ჩემი ცხოვრების უბედნიერესი დღე

უბრალოდ სიტყვების გარეშე …
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ … მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი … მ ჭ ი რ დ ე ბ ი …

სულ ყველაფერი სხვაგვარად უნდა ყოფილიყო,მაგრამ ღმერთმა სულ სხვაგვარად ინება. ჯერ სულ რაგაც 19 წლის ვარ,არც ისე დიდი თავი ისევ 9 წლის ბავშვი მგონია,რომელსაც ცხორებაში არაფერი ადარდებდა,ერთადერთი რაც მახსოვდა თამაში,თამაში და ისევ თამაში. ახლა კი 19 წლის ვარც არც დიდი არც პატარა… მოკლედ ძალიან გავჭიმე ეს შესავალი და გეტყვით რაც ხდება,იანვარში მომავალი მეწვია კარს,მეწვია დააკაკუნა და იმდენად გააღო კარები, რომ შეკავებაც ვერ შევძელი. ამან ყველაფერი შეცვალა, როგორც ჩემთვის ძვირფასი ადამიანი იტყვის, მოვიდა … ქარიშხალი დააყენა ,რომელიც ჯერაც არ ჩამცხრალაო. 22 ივნის ხელი მოვაწერეთ მე და ჩემმა მომავალმა ეს დღე ჩემთვის არის უბედნიერესი,რადგან გვერდით მყავს ადამიანი რომელიც მიყვარს,ვუყვარვარ და ზრუნავს ჩემზე…
მინდა ჩემს გიოს ჩემს მეორე ნახევარს,ჩემს იმედს და პირველ და ერთადერთ სიყვარულს ვუთხრა,რომ ძალიან მიყვარს და მენატრება(ვინაიდან და რადგანაც ჯარისკაცია და ჯარში მსახურობს)…. გიო მიყვარხარ და მჭირდები …

 

Advertisements

გულის ხმა …

მტკივა … გული მტკივა ამ ყველაფრის შემხედვარე,გადის დრო და მაინც არაფერი იცვლება.ისევ ტკივილი, ისევ სევდა,სევდიანი თვალებით აღსავსე ბავშვები ქუჩებში,ქუჩის კუთხეში ჩამსხდარი მოხუცები,მეტროს კიბეებზე ჩამომსხდარი შავად შემოსული ქალები, დახმარების მოლოდინში გაწვდილი ხელით,მიწისქვეშა გადასასვლელში მცხოვრები ადამიანები. როდემდე?როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს? იყო ერთი ხელისუფალი იყო ასე,იყო მეორე,კვლავ იყო ასე,არის მესამე და აი მაინც ასეა (( … არის ქვეყნად ადამიანი რომელიც შეძლებს ამ ყველაფრის აღმოფხვრას? … გული მტკივა ამის შემხედვარე,მაგრამ იცით გული უფრო რაზე მტკივააა? იმაზე რომ  ჩვენ ყველა… დიახ ყველა ამას ვუყურებთ და იცით რას ვიძახით,მათ მთავრობამ უნდა მიხედოს, ჩვენ შეგვიძლია მათი დახმარება, მაგრამ რატომღაც გვგონია, რომ ეგ არაა ჩვენი საქმე …  დახმარება მინდა მათი და არ შემიძლია (( … რა გავცე, რაც მე თვითონ არა მაქვს? …  არ მინდა დავიჯერო ,რომ მე ერთი ვარ ,რომელსაც მათი დახმარება უნდა …

გამოჩნდით,

ამოიღეთ ხმა,

დავდგეთ ერთ გუნდად

და ჩვენ ყველაფერს სასიკეთოდ შევცვლით … 

გვერდში დავუდგეთ ნიკას …

10000067_378108588996294_763737356_n
მეგობრებო სამწუხარო ამბავი შევიტყვე … ნიკა ხატიაშვილი არის 22 წლის საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი… მას 4 წლის წინ მოუვიდა მძიმე ავარია ,რომლის შედეგადაც მას დაუზიანდა ხერხემლის მალები და ქვედა კიდურები პარალიზებული აქვს … მან გაიკეთა სამი უმძიმესი ოპერაცია გერმანიაში … არის შანსი რომ ფეხზე დადგეს … ამისთვის კი მას ესაჭიროება 60,000 $ …. მოდით ყველა ერთად დავეხმაროთ ნიკას ….. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბავშვები ცხდილობენ ,ჩვენს უნივერსიტეტში შეაგროვონ თანხა,მცირედი მაინც ნიკას დასახმარებლად … მოგიწოდებთ ყველას ვისაც რისი საშუალება გექნებათ რომ დაეხმაროთ ნიკას,ისიც ჩვენსავით ახალგაზრდაა,მასაც ჩვენსავით სურს სრულფასოვნად ცხოვრება ,მასაც ჩვენსავით სურს ფეხბურთის თამაში …. ამის ასასრულებლად კი ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება … მოგიწოდეეებთ… მოგიწოდეებთ … გთხოოოვთ … დავეხმაროთ ნიკას …..

“მისი სიცოცხლე ჩვენს ხელშია”

“კვდებოდა კაცი – თავი არ აუწევია, ისე უთხრა მშობლებს ექიმმა: თქვენს შვილს ლეიკემიის უმძიმესი ფორმა აქვს, თუ თურქეთში ან გერმანიაში არ წაიყვანეთ და ძვლის ტვინი არ გადაუნერგეთ, მოკვდებაო”
naniko-xaciuri
19 წლის ნანიკო ხაჩიური, ახალგაზრდა სიცოცხლით აღსავსე გოგონა, რომელსაც ცხოვრება ჯერ კიდევ წინ აქვს,მას აქვს უფლება იცხოვროს,იყოს ბედნიერი,მაგრამ ამაში მას ჩვენი დახმარება სჭირდება. ნანიკოს ექიმებმა დაუდგინეს ლეიკემიის უმძიმესი ფორმა,სჭირდება ძვლის ტვინის გადანერგვა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.სამწუხაროდ მის ოჯახს არ შესწევს იმის საშუალება რომ ნანიკოს ძვირადღირებული ოპერაცია დააფინანსონ.
მე თითოეულ მოქალაქესო მოვუწოდებ,რომ დავეხმაროთ ნანიკოს რისი საშუალებაც გვექნება,ჩვენს მიერ გაღებული ერთი ლარიც კი მნიშვნელოვანია.
მივმართავ შემოქმედ ადამიანებს,რომლებსაც შესწევთ ძალა თავიანთი ნიჭით და შესაძლებლობებით დაეხმარონ ნანიკოს.ვიცი საქართველოში ბევრი საამაყო ხელოვანი ადამიანია რომელიც საღამოებს მართავს სხვების დასახმარებლად,ახლაც გამოიჩინეთ გულისხმიერება და ნუ დაიშურებთ თვენს ძალისხმევას ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

ახალგაზრდა პოეტმა ზურა სალუქვაძემ გადაწყვითა ნანიკოს დახმარება და თავის უკანასკნელ ლექსების კრებულს “ყინვის ყურძნის მტევნები”–ს 100 ეგზემპლარს ჰყიდის, 10 ლარად, აღებული თანხა გადაირიცხება ნანიკოს დასახმარებლად.
დღეს ზურამ ფეისბუქით გაავრცელა ეს ინფორმაცია :

“გამარჯობა.
როგორც იცით ჩემი მესამე კრებული “ყინვის ყურძნის მტევნები” არ არის გაყიდვაში. საქველმოქმედო მიზნით გაყიდვაში გამოვა მხოლოდ 100 ცალი ეგზემპლიარი და შემოსული თანხა გადაერიცხება ნანიკო ხაჩიურს. მსურველებმა კომენტარებში იაქტიურეთ და უახლოეს 3 დღეში შევთანხმდებით თუ სად და როგორ მოხდება წიგნების გაყიდვა
კრებულის ღირებულება იქნება 10 ლარი… ამ თანხით თქვენ ძალიან კეთილ საქმეს გააკეთებთ.
მადლობა ყველას წინასწარ”
თუ სურვილი ექნება,რომელიმე თქვენგანს შეგიძლიათ კომენტარებში დატოვოთ რამდენი წიგნი გინდათ და სხვა. მე დავუკავშირდები ზურას და შემდგომ მოხდება წიგნების თქვენამდე მოწოდება…

ზურა სალუქვაძის პოსტი ფეისბუქის გვერდზე:
“მოკლედ ასეა საქმე ჩემო მეგობრებო: 11 თებერვალს,მხოლოდ ერთი დღით, ჩემი ლექსების კრებული “ყინვის ყურძნის მტევნები” გაიყიდება ჭავჭავაძის N26 მდებარე წიგნების მაღაზია “წიგნები”-ში 15:00 საათის შემდეგ. (ისი პარის მოპირდაპირე მხარეს)
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ეს აქცია საქველმოქმედოა და კრებულის ღირებულებაა 10 ლარი. ასევე ვისაც გექნებათ სურვილი რომ უბრალოდ ამ გოგონასთვის გაიღოთ რაღაც თანხა, ყველას გექნებათ საშუალება რომ მიხვიდეთ და თქვენი სურვილისამებრ გაიღოთ თუნდაც მცირე თანხა.
ყველას მადლობა წინასწარ.”

ჩეხური ორიგინალი ( Bohemia LTD )

BOHEMIA არის ჩეხური ორიგინალი ხორცპროდუქტების მაღაზია ვაჟა–ფშაველას 37–ში,M-დელისთან. მაღაზია გაიხსნა 7იანვარს.კომპანია ახორციელებს დისტრიბუციას სხვადასხვა მარკეტებში და რესტორნებში.არსებული პროდუქცია არის ორიგინალი რაც იმას ნიშნავს რომ არსებული პროდუქცია ჩამოაქვთ ჩეხეთიდან,იქწ არის დამზადებული.

მაღაზია რეალიზებას უწევს: ძეხვებს,სოსისებს,სარდელებს,პაშტეტებს,მარინადებს,ჩეხურ ლუდს,ტუშონკებს და მზა საკვებს ქილებში.

მობრძანდით, დააგემოვნეთ, ისიამოვნეთ ჩეხური ორიგინალი პროდუქტით…

 

შიდსი

რა არის შიდსი?

შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი), რომელსაც ხალხმა 20 საუკუნის შავი ჭირი უწოდა, სადღეისოდ მიჩნეულია კაცობრიობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ თერმობირთვული ომის შემდეგ. ეს არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). ეს ვირუსი უშუალოდ აზიანებს ადამიანის დამცველ, ე. წ. იმუნურ სისტემას და მწყობრიდან გამოყავს იგი, რის შედეგადაც ინფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური ან სიმსივნური დაავადებები, როგორც წესი, სასიკვდილო შედეგით. თანამედროვე კლასიფიკაციით დაავადებას ეწოდება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსული ინფექცია (აივ ინფექცია), ხოლო საკუთრივ ტერმინით ”შიდსი” აღინიშნება დაავადების მხოლოდ ბოლო სტადია, როდესაც გამოიხატება დაავადების ძირითადი კლინიკური ნიშნები. შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის ). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.

როგორ გადაეცემა შიდსის ვირუსი?

ცნობილია შიდსის ვირუსის გადაცემის სამი გზა: · სქესობრივი კონტაქტით (ვაგინალური, ანალური და ორალური); · ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით (აივ ინფიცირებულის სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებისას); · ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე გადაცემის გზით (მუცლადყოფნის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს). გახსოვდეთ, შიდსის ვირუსი არ გადაეცემა: · ჰაერ-წვეთოვანი გზით, ნერწყვით, ხველით, ცხვირის დაცემინებით ან კოცნით. შესაბამისად, არ არის საშიში ინფიცირებულთან საუბარი; · საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით. არ არის საშიში ხელის ჩამორთმევა, მოხვევა, ალერსი, დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეთრეულით, საერთო საპირფარეშოთი და აბაზანით სარგებლობა. არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან ერთად ყოფნა სასწავლო დაწესებულებებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა კინოთეატრი, სტადიონი, საცურაო აუზი და სხვ. არ არის საშიში მეტროთი და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა; · ვირუსი არ გადადის მწერებისა და ცხოველების საშუალებით.

რა სიმპტომები ახასიათებს შიდსს?

ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში, რომელიც საშუალოდ 3-10 წელს გრძელდება, ინფიცირებული ადამიანი თავს პრაქტიკულად ჯანმრთელად გრძნობს. შიდსი კლინიკურად გამოვლინდება იმუნური სისტემის ღრმა დაზიანების შემდეგ და ხასიათდება მრავალფეროვანი სიმპტომატიკით. ყველაზე ხშირად მას ახასიათებს: · ტემპერატურის უმიზეზო მომატება 1 თვეზე მეტი ხნის მანძილზე; · ლიმფური კვანძების გადიდება; · ძლიერი საერთო სისუსტე; · მუქი წითელი ფერის ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე; · გახანგრძლივებული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც არ ექვემდებარება ჩვეულებრივ მკურნალობას; · ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით; · თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე; · პათოლოგიური მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ და სხვ.

ვინ მიეკუთვნება შიდსის მაღალი რისკის ჯგუფებს?

შიდსი საფრთხეს უქმნის მთელ მოსახლეობას, მაგრამ საზოგადოების მთელი რიგი ფენები, მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, გაზრდილი საფრთხის წინაშე დგანან. დღეისათვის საქართველოში აივ ინფექცია ძირითადად ნარკომანიის გზით ვრცელდება, გამოვლენილ ინფიცირებულთა 50% ინტრავენული ნარკომანია. მაღალი რისკის ჯგუფებს აგრეთვე მიეკუთვნებიან: · ჰომოსექსუალისტები; · მეძავები და მათი პარტნიორები; · ვენერიული სნეულებებით შეპყრობილნი; · ტუბერკულოზით დაავადებულნი; · ჰემოფილიით დაავადებულნი და სისხლის რეციპიენტები; · მოგზაურები და სხვ.

შიდსის გავრცელების რა ხელშემწყობი ფაქტორები მოქმედებს საქართველოში? ·

ნარკომანიის ფართოდ გავრცელება (ინტრავენული ნარკომანთა სავარაუდო რიცხვი 200 000-ს აღემატება); · მოსახლეობის სულ უფრო მზარდი მიგრაცია და არასახარბიელო ეპიდსიტუაცია საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შიდსის მხრივ; · მოსახლეობის დაბალი სანიტარული კულტურა და შიდსის შესახებ ცოდნის დაბალი დონე; · პრეზერვატივებით უზრუნველყოფის დაბალი დონე და მათზე ტრადიციულად დაბალი მოთხოვნილება; · სამედიცინო აპარატურის, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, ერთჯერადი შპრიცებისა და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების, სასტერილიზაციო საშუალებათა ნაკლებობა.

როგორ ხდება ადამიანის ინფიცირების დადგენა?

შიდსის ვირუსით ინფიცირების დიაგნოზის დასმა სპეციფიკური ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია. აივ ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ემყარება სისხლში საკუთრივ ვირუსის, მისი ცალკეული ცილების (ანტიგენები) ან ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენას. შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები სისხლში ჩნდება ორგანიზმში ვირუსის შეჭრიდან მხოლოდ 6-8 კვირის შემდეგ, ამიტომ გამოკვლევა უნდა ჩატარდეს შესაძლო ინფიცირების მომენტიდან სულ ცოტა თვენახევრის შემდეგ.

შეიძლება შიდსისგან განკურნება?

სადღეისოდ არ არსებობს შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან რაიმე სამკურნალო საშუალება. მაგრამ იმედისმომცემია ბოლო დროის მიღწევები ანტივირუსული პრეპარატების შექმნის სფეროში.

როგორ დავიცვათ თავი შიდსისაგან? ·

დაიცავით ოჯახური სიწმინდე და ერთგულება ერთი ჯანმრთელი სქესობრივი პარტნიორისადმი; · თავი შეიკავეთ შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისაგან ან ასეთი კავშირის შემთხვევაში აუცილებლად ისარგებლეთ პრეზერვატივით; · არ დაუშვათ აივ ინფექციაზე შეუმოწმებელი სისხლისა და მისი პრეპარატების გადასხმა; · ისარგებლეთ მხოლოთ ერთჯერადი ან სათანადოდ გასტერილებული შპრიცით და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტებით; · ორსულმა ქალებმა ჩაიტარეთ გამოკვლევა შიდსის ვირუსზე, რათა თავიდან აიცილოთ ინფიცირებული ბავშვის დაბადება.

გახსოვდეთ, თქვენი ცხოვრების წესი – თქვენი ჯანრთელობის გარანტიაა!