოგითხრობთ). ის არ შეიძლება დაიდგას უჯრაზე, სადაც უკვე დგას მისივე ფერის სხვა ფიგურა. ხოლო უჯრაზე თუ სხვა ფერის ფიგურაა, მაშინ შეგიძლიათ აიყვანოთ იგი და მის ადგილზე თქვენი დასვათ. ამ პროცესს აყვანას ან მოკვლას უწოდებენ. აყვანილი ფიგურა თამაშიდან გამოსულად ითვლება და მას დაფიდან იღებენ.

 მეფე ჭადრაკში მთავარი ფიგურა არის მეფე და მისი დატყვევება, ე. ი. დაშამათება, თამაშის დამთავრებას ნიშნავს. იგებს ის, ვინც მოახერხებს მოწინააღმდეგის მეფის დაშამათებას. მეფის სვლები, სხვა ფიგურებთან შედარებით, ძალზე შეზღუდულია. მას შეუძლია გადაადგილდეს ნებისმიერ მეზობელ უჯრაზე.
ლაზიერი 

ჭადრაკის ყველაზე ძლიერი ფიგურა. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ერთი ლაზიერი აქვს. ლაზიერები დგანან d1 და d8 უჯრებზე. ლაზიერი დაახლოებით ორი ეტლის ან სამი მსუბუქი (მხედარი, კუ) ფიგურის ტოლფასია.

თამაშის მსვლელობისას ლაზიერს შეუძლია ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად და დიაგონალურად ნებისმიერი რაოდენობის უჯრაზე გადაადგილება იმ პირობით, თუ მის გზაზე სხვა ფიგურა არ დგას. ასევე ყველა მიმართულებით შეუძლია აიყვანოს მეტოქის ნებისმიერი ფიგურა.
ეტლი 

სიძლიერით მეორე ფიგურა ლაზიერის შემდეგ. დაახლოებით უდრის ერთ მსუბუქ ფიგურას და 1-2 პაიკს. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი ეტლი ჰჰყავს. პარტიის დასაწყისში ეტლები დგანან a1,h1, a8 და h8 უჯრებზე. ეტლი მოძრაობს ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად უჯრათა ნებისმიერ რაოდენობაზე. მეტოქის ფიგურას იღებს ასევე ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ხაზებზე.
კუ 

მსუბუქი ფიგურა. კუ სიძლიერით დაახლოებით მხედრის ან სამი პაიკის ტოლფასია. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი კუ ჰჰყავს. პარტიის დასაწყისში კუები დგანან c1,f1, c8 და f8 უჯრებზე. ამ ოთხი კუდან ორი თეთრუჯრედოვანი და ორიც შავუჯრედოვანი კუა. კუ მოძრაობს უჯრების ნებისმიერ რაოდენობაზე მხოლოდ იმ ფერის დიაგონალებზე, რას ფერის უჯრაზეც დგას.
მხედარი 

მსუბუქი ფიგურა. სიძლიერით დაახლოებით კუს ან სამი პაიკის ტოლფასი. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი მხედარი ჰჰყავს. პარტიის დასაწყისში მხედრები დგანან b1,g1, b8 და g8 უჯრებზე. მხედარი ერთდერთი ფიგურაა რომელსაც შეუძლია გადაახტეს როგორც თავის, ასევე მეტოქის ფიგურებს. მხედარი დადის რუსული ,,Г’’-ს ფორმით. თავიდან ორი უჯრა ჰორიზინტალურად ან ვერტიკალურად და მერე ერთი უჯრა ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად.

პაიკი პაიკი ყველაზე სუსტი,მაგრამ უშიშარი მებრძოლია.იგი მოძრაობს მხოლოდ ვერტიკალურად ერთ უჯრაზე, საწყისი პოზიციიდან კი ერთ ან ორ უჯრაზე გადადის.პაიკს უკან სვლა არ შეუძლია. თეთრი პაიკები განლაგებულია 2 ჰორიზონტალზე, ხოლო შავები 7 ჰორიზონტალზე. პაიკი მეტოქის ფიგურას კლავს დიაგონალურად წინ ერთ უჯრაზე, მარცხნივ ან მარჯვნივ.პაკს აქვს ბევრი კარგი თვისება, ესენია: 1) გავლაზე აყვანა, 2) ფიგურის გაცოცხლება. გავლაზე აყვანა შეიძლება მხოლოდ მეტოქის პაიკის ორ უჯრაზე გადაადგილების საპასუხო სვლით.მომდევნო სვლიდან გავლაზე აყვანა აღარ შეიძლება. თეთრ პაკს გავლაზე აყვანის უფლება აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მეხუთე ჰორიზონტალზე იმყოფება. შავებს პაიკის გავლაზე აყვანა მხოლოდ მეოთხე ჰორიზონტალიდან შეიძლია. როდესაც თეთრი პაიკი მიაღწევს მერვე ჰორიზონტალს,ხოლო შავების პაიკი — პირველს, მაშინ შესაძლებელია პაიკის გაცოცხლება ლაზიერად,ეტლად,კუდ ან მხედრად.

 ისტორია ჭადრაკი ინდოეთში, მკვლევარების აზრით, VI საუკუნეში გამოიგონეს. მისი შექმნის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. აი, რას მოგვითხრობს ერთ-ერთი ლეგენდა:
ვინმე სინმა დიდხანს ფიქრისა და შრომის შემდეგ გამოიგონა ჭადრაკი. მან თავისი გამოგონება სამეფო თამაშად მიიჩნია და რაჯას მიართვა. რაჯა დიდად კმაყოფილი დარჩენილა ნაბოძები თამაშით, მოსწონებია ჭადრაკში ჩაქსოვილი ბრძოლის სიბრძნე.
— რით დაგასაჩუქრო კარგი თამაშის გამოგონებისათვის? — უკითხავს რაჯას.
— მინდა, რომ იმდენი ხორბლის მარცვალი მომცეთ, რამდენიც მომიწევს ჭადრაკის სათამაშო დაფიდან, თუ პირველ უჯრაზე ერთ მარცვალს დადებენ, მეორეზე ორს, მესამეზე — ოთხს, მეოთხეზე — რვას, მეხუთეზე — თექსვმეტს, მეექვსეზე — ოცდათორმეტს და ასე შემდეგ (გეომეტრიული პროგრესიის მიხედვით).
რაჯას გასცინებია — საწყალ კაცს მოშიებიაო და ბრძანა დაეთვალათ და მიეცათ სინისთვის კუთვნილი მარცვალი. გამოვიდა, რომ სინს ეკუთვნოდა 18.446.744.073.709.551.615 ცალი მარცვალი (თვრამეტი კვადრილიონ ოთხასორმოცდაექვსი ტრილიონ შვიდას ორმოცდაოთხი ბილიონ სამოცდაცამეტი მილიარდ შვიდასცხრა მილიონ ხუთას ორმოცდათერთმეტი ათას ექვსას თხუთმეტი) აგრეთვე მოახსენეს რაჯას, რომ ამ რაოდენობის მარცვალი დედამიწას ხუთ სანტიმეტრიანი ფენით დაფარავდა და გადასაზიდად ათი ათასი უღელი ხარ-კამეჩი არ ეყოფოდა.

ინდოეთში მოგონილ თამაშს ჩატურანგა ერქვა. შემდეგ ის სპარსეთშიც გავრცელდა უკვე ჩატრანგის სახელწოდებით. მალე სპარსეთი არაბებმა დაიპყრეს და მათთვის ახალ თამაშს შატრანჯი უწოდეს. არაბებმა მაშინ მთელი ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და ესპანეთიც კი დაიპყრეს. არაბების მიერ შეტანილმა შანტრანჯმა ყველგან მოიკიდა ფეხი. XI საუკუნეში თამაშს ევროპაც გაეცნო და სათნადო გავრცელებაც ჰპოვა. XI-XII საუკუნეებში ჭადრაკმა ევროპაში ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ იგი შეტანილი იყო რაინდული აღზრდის პროგრამაში. ჭადრაკი ნახსენებია იმდროინდელ ისეთ ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებებში, როგორებიცაა: ,,სიმღერა როლანდზე’’, ,,ტრისტან და იზოლდა’’, ,,რომანი ვარდზე’’ და სხვა.

1283 წელს კასტილიისა და ლეონის მეფის, ალფონს X ბრძენის ბრძნებით სევილიაში დამზადდა უხვად ილუსტრირებული მანუსკრიპტი სახეწოდებით ,,თამაშთა წიგნი’’. აქ მოყვანილია ჭადრაკის სხვადასხვა ვარიაციები და 103 ამოცანა შამათის ჩასმაზე სვლათა გარკვეულ რაოდენობაში (ეს იყო პირველი წიგნი საჭადრაკო კომპოზიციის შესახებ).

პოპულარობასთან ერთად ჭადრაკმა ევროპაში ტრანსფორმაციაც განიცადა. იცვლებოდა თამაშის წესები, რითც იგი სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა თანამედროვე ჭადრაკს. გამოჩდნენ მოჭადრაკეები რომლებიც მუშობდნენ თეორიაზე და თავიანთ იდეებს დებდნენ საჭადრაკო პარტიებში. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ამ ფონზე იტალია. იტალიელი მოჭადრაკის ჯ.გრეკოს საჭადრაკო სახელმძღვანელო თითქმის 100 წელი ითვლებოდა საუკეთესოდ.

XVIII საუკუნეში ევროპის საჭადრაკო ცენტრმა საფრანგეთში გადაინაცვლა. 1749 წელს პარიზში გამოვიდა ფ.სტამის წიგნი სადაც პირველადაა გამოყენებული ალგებრული საჭადრაკო ნოტაცია, რომელმაც XIX საუკუნეში მიიღო თანამედროვე სახე. XIX საუკუნეში ძლიერი საჭადრაკო სკოლა ჩამოყალიბდა ინგლისში, გერმანიაში, ავსტრო-უნგრეთში და პოლონეთში.

ჭადრაკმა მალე ატლანტიკის ოკეანეც გადასერა და ამერიკაშიც გავრცელდა.

იმის გამო რომ იმდროინდელი მოჭადრაკეები ბევრს მუშაობდნენ საკუთარ საჭადრაკო იდეებზე და ეს იდეები პრაქტიკულ ხორცშესხმას მოითხოვდა, ჭადრაკი სულ უფრო და უფრო ღებულობდა სპორტულ სახეს. მწიფდებოდა აზრი მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკის ოფიციალურად გამოვლენის შესახებ, თუმცა მანამდეც უძლიერესად მიჩნეული მოჭადრაკეები არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ამ იდეასაც ხორცი შეესხა და 1886 წელს მსოფლიოს პირველი ოფიციალური ჩემპიონიც მოევლინა – ვილჰელმ სტეინიცი.

ცურვა

ცურვა — ოლიმპიური სპორტის სახეობა. გამოიყოფა 4 ცურვის სახეობა :ზურგზე ცურვა,ბატერფლაი,ბრასი და კროლი 

ცურვა. სპორტის ერთ-ერთი უძველესი და პოპულარული სახეობა. შეჯიბრება სხვადასხვა დისტანციაზე კროლით (თავისუფალი სტილი), ბრასით, ბატერფლაით (დელფინი) და გულაღმა ცურვაში.
ევროპის ჩემპიონატი იმართება 1926 წლიდან, მსოფლიოს ჩემპიონატი _ 1973-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1896-დან _ კაცები, 1912-იდან ქალები.
ცურვას ადამიანისთვის უხსოვარი დროიდანვე დიდი პრაქტიკულ-საყოფაცხოვრებო მნიშვნელობა ჰქონდა, უწინარესად თევზაობის, ნადირობისა და მტერთან შეტაკების დროს. ცურვის შორეულ წარსულზე მეტყველებს არაერთი ნივთიერი თუ წერილობითი საბუთი. ზემო ეგვიპტეში ნაპოვნია თიხის ცილინდრული ტვიფარი, რომელზეც გამოსახულია სამეფო ოჯახში ცურვის გაკვეთილის სცენები (ძვ.წ. 3200 წ.). ლიბიის უდაბნოში კლდეზე გამოსახული მოცურავის ფიგურა ძვ.წ. IV საუკუნით თარიღდება. დაახლოებით 3 ათას წელს ითვლის ტურინის მუზეუმში დაცული მოცურავის ბარელიეფი. ცურვის ელემენტები აღბეჭდილია ინდოეთში, საბერძნეთსა და ძველ რომში აღმოჩენილ არაერთ ლარნაკსა და ამფორაზე. მოცურავეთა შესახებ გვიამბობენ ბერძენი ისტორიკოსები, მათ შორის ჰეროდოტე.ძველი საბერძნეთის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, რეფორმატორი სოლონი უბირ ადამიანს ასე ახასიათებდა: ”არც ცურვა იცის, არც კითხვა”.
სპორტული ცურვა XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ჩაისახა. პირველი შეჯიბრება გაიმართა 1515 წელს ვენეციაში, პირველი სახელმძღვანელო შეადგინა დანიელმა ნ. ვინმანმა (1538). ცურვის სკოლები გაიხსნა გერმანიაში, ავსტრია-უნგრეთში, საფრანგეთში (XVIII საუკუნის II ნახევარში). 1869 წელს ინგლისში შეიქმნა ცურვის მოყვარულთა პირველი სპორტული ორგანიზაცია, პირველ საერთაშორისო შეჯიბრებას კი ბუდაპეშტმა უმასპინძლა (1889). XIX საუკუნის შუა წლებიდან ევროპაში დაიწყეს ხელოვნური საცურაო აუზების მშენებლობა.

ცურვის სახეობა ერთობ ძალიან საინთერესოაა მათთვის განსაკუთრებით ვისაც წყალი უყვარს,ჩემთვის პირადად წყალში თუ შევედი უკვე თევზივით ვარ…ერთ ისტორიას მოგიყვებით რომელიც მე გადამხდა…

“ერთ მშვენიერ და მზიან დღეს მე და ჩემი მეგობრები წავედით მდინარეზე საბანაოდ..მაგ პერიოდში ცურვა არ ვიცი (მარტო ჭყუმპალაობა) ხო და ამ ჩემმა მეგობრებმა, რომ მომკიდეს ხელი და ჰაიდა მდინარეში გავადინე დგაფანი …რამდენჯერ ჩავყვინთე და რამდენი ლიტრი წყალი დავლიე არ მახსოვს…რომ არავინ მოვიდა გადასარჩენად..ვაფართხალე ფეხები და აღარ ჩავიძირე ..ასე ნელ ნელა ვისწავლე ცურვა..

ბეისბოლი

ალბათ ყველას გიყურებიათ მურტილმი..”გამარჯვებული”…შესანიშნავი საყურებელია ყველაფერია ბეიზბოლზე,ბეიბ რუთის “ჯადოსნურ კეტზე” არ ვიცი ზუსტად იმ ჯოხს რა ქვია…მაგრამ ყველას გირჩევთ უყუროთ ამ ფილმს…დამიჯერეთ ძალიან ნასიამოვნები დარჩებით..ახლა კი ორიოდე სიტყვას გეტყვით თვითონ ბეისბოლზე…

ბეისბოლი (ინგლისურადbaseball, სიტყვებისგან base „ბაზა, საფუძველი“ და ball „ბურთი“) — გუნდური სპორტული თამაში ბურთითა და კეტით. შეჯიბრში მონაწილეობს ორი გუნდი, თითოეულში ცხრა (ან ათი) მოთამაშით.

ბეისბოლი ამერიკაში გაჩნდა XIX საუკუნის დასაწყისში. ითვლება, რომ თამაშს საფუძვლად დაედო ინგლისური “რაუნდერს”-ი. პირველი ოფიციალური მატჩი გაიმართა ნიუ-იორკში 1820 წელს. 1845 წელს შეიქმნა პირველი პროფესიული კლუბი. თამაში გავრცელებულია აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, ლათინურ ამერიკასა და კარიბებზე, ავსტრალიაში, იაპონიაში, კორეაში და სხვ. ამჟამად ბეისბოლს თამაშობენ 120 ქვეყანაში. ყველაზე მეტად პოპულარულია აშშ-ში, კუბაში, იაპონიაში, ჩინეთსა და კორეაში.

აშშ-ში, იაპონიაში, ჩეხეთში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში გავრცელებულია ასევე სოფტბოლი — ბეისბოლის გამარტივებული ვარიანტი — მისი თამაში დახურულ შენობაში და მცირე ზომის მოედანზეც შეიძლება. ბეისბოლის სათამაშო მოედანს რომბის ფორმა აქვს.

ბეისბოლის მონათესავე თამაშებია კრიკეტი პესაპოლო ფინეთში, ოინა რუმინეთში და ლაპტა რუსეთში.

საქართველოში ბეისბოლის ისტორია 1985 წლიდან იწყება. პირველი, ვინც სპორტის ამ სახეობით დაინტერესდა, იყო გელა ჩიხრაძე, სსრკ სპორტის ოსტატი ხმლით ფარიკაობაში. იგი გაეცნო ბეისბოლის წესებს, შეკრიბა ენთუზიასტთა მცირე ჯგუფი და მათთან ერთად ვარჯიშს შეუდგა. 1986 წელს გელა ჩიხრაძემ იმოგზაურა კუბაში, საიდანაც მეთოდური ლიტერატურა და სპორტული ინვენტარი ჩამოიტანა. იმავე წელს ჭადრაკის სასახლეში მისი თაოსნობით მოეწყო შეხვედრა,რომელიც საქართველოში ბეისბოლის დანერგვა-განვითარების საკითხებს მიეძღვნა. მას შემდეგ სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.
1986 წელს დაფუძნდა საქართველოს ბეისბოლის ფედერაცია და შეიქმნა ბეისბოლისტთა პირველი სპორტული კლუბი “ივერია”. 1987-88 წლებში გელა ჩიხრაძე კვალიფიკაციის ასამაღლებლად კუბასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. 1987 წელს “ივერიამ” პირველ ოფიციალურ საკავშირო ტურნირში III ადგილი დაიკავა (მასთან ერთად შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ კიევის, ლენინგრადის, მოსკოვის, ტაშკენტისა და ნოვოსიბირსკის გუნდები). 1988-90 წლებში გელა ჩიხრაძე სსრკ ნაკრების მწვრთნელი იყო. 1989 წელს თბილისში შეიქმნა ბეისბოლის მეორე ქართული კლუბი – “მერანი” ( მწვრთნელები – გიორგი პაიჭაძე და დავით ღოთვაძე). “ივერიამ”და “მერანმა” 1989-90 წლებში პირველი საერთაშორისო მატჩები გამართეს კუბაში. უფრო ადრე ამხანაგური შეხვედრების ჩასატარებლად საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკის გუნდები “ნიკერ-ბოკერი” (1988) და “ბულდოგსი” (1989). ბეისბოლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩვენს ქვეყანას ესტუმრნენ კუბელი (ხუან ფისტუერი) და ამერიკელი (როჯერ სმიტი, რენდი ბრაუნი) სპეციალისტები. 1992 წელს დაფუძნდა კლუბი “კოტრა” (მთავარი მწვრთნელი -გიორგი ბროლაძე). 1994 წელს ლაგოდეხში ჩამოყალიბდა კლუბი “ლელიანი” (მთავარი მწვრთნელი – დავით ღოთვაძე), რომელმაც 1995 წელს ევროპის საკლუბო თასის გათამაშებაში IV ადგილი დაიკავა. 1988 წელს გაიხსნა ბეისბოლის ბავშვთა სპორტული სკოლა (მთავარი მწვრთნელი – ნუგზარ კაპანაძე). 1990-91 წლებში მოზარდთა გუნდი საკავშირო ტურნირების ჩემპიონი იყო, 1992-93 წლებში – რუსეთის ღია პირველობის ჩემპიონი, 1994 წელს კი – ევროპის “ბ” ჯგუფის ფინალისტი.1994 წელს კიევში გამართულ ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ვერცხლის მედლები დაისაკუთრა, 1997 წელს კი ჰულში (ინგლისი) IV ადგილზე გავიდა. 1998 წელს ვენაში ევროპის ჩემპიონატის “ბ” ჯგუფში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 2001 წელს ქალაქ კუტნოში (პოლონეთი) ბეისბოლის ბავშვთა გუნდმა “რაინდებმა” მსოფლიო “ლითლ ლიგის” ევროაზიური დივიზიონის გათამაშებაში (მონაწილეობდა 69 ქვეყანა) II ადგილი დაიკავა, 2002 წელს კი – III.
 

რაგბი

მინდა ავღნიშნო რომ რაგბი ერთობ საინტერესო სპორტია,მე ძალიან მიყვარს და ვგულშემატკივრობ ჩვენს გუნდს….განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის საქარტველო-რუსეთის თამაშები,როდესაც საქართველომ გააცამტვერა რუსეთის ნაკრები…უდიდესი შედეგი და უდიდესი გამარჯვება, მინდა დიდი წარმატებები ვუსურვო ჩვენს გუნდებს…იმედია მალე უმაღლეს ჯილდოსაც მოიპოვებენ..<<წარმატებები>>..

რაგბი სპორტული გუნდური თამაშის სახეობა ოვალური ბურთით, რომელსაც ორივე გუნდის თითოეული მოთამაშე ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით ბურთის გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი ლელოში, მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან გაიტანოს იგი H-ის ფორმის კარში. არსებობს გადმოცემა, რომ რაგბის თამაში დაიბადა1823 წლის 7 აპრილს . ამ დღეს ინგლისის ქალაქ რაგბიში (ინგ. Rugby აქედან მოდის თამაშის სახელწოდებაც) 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა ფეხბურთის თამაშის დროს ხელი დასტაცა ბურთს და მეტოქის კარისაკენ გაიქცა. დღეისათვის ეს ვერსია, მართალია, ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიოს თასს, მაინც ელისის სახელი ქვია. თამაშის მიზანი არის ორმა,15-კაციანმა გუნდმა, სპორტულ შეჯიბრებაში და წესების დაცვით, ბურთის წაღებით, გადაწოდებით, დარტყმითა და დამიწებით მოაგროვოს შეძლებისდაგვარად მეტი ქულა. გუნდი,რომელმაც მეტოქეზე მეტი ქულა მოაგროვა, ითვლება გამარჯვებულად.

მოედანზე რაგბის გუნდი 15 კაცისაგან შედგება. აქედან 8 ფორვარდია (პოზიციები 1-დან 8-მდე), 7 კი ბეკი ანუ უკანახაზელი (9-15). გუნდს უფლება აქვს, მოახდინოს 7 შეცვლა. შესაბამისად, გუნდში 7 სათადარიგო მოთამაშეცაა. განსაკუთრებული შემთხვევაა სისხლის წამოსვლა, რომლის დროსაც დაშავებული ვალდებულია, დაუყოვნებლივ დასტოვოს მოედანი და დაბრუნდეს მოედანზე დახმარების აღმოჩენის შემდეგ, 15 წუთის განმავლობაში. ამ დროს ეს მოთამაშე შეიძლება დროებით შეიცვალოს სამარქაფოთი. თუკი დაშავებული 15 წუთის განმავლობაში უკან დაბრუნდება და სამარქაფოს ჩაენაცვლება, მაშინ შეცვლა არ ჩაითვლება შესრულებულად.

თავისუფალი ჭიდაობა

Imageმოგესამლებით მეგობრებო!..მინდა რამოდენიმე სიტყვით გითხრათ თუ რა არის თვისუფალი ჭიდაობა…მე პირადად ასეთი სპორტის სახეობები არც თუ ძალიან მიზიდავს…მაგრამ რაც მთავარია ჯანსაღ ცხოვრებას ეხება….

თავისუფალი ჭიდაობა — ორთაბრძოლის სახეობა, რომელიც სხვადასხვა სახის ილეთებს იყენებს (მოჭიდება, დაგდება, გადატრიალება, ფეხის დასმა, მოცელვა და მისთ.) და რომელშიც ყოველი მონაწილე ცდილობს მოწინააღმდეგე ბეჭზე დააგდოს და მოიგოს. თავისუფალი ჭიდაობის თანამედროვე ფორმა ინგლისსა და აშშ-ში ჩამოყალიბდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში.

ოლიმპიური თამაშების პროგრამაში თავისუფალი ჭიდაობა 1904 წელს ჩართეს, ქალებისთვის კი მხოლოდ 2004 წელს. მსოფლიო ჩემპიონატები ამ სახის სპორტში 1951 წლიდან ტარდება, ევროპის ჩემპიონატები – 1928 წლიდან. შესულია.ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაში (120) ქვეყანაა გაერთიანებული

ჩოგბურთი

მეგობრებო მინდა კიდევ ერთ სპორტის სახეობაზე მოგიყვეთ ეს არის ჩოგბურთი…სპოეტის სახეობა რომელიც ბავშვობიდან მიზიდავდა…და მსურდა მეცსწავლა..სამწუხაროდ იქ სადაც მე ვცხოვრობ ჩოგბურთს არ ასწავლიან…არაა ჩამოყალიბებული..ჩოგბურთის წრე…..შეიძლება ითქვას რომ მოსაწყენი სპორტის სახეობაა…რადგან..მხოლოდ აქეთ -იქით ისვრიან ბურთს..მაგრამ მასაც აქვს თავისი ქიბლიი…როგორც ერთმა ადამიანმა მირჩია”თუ არ იცი ჩოგბურთის ტამაში.გინდა ისწავლო და არ გამოგდის ეს ტრაგედია არააა…ჩოგბურთში მტავარია ყურადღება გადაიტანო ბურთზე და შეგეძლოს ჩოგნის მოქნევა…თუ ბურთს უყურებ და ისე დაარტყავ აუცილებლად მოარტყავ 10-იანში და კიდევ ერთი ჩოგბურთის თამაშიც დროს ქვედა კიდურები უნდა იყოს სრულ მოდზრაობაში ეს დაგეხმმარება სწრაფად მოიგერიო ჩაწოდება” ამ რჩევის სემყურე კარგად გამომდიოდა სხვათაშორის…ახლა კი მოდით გავიგოთ ჩოგბურთის ისტორია

ჩოგბურთი XIII საუკუნის საფრანგეთში  ჩაისახა. თუმცა დღემდე გამოცანად რჩება, თუ ვინ ითვლება ამ თამაშის ნამდვილ ფუძემდებლად. ისტორიკოსების უმრავლესობა თანამედროვე ჩოგბურთის მამამთავრადდიდი ბრიტანეტის კაბალერიიის მაიორს  Walter Clopton Wingfield მიიჩნევენ. 1873 წელს უინგფილდმა ახალი თამაშის წესები გამოაქვეყნა, რომელიც ეფუძნებოდა რამდენიმე თამაშის პრინციპებს, კერძოდ: კორტტენისს ბადმინტონს, ფაიფს და რეკიტს. იმისთვის, რომ გამომგონებლის უფლება შეენარჩუნებინა, ამ თამაშს „სფერისტიკა“ უწოდა (sphairistik ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „ითამაშე ბურთი“). პირველი საჩოგბურთო ტურნირი 1877 წლის 9 ივნისს ჩატარდა , რომელსაც შემდგომში უიმბლდონი ეწოდა. საჩოგბურთო მოედანს კორტი ჰქვია. თამაშები ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში ტარდება. მოთამაშეების ამოცანაა ჩოგნის დახმარებით ბურთი გადაიტანონ მოწინააღმდეგის ნახევარზე. ჩამწოდებელ მოთამაშეს ბურთის ორჯერ ჩაწოდების უფლება აქვს. მეორე ჩაწოდებას ის იყენებს მაშინ, თუ პირველი ვერ ჩააგდო ჩაწოდების მოედანში ან ბადეს ვერ გადააცილა. ერთ მოგებულ გათამაშებაზე მოთამაშეც ეწერება 15 ქულა, შემდეგ მოგებულზე ასევე 15, მესამეზე კი 10 ქულა (ე. ი. 15, 30 და 40). ხოლო, მეოთხე მოგებულ გათამაშებაზე ჩოგბურთელი იგებს გეიმს. თუ ანგარიში თანაბარია (ე. ი. 40-40), მაშინ ერთ-ერთმა მოთამაშემ ზედიზედ 2 გათამაშება უნდა მოიგოს გეიმის მოსაგებად. 6 გეიმის მოგების შემთხვევაში მოთამაშე იგებს სეტს. თუ ანგარიში 6:6-ია, მაშინ ხდება დამატებითი გეიმის გათამაშება, რომელსაც ტაი-ბრეიკი ჰქვია. ჩოგბურთელმა უნდა მოიგოს 2 სეტი თამაშის მოსაგებად. გამონაკლისია მამაკაცთა შორის დიდი მუზარადის ტურნირები, სადაც ჩოგბურთელს სჭირდება 3 სეტის მოგება თამაშის მოსაგებად.

მე პირადად სპორტის ამ სახეობაშიც მყავს ჩემი ლიდერი ესააა მარია შარაპოვაა ყოველთვის აღბრთოვანებული ვუყურებ მის გამოსვლას და მის მიერ ნატყორცნ ბურთების სიმძლავრეს და რა სიმძლავით მიეშურებიან ისინი მოწინააღმდეგისაკენ…სიამოვნებით ვივლიდი სპორტის ამ სახეობაზე და სიღრმისეულად შევისწავლიდი მას…