ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ლონდონში 2012

რიგით XXX ოლიმპიური თამაშები ლონდონში დღეს გაიხსნება. ყველაზე პრესტიჟული სპორტული შეჯიბრი, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმართება, გრანდიოზული გახსნის ცერემონიით აიღებს სტარტს და 12 აგვისტოს დაიხურება. ამ დროის განმავლობაში მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის წარმომადგენელი საუკეთესო სპორტსმენები ერთმანეთს 28 სახეობაში შეეჯიბრებიან.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები წლევანდელ თამაშებზე სპორტის 12 სახეობის წარმომადგენელი 35 კაციანი შემადგენლობით გამოვა. მედლებისთვის ბრძოლაში პირველები 28 ივლისიდან ძიუდოისტები ჩაერთვებიან. ტატამზე გუნდიდან პირველი ბეთქილ შუკვანი გავა.

საქართველოს ოლიმპიური გუნდის კაპიტანი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, ხოლო ვიცე კაპიტანი ძიუდოისტი ლომერ ჟორჟოლიანი იქნება.
20 წლის ქართველი ძიუდოისტი 66 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ფინალამდე ოთხი იპონით მივიდა. ჩილელი, ფრანგი, ბრიტანელი და იაპონელი სპორტსმენების დამარცხების სემდეგ ქართველი ჭაბუკი 32 წლის უნგრელ ვეტერანს მიკოს უნგვარს შეხვდა, რომელიც აქამდე ამ დონის შეჯიბრებებში არასდროს გასცილებია მერვედფინალს.

ფინალში ორივე სპორტსმენი აქტიურობდა, თუმცა, ხელების არასწორი მოძრაობის გამო უნგრელმა სპორტსმენმა გაფრთხილება მიიღო, ქართველმა სპორტსმენმა კი ერთი ილეთის გამოყენების გამო – ქულა, რაც საბოლოოდ, გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე..
მინდა მივულოცო ლაშას ეს ბრწყინვალე გამარჯვება..მან საქარტველო ასახელა..და ყველას აჩვენა რომ საქარტველოსი მებრძოლი სულის ვაჟკაცები იზრდებიან,კიდევ ერთხელ გილოცავ და..წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში…..მადლობა ამ სიხარულისთვის