სტუმრად საოჯახო ტიპის სახლში

ორი დღის წინ, მეგობრებო! ჩვენი სამოქალაქო კლუბის ბავშვები და მეგობრები ესტუმრენ ხცისის საოჯახო ტიპის სახლს..მათ მოინახულეს მოზარდები და საჩუქრებიც ჩაუტანეს.ბავშვებმა სკოლაში და სკოლის ფარგლებს გარეთ ააგროვეს სამოსი,გარკვეული თანხა და მათ უყიდეს სპორტული ინვენტარი როგორიცაა(2ბურტი,ბადმინგტონი,სამიზნე,დომინო,)თკბილეულიდ.სხვ…ბავშვებმა ძალიან კარგად მიიღეს სტუმრები და მათთან ერტად ტყეშიც კი გაისეირნეს…გადაიღეს უამრავი ფოტო..იმხიარულეს, ითამაშეს,…საგამოთი კი ჩვენი აღსაზრდელები მათ ვგაუმასპინძლდნენ…და ასე დამთავრდა მათთან სტუმრობის დღე..რომელიც დატვირთული იყო ემოციებით…ბავშვები აცხადებდნენ : გაუხარდათ რომ ასე კარგად მიიღეს ბავშვებმა..ეს მათთვის მნიშვნელოვანი იყო…. 

Advertisements

სტუმრად ჩვენს ახალ მეგობრებთან(ხცისის საოჯახო ტიპის სახლში)

დიდი ხანი არაა, რაც სოფელ ხცისში გაიხსნა საოჯახო ტიპის სახლი, სადაც იზრდება8 მოზარდი…((გიორგი,გიორგი.გიორგი,გიორგი,რომა,ბექა,ვიქტორი,ნიკა)).  ხაშურის N-5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ბავშვებმა გადავწყვიტეთ შეგვეგროვებინა საკანცელარიო ნივთები,სამოსი,ტკბილეული და სტუმრად მივსულიყავით მათთან.მართლაც ეს ყველაფერი შევაგროვეთ და გავუდექით გზას..თითოეული ჩვენგანი ძალიან ნერვიულობდა რადგან არ ვიცოდით როგორ შეგვხვდებოდნენ ბავშვები…მაგრამ ნერვიულობა ფუჭი აღმოჩნდა,მისულები არ ვიყავით მათი ოჯახის ყველაზე პატარა წევრი რომ მოგვეგება(გიორგი უცნობი)ბავშვი საოცრად თბილი,მოსიყვარულე,ხალისიანი.არასდროს არ დამავიწყდება მისი მომღიმარი სახე და ის სითბო რომელსაც ის ყველგან აფრქვევს.ბავშვები იყვნენ საოცრად გახსნილები ბევრი ვიმხიარულეთ,გავერთეთ,ვითამაშეთ,უამრავი ენერჯაიზერი შევასრულეთ და რაც მთავარია დავმეგობრდით.არ დამავიწყდება ერთ-ერთი მათგანის სიტყვები “ბავშვებო დაგვეკონტაქტეთ ხოლმე,რადგან არ მიყვარს მეგობრების დაკარგვა”…ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა, მე იქ აუცილებლად დავბრუნდები 😀 😀 😀 😀 😀