ნაადრევი ქორწინება…

ჩემის აზრით მეორე პრობლემა 21 საუკუნის არის ნაადრევი ქორწინება,..დღესდღეობით ნაადრევად შექმნილი ოჯახების 90%amp; ინგრევა..რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია რადგან ყველას სხვადასხვა მოსაზრება აქვს…ზოგნი ამბობენ რომ ვერ გავიცანი კარგადო…ზოგმა თავში ჭკუა არ მქონდაო..და ასე…ძალზედ მცირეა იმ ოჯახების რიცხვი რომლებმაც მოახერხეს ოჯახის შენარჩუნება.რა არის ოჯახი? ოჯახი, ეს არის ის წმინდა კერა სადაც ვლინდება ყველაზე დიდი სიყვარული,თანაგრძნობა,გამხნევება.

მოზარდი რომელიც ნაადრევ ასაკში ქმნის ოჯახს და ეყოლება ნაადრევ ასაკში შვილები,ის საბრთხეს უქმნის მათ რადგან ჯერ არაა ჩამოყალიბებული სრულად მოზარდის ორგანიზმი და ამის პარალელურად,მის ორგანიზმში ყალიბდება კიდევ ერთი,ახალშობილი…ამდენად ორგანიზმი ვეღარ ასწრებს განვითარებას რამაც შეიძლება დიდი პრობლემები გაუჩინოს როგორც დედას ისე ახალშობილს…. ასე რომ მოზარდმა უნდა ისწავლოს, ზრდასრულ ასაკში შეიქმნას პირობები და დასახოს მიზნები, რომლებიც მის მშვიდად ცხოვრებას უზრუნველყოფს. ცხოვრებას, სადაც მას უკვე აქვს ყველანაირი შესაძლებლობა დაოჯახდეს და სწორედ ასეთივე პირობები შეუქმნას შვილებს..

ჩვენ ვიცით რომ საუკუნეების წინათ დანიშვნა ხდებოდა აკვნიდანვე და ბავშვი გახდებოდა თუ არა 9 წლის მას ათხოვებდნენ…მას ხშირად მზითვებში ატანდნენ თოჯინებს, რომ ეთამაშა . არის ასეთი კურიოზი: ბავშვი გაათხოვეს 10 წლის ასაკში…ოჯახში ყოფნის დროს…ოჯახის წევრები წავიდნენ სამუშაოთ და ამ ბავშვს დაუბარეს რომ მარანში კართობილის მეშოკები აწყვიაო და გატალე რომ საღამოთი საჭმელი გავაკეთოთო…ას ბავშვი ადგა და ყველა მეშოკი გათალა რაც კი მარანში იყოო…მოდი და მოტხოვე ამ ბავშვს ჭკუა..როგორია :D..ასე რომ ყველაფერს თავის დრო აქვს…და ეს დრო ზრდასრულობის ასაკია

Advertisements

კომპიუტერზე დამოკიდებულება

ამ ბოლო დროს თითოეულ ჩვენგანს ძალიან ხშირად გვესმის სიტყვები”კომპიუტერზე დამოკიდებულია” ….კომპიუტერმა მთლიანად შეცვალა ადამიანის ბუნება,თუ ადრე მეგობრის ბავშვის სანახავად მიდიოდით მასთან ახალა ეს შესაძლებელია უბრალო like ით ფეისბუკში…ადამიანები გაუცხოვდნენ კომპიუტერის საშუალებით, ისინი უფრო ახლობლობენ კომპიუტერით ვიდრე  პირადში…ჩემი გამოცდილებიდან ვიცი რომ ინტერნეტის საშუალებით ხარ უფრო გამბედავი ვიდრე მაშინ როდესაც იმ ადამიანის პირისპირ დგახარ და ეუბნები…თითქოს ინტერნეტი ბარიერია თქვენს წინ …..კომპიუტერთან დამოკიდებულებას კიდევ უფრო ამწვავებს თამაშები რომელსაც უკვე 2 წლის ბავშვების კი თამაშობენ..ამით ზიანდება მათი ფსიქიკა და ორგანიზმი,კომპიუტერის გამოსხივების გამო. სასურველია, 2 საათზე მეტი არ იჯდეთ. მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომა ნამდვილად საშიშია და არა მარტო ჯანმრთელობისთვის. ასეთი ცხოვრების წესი რეალურ ყოფას მოგწყვეტს და შესაბამისად ნაკლებს შეიგრძნობ, ნახავ და ნაკლები გეცოდინება… ასე რომ იმედია ჩემს რჩევას მიიღებთ და გაითვალისწინებთ