ცხოვრება C დიაგნოზით

C ჰეპატიტი

 


4075hepatitis-c11რა არის ჰეპატიტი?
ჰეპატიტი არის ანთება,რომელიც ხელს უშლის ღვიძლის ფუნქციონირებას,თუ იs გამოწვეულია ვირუსით,მას ვუწოდებთ ვირუსულ ჰეპატიტს.არსებობს რამდენიმე ვირუსი,რომელიც იწვევს სხვადასხვა ტიპის ჰეპატიტის გავრცელებას.საქართველოში გავრცელებულია A B და C ვირუსები.ჰეპატიტის გამომწვევი შეიძლება იყოს- რომელიმე სახეობის წამალი,ტოქსიკური ნივთიერება ან ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით მიღება.
რა არის ჰეპატიტი C ?
C ჰეპატიტის ვირუსი,როგორც მას უწოდებენ VHC, არის ძალიან პატარა ცოცხალი ორგანიზმი.ის მიეკუთვნება ფლავივირიდეთა ოჯახს,როგორც ყვითელი ცხელების ვირუსი. ინფიცირებული სისხლის მეშვეობით,ვირუსი გაივლის სისხლძარღვთა სისტემას და ხვდება ღვიძლში,სადაც დაიბუდებს და სხვა მრავალ ახალ ვირუსს წარმოქმნის.ჰეპატიტი C ქრონიკული მსვლელობის შემთხვევაში, აზიანებს ღვიძლის მრავალ უჯრედს,რომელიც შემდეგ სხვა ვირუსების გამრავლებაში იღებს მონაწილეობას.
როგორ ვითარდება ჰეპატიტი C ?
დაავადება შეიძლება განვითარდეს ყველანაირი სიმპტომის გარეშე და რამდენიმე წლის შემდეგ უკვე სერიოზულ პრობლემად მოგვევლინოს.გამოყოფენ დაავადების ორ ფაზას: თუ ანთება ახალია,მას ვუწოდებთ მწვავე ჰეპატიტს.თუ ანდება გრძელდება 6 თვეზე მეტ ხანს,მას ვუწოდებთ ქრონიკულ ჰეპატიტს
მწვავე ჰეპატიტი თავს იჩენს ინფიცირებიდან 4-12 თვის შემდეგ.ძალიან ხშირად მწვავე ჰეპატიტი C უსიმპტომოდ მიმდინარეობს.ხამდახან შეიძლება თავი იჩინოს დაღლილობამ,სიცხემ,სიყვითლემ ან საკვების მონელებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა.
10 დან 8 ადამიანს ქრონიკული ჰეპატიტი C უვითარდება ყველანაირი სიმპტომის გარეშე.დაახლოებით 5 დან 1 ადამიანს უვითარდება ციროზი საშუალო ინფიცირებიდან 20-30 წლის თავზე.ამას გარდა C ჰეპატიტმა შეიძლება ხელი შეუწყოს ისეთი დაავადების განვითარებას,რომელიც სულაც არ არის დაკავშირებული ღვიძლთან.
არის თუ არა საშიშროება იმისა,რომ ინფექცია გადავდოთ ჩვენს ირგვლივ მყოფთ?
C ჰეპატიტის ვირუსი,სისხლით გადამდები ვირუსია.ასე რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გადაცემის საშიშროება არ არსებობს.
C ჰეპატიტი ვირუსი არ გადადის: ნერწყვით,ხველებით ან ოფლით. მგრამ თავიდან უნდა ავიცილოთ სხვისი ნივთების გამოყენება განსაკუთრებით ჰიგიენური ნივთების: საპარსი,მაკრატელი,პინცეტი,კბილის ჯაგრისი ან პირის ღრუსთან კავშირში მყოფი რომელიმე ნივთი.
ნარკოტიკის მომხმარებელმა არასდროს არ უნდა გაიზიაროს საინექციო თუ „შესაყნოსი“ საშუალება (შპრიცი,ბამბა,ფილტრი,კოვზი….)

მივიღოთ თუ არა გამაფრთხილებელი ზომები სქესობრივი კავსირის დროს?
სქესობრივი კავშირით C ჰეპატიტის გადაცემის რისკი ძალიან დაბალია.უბრალოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ და თავი დავიცვათ.ისეთი კავშირის დროს,როცა შეიძლება შეხება გვქონდეს სისხლთან სასურველია გამოიყენოთ პრეზერვატივი.თუ გყავთ ერთი სტაბილური სქესობრივი პარტნიორი,მაშინ შესაძლოა გქონდეთ ჩვეულებრივი სქესობრივი ცხოვრება პრეზერვატივის გარეშე.
შეიძლება თუ არა ფეხმძიმობა?
ფეხმძიმობა არ არის აკრძალული იმ ქალებისთვის რომლების არიან დაავადებულნი,მკურნალობის პერიოდის გარდა.უკეთესია დაგეგმოთ მკურნალობა ორსულობამდე,რათა მოხდეს ვირუსის გაქრობა ან მისი გადადების რისკის შემცირება.იმ შემთხვევაში თუ ახალსობილს გადაედო C ჰეპატიტი მისი ცხოვრების პირველი წელი უნდა იყოს სპეციფიური დაკვირვების ქვეშ.
სჭიროა თუ არა ყოველდღიური ჩვევების შეცვლა?
კვ1-Hepatitis-C-Diet-and-Nutrition-for-Liverება:
ექიმთა უმრავლესობა გვირჩევს,რომ არ შევცვალოთ ჩვენი ყოველდღიური კვება.სპეციალურ კვებით რეჟიმზე გადასვლა აუცილებელია თუ გაწუხებთ ჭარბწონიანობა.მოახდინეთ საკვების სწორი გადანაწილება,თავი შეიკავეთ ძალიან ცხიმიანი და ძალიან ტკბილი საკვებისაგან.უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს,ხილს,თევზეულს,რძის პროდუქტებს,თეთრ ხორცს,სახამებლის შემცველ პროდუქტს.
ალკოჰოლი:
ალკოჰოლი არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.სპეციალისტები კატეგორიულად ითხოვენ ყველანაირი ალკოჰოლი ამოვიღოთ ჩვენი რაციონიდან.აუცილებელია ვიცოდეთ,რომ ჰეპატიტი c ვითარდება 4-ჯერ სწრაფად მსმელებში ვიდრე არამსმელებში.
რისთვის არის საჭირო მკურნალობა?
მკურნალობის საბოლოო მიზანი ვირუსის გაქრობაა.იმ შემთხვევაში,ვისაც აქვს მე-2 ან მე-3 გენოტიპი,სრული განკურნების შანსი ხუთიდან ოთხ ადამიანს აქვს(80%).რაც შეეხება 1,4 და 5 გენოტიპებს,ორიდან ერთ შემთხვევაშია ვირუსის სრულად გაქრობა(50%).გარდა გაქრობისა მკურნალობის მიზანია დაიცვას ღვიძლი:მკურნალობისას მიღებული წამლები ანელებს ვირუსის გავრცელებას.

1391996_704629586233418_1196885450_n1380505_704629529566757_625834266_a

Advertisements

ალკოჰოლი ადამიანის მტერი…:(

ყველამ ძალიან კარგად ვიცით ,თუ რა შედეგებამდე მიჰყავს ალკოჰოლს და მასზე დამოკიდებულებას ადამიანი,მაგრამ რატომღაც ადამიანები საპირისპიროს აკეთებენ.მაინც სვავენ უზომოდ…რატომ ხდება ,რომ იცი საზიანოა შენი ჯამრთელობისთვის მაგრამ მაინც სვავ,ეს ალბათ ადამიანური მოთხოვნილებაა…გინდება დალიო, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ვერ ხვდება ,რომ ყველაზერი ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს..ჩვენს ირგვლივ მრავალი ნათელი მაგალითია იმისა თუ რა შედეგი აქვს ადამიანზე ალკოჰოლს.მე პირადად ვიცნობ ადამიანს რომელიც მრავალი წელი ალკოჰოლიკი იყოო…ერთ დღეს მას მოუვიდა შემთხვევა(ავტომობილი დაეჯახა)მაშინ როდესას ძალიან მთვრალი იყოო…მის ოჯახს ძალიან უჭირდა ისიც არც თუ კარგ ანაზღაურებად სამუშაოზე მუშაობდა(ეგრედწოდებული მეტაჭკე ბაზარში)..ავტოავარიის შემდეგ მან უამრავი ფული გადაყარა მკურნალობაში და..სხვა ძალა რომ არ ქონდა სმას თასვი დაანება…ამ პერიოდში მის ოჯახს უამრავი ვალი დაუგროვდა….და ოჯახიც მძიმე სიტუაციაშია….ახლა კი გააცნობიერა თუ რა იყო ალკოჰოლზე დამოკიდებულება და მწარედ გამოსცადა მან ის თავის თავზე……ხალხო აუცილებელია ასეთი რამ მოხდეს ,რომ მერე დაანებოთ სმას თავიი?..არ ჯობია ზომიერად სვათ, ამით არც თქვენს თავს დაუშავდება რამე და არც თქვენს ახლობლებს….ასე რომ მინდა გირჩიოთ დალიოთ ზომიერად და არ შეუქმნათ საფრთხე თქვენს თავს და თქვენს მომავალ თაობას…საქართველოში აიკრძალა ალკოჰოლის მოხმარება სკვერებში,საზოგადოებრივ ტრანსპორტში  რასაც მივესალმები..ეს არის ძალიან კარგი…               

ჩვენი წინაპრების ნათქვამია:”ცოტა წამალია,ბევრი საწამლავი,არ დალიო ბევრი, არ მოიკლა თავი.”


რა არის სიგარეტი?

რა არის სიგარეტი?

სიგარეტი ბევრად მეტია, ვიდრე თამბაქო. სინამდვილეში სიგარეტის კვამლი შეიცავს 4,000-მდე ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან 50 კანცეროგენია (ანუ ნივთირება რომელიც იწვევს სიმსივნეს).

როგორ ზემოქმედებს სიგარეტი ორგანიზმზე?

სიგარეტი ხელს უწყობს სიმსივნის, ფილტვებისა და გულის სხვადასხვა დაავადებების განვითარებას. გარდა ამისა, სიგარეტის მოწევის დროს ორგანიზმის მიერ ათვისებული კარბონის მონოქსიდი (CO) 6 საათის განმავლობაში რჩება სისხლში. ეს ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში გულმა ზედმეტი დატვირთვით უნდა იმუშავოს, რათა შეძლოს ორგანიზმისათვის საჭირო ჟანგბადითს მიწოდება.

რატომ იწყებენ სიგარეტის (თამბაქოს) მოწევას?

სიგარეტის მოწევა ზოგიერთ ადამიანში იწვევს რელაქსაციისა და სიამოვნების განცდას. ეს ხდის მას მიმზიდველს დამწყები მწეველებისთვის. მოწევა აგრეთვე იწვევს გულის ცემის აჩქარებასა და წნევის მატებას, ხველებას და თავბრუსხვევას.

რატომ არის რთული თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებება?

თამბაქოს შემადგენელი ერთ-ერთი ელემენტია ნიკოტინი, რომელიც წარმოადგენს ნარკოტიკს. ნიკოტინი მიეკუთვნება ისეთ ნარკოტიკებს, რომელთა მოხმარების შემთხვევაში ვითარდება ძლიერი დამოკიდებულება. სწორედ ნიკოტინის გამო, ძალზედ რთულია თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებება. დანებებასთან დაკავშირებული ტიპიური პრობლემები მოიცავს: მომატებულია მადის გრძნობა, უძილობა, გაფანტული ყურადღება.

რა გავლენას ახდენს სიგარეტის მოწევა ორსულობაზე?

ახალშობილებს, რომელთა დედაც ეწეოდა ორსულობის დროს, დაბადებისას ახასიათებთ შედარებით მცირე წონა, ნაკლები სიმაღლე და თავის მცირე გარშემოწერილობა. არსებობს კვლევები, რომლებიც ორსულობის დროს სიგარეტის მოწევას აკავშირებენ ნაყოფის დაკარგვასთან, ან მკვდრადშობადობასთან. აგრეთვე არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ორსულობის დროს სიგარეტის მოწევამ შესაძლოა მომავალში უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის სწავლაზე უნარებსა და ქცევაზე

რა გავლენას ახდენს სიგარეტის მოწევა არამწეველებზე?

ალბათ გსმენიათ პასიურ მოწევაზე, როდესაც ერთი ადამიანი ჩაისუნთქავს მეორე ადამიანის მიერ მოწეული სიგარეტის კვამლს. პასიური მოწევა აგრეთვე ხელს უწყობს სიმსივნის, ფილტვებისა და გულის დაავადებების განვითარებას.

რა პოზიტიური შედეგები მოჰყვება სიგარეტისთვის თავის დანებებას?

გულისცემა და წნევა დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას,
რამდენიმე საათში სისხლში დაიკლებს კარბონის მონოქსიდის (CO) დონე (კარბონის მონოქსიდი ხელს უშლის სისხლს აითვისოს ჟანგბადი ფილტვებიდან),
რამდენიმე კვირაში გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და შეწყდება ხველება და ნახველი,
რამდენიმე თვეში გაუმჯობესდება ფილტვების მუშაობა
გაუმჯობესდება ყნოსვა და საკვები ბევრად უფრო გემრიელი გახდება.ი მოჰყვება სიგარეტისთვის თავის დანებებას?

არ ღირს სიცოცხლე გაწირო….

ნარკოტიკებს უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც სპეციფიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ნარკოტიკებს იყენებენ იმ სასიამოვნო შეგრძნებების გამო, რომლებიც მიღებისთანავე იჩენს თავს: ადამიანი დგება კარგ ხასიათზე, აქვს სასიამოვნო შეგრძნებები, დადებითი ემოციები, ხდება უფრო აქტიური, არ გრძნობს დაღლილობას, აქვს ხილვები..ნარკოტიკები ანგრევს ადამიანის ორგანიზმს: ტვინს და ნერვულ სისტემას, გულ-ღვიძლს, საჭმლის მომნელებელ სისტემას, ძვლის ტვინს, სასქესო ორგანოებს, იკარგება ცხოვრების ინტერესები, ექვემდებარები ნარკოტიკს. ამ დაავადებისაგან განთავისუფლება ძალიან ძნელია და იშვიათად, რომ ვინმემ შეძლოს.

არსებობს ბევრი მითი ნარკომანიასთან დაკავშირებით:
მითი: ვინც წამალს იკეთებს ის “კაი ტიპია”
ფაქტი: თუ ეს ადამიანი “კაი ტიპი” ოდესმე იყო,უკვე აღარ არის, რადგან ის ნარკოტიკებმა შეცვალეს.
მითი: ნარკოტიკი ადამიანს ათავისუფლებს.
ფაქტი: ნარკომანი მართლაც თავისუფალია ცხოვრების ყველა სიამოვნებისაგან.
მითი: ყოველთვის შეიძლება ნარკოტიკებზე უარის თქმა.
ფაქტი: ნარკოტიკებზე უარის თქმა მხოლოდ ერთხელ შეიძლება _ პირველად!

ნუ მიიღებთ ნარკოტიკებს რადგან,
ნარკომანიამ შეიძლება ისეთი რამე გამოიწვიოს რისი შედეგიც შემდეგ შეიძლება ფატალური იყოს
ამიტომ სჯობს დავფიქრდეთ ღირს სიცოცხლის გაწირვა წუთიერი სიამოვნებისათვის?